L T

კა კდ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კვა კვე კვი კვლ

კვლიავი

Carum carvi
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, ცილას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, კემფოროლს, ფისებს და სხვა. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას, ამცირებს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, აძლიერებს პერისტალტიკას. იყენებენ ატონიის, კუჭის წვენის მცირე სეკრეციის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიების შემთხვევაში. გააჩნია ანტისეპტიკური, ანესთეზიური და სპაზმოლიზური თვისებები. კვლიავის ნაყოფს ზირას სახელწოდებით საქართველოში იყენებენ საკულინარო საქმეში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9