ნა ნე ნი ნო ნუ ნწ
selected terms: 215 page 3 of 11
ნაკუდი
ხორბლეულის განიავების შედეგად დარჩენილი ბზენარევი ფშუტი, უვარგისი მარცვლები =პურს ვნიჩფამთ, ქარი ურტყამს აქედან, ფშუტი პური იმ ქარს აქეთ გადმოყამს, კაი მარცვალი იქით რჩება. გლახა მარცვალს, More…
ნაკუწი
=პურის განიავების შემდეგ დარჩენილი თაველიანი ბზეა ნაკუწი (ზედუბანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 277.
ნალი
მიზეზი =მუწუკის ნალით ჯირკვალი ჩთება... მისი ნალით ხელიც ეტკინა (ხიდარი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 277.
ნალია
ოთხ ბოძზე მდგარი ფიცრის შენობა სასიმინდე , იატაკად ან ჩელტი აქვს, ან ნახვრეტებიანი ფიცრები. კედლები ფიცრისაა, მაგრამ ფიცრებს შორის ნაპრალებია, რომ სიმინდი გაახმოს ჰაერის მოძრაობამ =ნალია More…
ნალო
დაუხერხავი ხე, რომელსაც ხარებს (ან კამეჩებს) უღელზე გამოაბამენ და მოათრევენ ურმის გარეშე =ხეს რო წამოუბამ მარტო ხარეფს, ურემი რო არ იქნება, ნალოა. მოვჭრით ხეს, ამოვსხეპამთ - ტოტეფს More…
ნალობიერი
ლობიოს გამოფშვნის შემდეგ დარჩენილი ცარიელი პარკები და ღეროები, – ჩურჩა ღეროებიანად, ჩეჩქი =ნალობიერი ლობიოს გამოფშვნის მერე რაც დარჩება ბარდიან-პარკიანა (წიფა, ხევი); ლობიოს დავფენთ და More…
ნალუსმანი
ნალ-ლურსმანი =ნალუსმანია, ლუსმანიც როა და ნალიც ერთხელა (მანდაეთი); ორი ჭედა ნალუსმანი გავაკეთე (ზვარე). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. More…
ნამბილარი
ძველი დამუშავებული, ძველი ნახნავ-ნათესი =პურს ვთესამდით ნასიმიდვარში, სადაც სიმიდი ეთესა, ამას აოშვა კ'არ უნდოდა, ნამბილარს ვეტყვით, უყი არ არი, დამუშავებულია (ბაჯითი, ხევი). See More…
ნამბული
ნესტიანი, ნამიანი, ნოტიო =კაბა გარეთ არ გაშრება მალე, ნამბული ამიდია (ვერტყვიჭალა); წუხელი ნამბული ამიდი იყო (ხევი). || სინესტე, სისველე, ნამიანობა. ლობიოს ნამბული თუ აქ, კაი მოსაბარდია More…
ნამბული თოვლი
წყლიანი, ლღობადაწყებული თოვლი =წამოცვინდენ შეზობლები, მოანგროვეს ნამბული თოვლი, ჩაყარეს და მოაქვრეს ცეცხლი (შომახეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, More…
ნამზადი
მჭადი, ნამცხვარი =ნამზადი უნდა ვაკეთო (შომახეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 279.
ნამთი
ჭრაქი =ნამთი მათხოვე (პერევი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 279.
ნამთფილარები
ჩამთბარი =ნამთფილარეფ ფეხს რო გეიხთი და თხელ ჩულქს ჩეიცვამ მოქკლამს ისი, შექცივდება ფეხებზე (შომახეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. More…
ნამკალი
=პურის მომკის შემდეგ ყანაში დარჩენილი თაველის ძირი სადაც მოიჭრება პური, იქ არი ნამკალი, მერე არი ღერო ლიჩი. ურმეულიროცა იდგმის, თაველი შიგნით აქ პურს და ნამკალი გარედან... დახურვის დროს More…
ნამკელი
ნაკელი =საბუდარი ეკიდა ზურგზე ნამკელით სამსე (ბოსლევი); საქონლის ნამკელი წიკა ვენახმი (იქვე); მუუყრიდით ძირა ვენახსა ნამკელს (ვახანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - More…
ნამკელი ჩალა
ყანაში დარჩენილი ჩალის გადანაჭერი =ნამკელ ჩალაზე ფეხი არ დაახიო (ღორეშა). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 279.
ნამუცლარა
=ცხვრის მუცლისქვეშა ბეწვი, რომელიც ნაკლები ხარისხისაა (ხვაშითი); ნამუცლარა დევიტოვე, სხვა ქვე გავყიდე (იქვე). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. More…
ნამყენათ არის
დათრობის მეორე დღეს უგუნებოდ არის =ღვინის სმის მეორე დღეს, კაცი რო ხასიათზე ვერ არის, იტყვიან: ნამყენათ არისო (სვერი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, More…
ნამყენი წვიმა
მსხვილი წვიმა =„ნამყენი წვიმა არ იყო გუშინ ? - არა , იმტელი არ იყო (ზვარე); სხვილი წვიმა რო წამოვა. ისაა ნამყენი წვიმა (ვახანი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, More…
ნამყნობა
მყნობა =მას უკან შამევიდა ნამყნობაი (წირქვალი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 279.
ზემოიმერული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9