ქა ქე ქვ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქუ ქფ ქშ
ქვა ქვე ქვთ ქვი
selected terms: 23 page 1 of 2
ქვაბისთავი
საარაყე ქვაბის მთლიანი ხუფი, - ზარფუში =საარაყე ქვაბს სახურავს ვეტყვით ქვაბისთავს (ღორეშა); მოხადე ქვაბისთავი (ვერტყვიჭალა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, More…
ქვათითა მიწა
ცარცნარეგი მწირი მიწა, წათეთრო =ქვათითა მიწაზე არც სიმიდი ვარგოფს, არც ვენახი (ტაბაკინი), ქვათითა მიწა უნამყოფო, ჩატე მიწაა (იქვე). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - More…
ქვარნალი
ქვიანი ადგილი =აქეთ პატარა ქვარნალია (ღორეშა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 402.
ქვარნალის გზა
ქვიანი გზა =ცოტა გაგიჭირდებათ სიარული ქვარნალის გზაზე (ხვაშითი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 403.
ქვას მისცემს
თავს გაჯავრდება, გადაირევა =გაჩერდი, არ გოუფუჭო, თვარა ქვას მისცემს თავს (ლეღვანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 403.
ქვასაყუდი
იგივეა, რაც საყუდარი =ქვასაყუდია აგურის, ქვის, დოქის ან სხვა რამეს ნამტვრევი, ლიანდაგის გადანაჭერი და სხვა, რომელზედაც მჭადის თუ პურის გამოცხობისას ააყუდებენ კეცს (ხიდარი); ქვასაყუყუდი More…
ქვე
იგივეა, რაც ქე =ჩემი შვილიანა ქვე გავთხოვდი (ფუთი); ქვე უნდა ვიმუშაო (სვერი). || კიდეც. ქვეც უნდა იმღეროთ, ქვეც უნდა ითამაშოთ (მერჯევი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - More…
ქვებულეთი
ქობულეთი =ახლაა კაი ქვებულეთი (ტაბაკინი); ქვებულეთმა მიშველა (ჩიხა); ქვებულეთმი ვიყავი (ვანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 403.
ქვედა ყბა
ურმის ხელნისთავის ქვედა ნაწილი (დილიკაური). Antonym: ზედა ყბა =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 403.
ქვევრი || ქვევრა
ღვინის შესანახავი მცირე ტევადობის ჭური, რომელიც შიგ ჩაუსვლელად, ზევიდან ირეცხება სარცხით (ასე იხმარება მთელს ზემო იმერეთში, ოღონდ სოფლების მიხედვით ქვევრი სხვადასხვა ტევადობისაა) =ქვევრი More…
ქველაური || ქველოური
ყურძნის ერთ-ერთი ჯიშია, თხელკანიანი, შავი მსხვილი მარცვალი აქვს, დიდი, შეკრული მტევანი თხელი მოვარდისფრო სასიამოვნო დასალევი სუფრის ღვინო დგება მისგან =ქველაური შავი ყურძენია, საფერავს More…
ქვენა ქარი
დასავლეთის ქარი =ქვენა ქარი მაცოცხლებელია ყველაფრის, ბილია, წვიმაც ქვენა ქარმა იცის და სიგრილეც (მახათაური). See also: ამეიქვენაქრეფს =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - More…
ქვეყნისგულა
სოკო, - ქვეყნისგული =ქვეყნისგულა სოკოა გარედან თეთრია, შიგნივ არი წითელი, ჭმევით არ იქმევა (უჩამეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 403.
ქვეშაპირი
მიწის წიაღში მდებარე =მარგანეცი იყო ქვეშ, ზედაპირი სახნავი მიწები იყო. მერე მოვიდენ მდიდარი ხალხი და იყიდეს ე ქვეშაპირი (ლიჩი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, More…
ქვთელა || ქვთელო || ქრთველო
იგივეა, რაც თველო =ქვთელა წაბლის, ეკლის, ცაცხვის ან თელის კანია, რომლითალ) ვაზს ააკრავენ სარზე (გეზრული); ქვთელოა წაბლის ტყავის შიგა ნაწილი, რომლითაც კონიან ვენახის ლორდს ჭიღვაზე More…
ქვინთრიში
კუნტრუში =ბიჭს ქვინთრიში არ უნდა დოუწყო (გეზრული). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 403.
ქვირშა
ქვიშა =ქვირშა დაყარეთ (წირქვალი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 403.
ქვის თავსახურავი
=წისქვილის ზედა ქვის ღია გულში ჩადგმული ძაბრის მსგავსი ჭურჭელი, რომელშიც გადმოდის კრიჭიდან, სიმინდი და ჩადის ქვედა ქვაში (ლეღვანი). See also: ქვის კალათი =ძოწენიძე, ქეთევან. More…
ქვის კალათი
იგივეა, რაც ქვის თავსახურავი =ქვის კალათი წისქვილის ზედა მოძრავ ქვაში, შუა ადგილას, მოთავსებული თუნუქის მრგვალი ჭურჭელია რომელშიც იყრება მარცვალი (ჩიხა). =ძოწენიძე, ქეთევან. More…
ქვის ჩიტი
=ღობემძვრალა, ჭინჭრაქა Synonym: ქვის ჩიტი ყორეში შედის, ჭინჭრაკას ეძახიან (შომახეთი). See also: ფურფუშალა =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. More…
ზემოიმერული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9