L T

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლეთ ლეი ლემ ლენ ლეპ ლეს ლეტ ლექ

ლეიშმანიოზი

leishmaniosis
ადამიანისა და ცხოველების პროტოზოული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია შოლტიანების კლასის წარმომადგენელი ლეიშმანია. არჩევენ ვისცერულ ლეიშმანიოზს, რომლის გამომწვევია Leishmania donovani, კანის ლეიშმანიოზს, რომლის გამომწვევია Leishmania tropica და კანლორწოვან ლეიშმანიოზს, რომლის გამომწვევია Leishmania brasilensis. საქართველოში ვისცერული ლეიშმანიის გადამტანია მოსკიტი Phlebotomus kandelaki. დაავადებას სახელი ეწოდა ინგლისელი ექიმის ვ. ლეიშმანის (1865-1926) საპატივცემულოდ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9