ნიშანი ©. ინგლისური სიტყვის „Copyright“ (კოპირაიტი) პირველი ასო. შედგება სამი ელემენტისაგან:
1. წრეში ჩასმული ლათინური ასო „C“ – საგან;
2. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელისაგან (დასახელებისაგან);
3. პირველი პუბლიკაციის წლისაგან.
როგორც წესი, საავტორო უფლების დაცვის ნიშანს ათავსებენ სატიტულო ფურცლის უკანა მხარეს ან პირველი გვერდის ბოლოში (შესაძლოა განთავსების სხვა ვარიანტებიც).
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]