ჩა ჩდ ჩე ჩვ ჩი ჩლ ჩმ ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩიბ ჩიგ ჩით ჩილ ჩინ ჩირ ჩიტ ჩიჩ ჩიხ
selected terms: 22 page 1 of 2
ჩიბა
წისქვილის ნაწილი, საფქვილე, - ალა =დაფქული იყრება ჩიბაში (ქვაციხე). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩიგვი
ჩირგვი =ერთ წელიწათს დარჩა წყერი ჩიგვში (ქვები); მე რამდონი ჩიგვი არი, დღეში სამჯელ უნდა შამოუარო (ფარცხნალი); ბარტყი ჩამოვარდნილა, მარა ჩიგვეფს აქყე დაკავებული (ხიდარი). =ძოწენიძე, More…
ჩიგვიანი
ჩირგვებიანი =ეს ადგილი ჩიგვიანია (წიფა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩიგვნარი
ჩირგვნარი, - ბუჩქნარი =ჩიგვნარში შეძვრა კურდღელი (ლეღვანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩითახვა
კოჭლი =ჩითახვა გოგო ყამდა (სვერი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩილა
იგივეა, რაც ჩლა =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩილი || ჩილა
ჩირი =ჩილი გავაკეთე (მანდაეთი); მიყვარს ვაშლის ჩილა (ტაბაკინი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩილიანი
რასაც ჩლა (ჩილა) აქვს =დედაჩემს გადოუსხია ბელძინი კრუშკაში. ჩილიანიკრუშკა აანთეს, იფეთქა (ბობლევი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩილქი
ჩლიქი =რაკაი ჩილქები აქ ამ ხფოს (ზოდი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩინებული
ხილული =ჭკუა არი თვალუჩინარი, დოვლათი არი ჩინებული (ტაბაკინი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩინჩი
ჩრჩილი =ჩინჩი გოუჩთება ნოხს, თუ ნაფტალინი არ დააყარე (ტაბაკინი). See also: ჩირი =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩინჩლი
ღინღლი See also: ჩინჩლიანი =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩინჩლიანი
ჩინჩლის მქონე =ე ჩინჩლიანი ბიაა, კანზე აქ ბევრი ჩინჩლი (ფარცხნალი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩინჩხი
ჭრელი =ჩინჩხი თვალი მაქ (ზედუბანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩირი
იგივეა, რაც ჩინჩი =ჩირი გოუჩთა ტანისამოსს (მანდაეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩიტიკვერცხა
ლობიოს ერთ-ერთი ჯიში, აქვს მრგვალი, თეთრი მარცვალი წითელი ფხაჭებით =ჩიტიკვერცხა ლობიოს თეთრი მარცვალი აქ წითელი ფხაჭებით (მოხვა). Synonym: ბრინჯა-ლობიო =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული More…
ჩიჩავატი
შეუძლო, უღონო =არც მე ვიყავი ჩიჩავატი, ღონე მერჩოდა (ზარანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 453.
ჩიჩაფეხა
საბავშვო სათამაშო =ჩიჩაფეხა ორი ჯოხისაგან დამზადებული საბავშვო სათამაშოა, რომელსაც ორი მტკაველის სიმაღლეზე აქვს ფეხის ტერფის მოსათავსებელი ღერო (სვერი). =ძოწენიძე, ქეთევან. More…
ჩიჩილაკი
ქათმის (ფრინველის) მკერდის ჩამონათალი თეთრი ხორცი (შომახეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 454.
ჩიჩობი
ღომის ჩალის ჭილობი =უმალ ჩიჩობი იცოდენ - ღომი ჩალისას გადაწნავდენ, გადმოწნავდენ (გეზრული). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 454.
ზემოიმერული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9