D F I

გა გე გლ
selected terms: 127 page 4 of 7
განვითარებული ქვეყნები
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები. =საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2
განმცხადებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი ან მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშნვის More…
განსაიდუმლოება
ამ კანონით დადგენილ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვების მოხსნა. =საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, 1996 წლის More…
განსაკუთრებით საშიში ინფექციები
პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას. =საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის More…
განსაკუთრებული ამოცანები
სასაზღვრო პოლიციის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მის პირდაპირ მოვალეობასთან. =საქართველოს კანონი „საქართველოს სასაზღვრო More…
განსაკუთრებული კონტინგენტი
ამ კანონის მიზნებისათვის, ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან შეზღუდული აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი (არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, More…
განსაკუთრებული საკუთრება
არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის ტრანსპორტირების (გატარების) ერთი ან რამდენიმე საშუალება. =საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, 2005 წლის 3 ივნისი, მუხლი 2
განსაკუთრებული საკუთრების მფლობელი
ეკონომიკური აგენტი, რომელიც გვევლინება არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის ტრანსპორტირების (გატარების) ერთი ან რამდენიმე საშუალების მფლობელად (მფლობელებად) ან მოიჯარედ (მოიჯარეებად). More…
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა
ამ კანონის მიზნებისათვის, „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დედაქალაქის და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების More…
განსაკუთრებული უფლების მქონე პირი
პირი, რომელსაც უფლება აქვს შეხედულებისამებრ გამოიყენოს მცენარის ჯიში, რაზედაც მას აქვს განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი, სამართლებრივი დაცვის მოწმობა; ამ მოწმობით განსაკუთრებული More…
განსაკუთრებული შემთხვევა
ა) იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, აქვს ქვეყნის More…
განსასჯელი
ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. More…
განსაცდელის სტადია
სიტუაცია, როდესაც დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს 51 საფრთხე ემუქრება და ის საჭიროებს შველას, რადგან: ა) მიღებულია ინფორმაცია, რომ გემს ან ადამიანების More…
განსახლება
მოსახლეობის, ეკონომიკური და სხვა სახის აქტივობის გადანაწილება ქვეყნის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონის, რაიონის, დასახლების ტერიტორიაზე. =საქართველოს კანონი More…
განსხვავებულობა
მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ცნობილი ჯიშებისაგან განსხვავება განაცხადის შეტანის დღისთვის; მცენარის ჯიში ცნობილად ითვლება, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია ოფიციალურ კატალოგში More…
განუყოფელი ქონება (ფონდი)
სამომხმარებლო კოოპერატივის (კავშირის) მთლიანი ქონების ნაწილი, რომელიც კოოპერატივის ფუნქციონირების პერიოდში მეპაიეთა შორის განაწილებას არ ექვემდებარება. =საქართველოს კანონი More…
განჩინება
კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე. =საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის More…
განცხადება
ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. =საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1 ◊ More…
განცხადებული საწესდებო კაპიტალი
საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალი; „განაღდებული საწესდებო კაპიტალი“ – განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი. More…
გარანტია
თავდებობა, სამართლებრივი პრინციპებისა და საშუალებების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს ვალდებულებათა შესრულებას. =საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, More…
საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9