L T

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაგ ვაზ ვაკ ვალ ვამ ვან ვარ ვას ვატ ვაქ

ვაზი

Vitis vinifera
ძირითადი პროდუქტი, რომელიც ვაზისაგან მიიღება, არის ღვინო. შეიცავს შაქარს, მჟავებს, ცილოვან და პექტინოვან ნივთიერებებს, ვიტამინებს. აერთიანებს 70-მდე სახეობას. საქართველოში ცნობილია კულტურული ვაზის 500- მდე ადგილობრივი ჯიში, რომელთაგან მრავალი ენდემურია. თანამედროვე კულტურული ვაზის უძველეს სამშობლოდ საქართველო ითვლება. აქედან გავრცელდა იგი ჯერ იტალიაში, შემდეგ კი სამხრეთ საფრანგეთში, აფრიკასა და ესპანეთში. ყურძენს და მის პროდუქტებს ძველ ქართულ მედიცინაში იყენებდნენ ფილტვების დაავადებების შემთხვევებში. ვაზის რქა და ისრიმის შარბათი გამოიყენებოდა პირღებინების შესაჩერებლად. იგი ხელს უწყობს შარდის და ტოქსიკური ნივთიერებების, აგრეთვე ნაღველის გამოყოფას და ა.შ. ყურძენს „ჭკუისა და გულისყურის მომმატებელ“ ხილად თვლიდნენ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9