Gk. zoon ცხოველი,L. massa ნაჭერი, გუნდა ეკოსისტემის ან მისი რომელიმე ნაწილის საზღვრებში ყველა ცხოველის ჯამური მასა (მათი ნედლი ან მშრალი წონა). ჩვეულებრივ, კონსუმენტებისაგან (იხ.) შემდგარი ზოომასა ფიტომასაზე უფრო მცირეა, თუმცა წყლის ეკოსისტემებში არც თუ იშვიათად აღემატება კიდევაც მას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]