Gk. epi ზედ, ზევიდან, oikos სახლი კომენსალიზმის ერთ-ერთი ფორმაა, რაც მდგომარეობს კომენსალის არსებობაში სხვა ორგანიზმის ზედაპირზე, ამ უკანასკნელისათვის რაიმე ზიანის მიუყენებლად. მრავალი ეპიოიკი თანაცხოვრობს სახეობების მხოლოდ ვიწრო წრესთან, არ შედიან რა მათთან კვებით კავშირებში. ეპიოიკია პარაზიტიზმისაკენ მიმავალი ერთ-ერთი ევოლუციური გზაა. ამ მოვლენას სხვაგვარად ეპიოკიასაც უწოდებენ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]