L T

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლოგ ლოკ ლომ ლორ ლოყ ლოც

ლორწოვანი გარსი

tunica mucosa
ლორწოვანი სეკრეტის გამომყოფი გარსი, რომლითაც ამოფენილია გარემოსთან დაკავშირებული ღრუ და მილოვანი ორგანოების შინაგანი კედლები (საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, შარდ-სასქესო სისტემები). გააჩნია გლუვი და სრიალა ზედაპირი. შედგება ეპითელიუმის ზედაპირული შრისაგან და მის ქვევით განლაგებული ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან. ამ ორ კომპონენტს შორის ლოკალიზებულია ბაზალური მემბრანა. აღნიშნულ გარსს გააჩნია ლორწოვანი სეკრეტის გამომყოფი ჯირკვლები, აგრეთვე სისხლძარღვები.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9