ნა ნე ნი ნო ნუ ნწ
selected terms: 215 page 11 of 11
ნიქთობა
სამაგიეროს მიზღვევა =ნიქთობა ის არი, რო სამაგიეროს გადოუხდი (ლეღვანი). See also: უნიქვთეფს =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 291.
ნიყვ-ი
ღია წითელი ფერის, მოყვითალოფეხიანი საჭმელი სოკო =სოკოთა შორის ყველაზე გემრიელია ნიყვი, იცის აგვისტოსა და სექტემბერში (სანახშირე); ნიყვი სოკოების მეფეა, კეცზე შემწვარს არაფერი ჯობია, ისე More…
ნიშნის კანი
აბრეშუმის ჭიის მე-5 კანში ამოსვლა =ნიშნის კანიდან ამოსვლის შემდეგ აბრეშუმის ჭია აჩენს ნიშანს, ე. ი. იწყეფს პარკის გაკეთებას (შროშა); სამი დღე იწოლება ჭია ნიშნის კანში, რო ამოვა ნიშნის More…
ნიშნის ძღვენა
ნიშნობისთვის მოსატანი ძღვენი =მამაჩემა თხოვა ნიშნის ძღვენი იმდენი, რო ვეღარ შეძლო (წირქვალი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 292.
ნიშნოულობა
მნიშვნელობა =შენ თქმას არაფერი ნიშნოულობა არა აქ (უჩამეთი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 292.
ნობათობა
მორიგეობა, მორიგეობით ყარაულობა; რიგი, ჯერი =ნობათობას იტყვიან, ერთ დღეს რო ერთი მოუდგება საქონელს, მორე დღე - სხვა (ზედა ჭალოვანი); საქონლის ვიცით ჩვენ ნობათობაი, მოვანგროვეფთ ამ კუთხის More…
ნოგა
ბათმნის მსგავსი ხის ტუჩიანი ჭურჭელი, რომელშიაც მეჯოგეები წველიან მთაში ძროხას =ნოგა უნდა გადოუგზანოთ თაში (ხიდარი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. More…
ნოყავ-ს
გულს უმსუყებს, ერთბაშად აძღებს და მადას უკარგავს =ღორის ხორცს ვერ ვჭამ, ვერა, მნოყავს (განთიადი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 292.
ნოყო ჭაობი || ნოყო-ნოყო ადგილი
ჭაობიანი ადგილი =აქაა ნოყონოყო ადგილი (ტაბაკინი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 292.
ნოშიო
შავგულიანი სოკოა, ნეშოს სუნი უდის (ხვაშითი). =ნოშიოთი გოუმსია კალათი (ტაბაკინი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 292.
ნოშო
ნეშო =ნოშო უნდა მევიტანო, უნდა მოვნოშოთ ქვევრა (ბოსლევი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 292.
ნუა
ვაზის პიბრიდული ჯიშია, – თეთრი ადესა, იზაბელა =საბეში გვაქვს ჰიბრიდული ჯიმი ნუა, თეთრი ადესაა, იზაბელასაც ეძახიან, აქ. უფრო ადესას და ალიკარტეს ვეტყვით (საბე). =ძოწენიძე, ქეთევან. More…
ნუქთობა
სამაგიეროს, სანაცვლოს გადახდა =ნუქთობა არ ვარგა. იმან მამდურაობა არ გააკეთა, არ გვინუქთა (ხიდარი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 292.
ნწა, ნწა!
ცხვრის მოსახმობი შეძახილი (დილიკაური). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 293.
ნწეი, ნწეი! ჰა, ჰა!
ღორების დასაძახებელი (ხევი). =ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 293.
ზემოიმერული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9