რა რგ რე რვ რი რკ რო რრ რუ რქ რღ რჩ რც რძ რწ
selected terms: 77 page 3 of 4
რიკლეთ
ოდნავ ღია, ღრიჭოდ =კარები რიკლეთ არი, დამინახა და უთქვამს მუშისთვინ: დამიძახე ბიძია სიმონსო (ბაჯითი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 311.
რილო
ალაგ-ალაგ გამდნარი, აჭრელებული თოვლი =თოვლი რო გაჭრელდება, ე. ი. რო გადნება თოვლი, საცა მალე ეიღეფს და გაზაფხულის პირზე გამოჩთება მიწა, რილოა იქა (საბე); კურდღელს დოუგე ხაფანგი, აქეთ, More…
რიტო
რატომ =რიტო უნდა დავკარგო? (ზედა საქარა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 311.
რიხრახო
ხარახურა =რიხრახოს აქეთ გამოვყრი, იქ კრაოტს დავდგამ (ტაბაკინი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 311.
რკინა²
კარის გასაღები =ვერ გაგიღეფ კარს, რკინა დავკარქე (სვერი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 311.
რკინა¹ || კინა
ხაფანგი =დათვი მოკლეს ექა ტოროშელიძეებმა რკინაში (პერევი); დათვის კინა სხვახაირია, მგლისი - სხვანაირი (იქვე). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. More…
რკინი გძელი
რკინის ძელი =რკინი გძელეფს აჭდოფს ხის მაგიერათ (ბერეთისა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 311.
რკო
ვაზის ერთ-ერთი ჯიში, შავი წვრილი მარცვალი აქვს, მაგრამ ღვინო თეთრი დგება =რკო ყველაზე გავრცელებული ძველი ვენახია, შავი წვრილი მარცვალი აქ (ქორეთი); რკოს შავი მარცვალი აქ, ნაკლები More…
როდისაც || როიცა
როდესაც (როცა) =როდისაც იყო, ამ დროეფში წამევიჩიტე (შროშა); როიცა იმან გადაწყვიტა თფილიში გადასვლა, აღარ უნდა მისულიყო (ზედა საქარა); როიცა რო მაწუხებდა, რო გავსივდი, მითხრა: ესა და ეს More…
როკი
რტო, ტოტი =ლოფოთი მოკრიფე, როკი არ მოტეხო ბჟოლას (ხიდარი); როკი გავსხლეპე (ღარიხევი); როკი მეიწიკა და ბალს ჭამს (ზარანი); ნაძვის როკმა გადიხვია ჩოხა კაცისა (ფარცხნალი); მოუტყტა როკი More…
როპაპი
(კუდიანების უფროსი ბებერი დედაკაცი, – როკაპი) =ეს ქალი ყოფილა თურმე იმათი უმფროსი, როპაპი (შომახეთი); როპაპი მოდის როპაპიო! - იყვირეს (ღორეშა); შევაშინე როპაპი დევინახე-თქვა (შუქრუთი). More…
როფი
იგივე, რაც ონჯარო =როფი იხმარება სხვადსხვა დანიშნულებით როფში ჩასხმული წყალი აცივებს საარაყე ქვაბის მილს, რომელიც მასში გადის, და სითხედ აქცევს არაყის ორთქლს. საოტკე ქვაფს უერთდება მილი, More…
როში
ნაღერღზე უფრო მსხვილად დაფქულია (მანდაეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 313.
როძგი
როზგი =უმალ, ბატონობის დროს, როძგიც ცოდნიათ (ჯალაურთა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 314.
როჭკი
ხვინჭი, ღორღი See also: როჭკიანი =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 314.
როჭკიანი
ხვინჭიანი, ღორღიანი =აქა როჭკიანი გზაა (ხვაშითი). See also: როჭკი =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 314.
როჭო
გარეული ქათამი =რამდენი როჭო მე დამიჭერია, ვინ მოთვლის!.. (პერევი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 314.
როხი მსხალი
საზამთრო მსხალი, მწვანედ მწიფდება, მაგარი, უხეში კანი აქვს =როხი მსხალი არ გვიდგია ეზოში (ჩიხა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 314.
რრრუუუ!
ქათმების მოსახმობი შეძახილი =რრრუუუ! მოდით, მოდით, ჭამეთ სიმიდი! (ხიდარი). See also: ბერ. =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 314.
რუმბი
საქონლის ტყავის დიდი ტიკი =რუმბი საწყეო ერთეულია, შვიდი კოკა ჩავა ოტკაი (პერევი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 314.
ზემოიმერული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9