და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
selected terms: 78 page 2 of 4
დარბაზი
იხ. სახლი ერდოგვირგვინიანი. See also: სახლი ერდოიანგვირგვინიანი =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das More…
დარბაზი, დარბასი
აქ: ხატის კარის კომპლექსის ერთერთი მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა საქართველოს მთიანეთში. ესაა „ხელოსნების“, „ხევისბერების“, „დეკანოზების“ სამყოფი შენობა, აგებული ქვისაგან, გადახურული More…
დარიჯა
საოქრომჭედლო იარაღი. შედგება ლითონის თანატოლი ორი ჩარჩოსგან, რომლებთაც გვერდებზე და ძირში აქვთ პირსაკიდები, ხოლო თავში ყელი და რიჯა. გამოიყენებოდა ქამრის, ხმლის, ხანჯლის, დამბაჩისა და More…
დარიჯი, ბაქანი, საქვე, დუქანი, ოროკო
ტერასების აღსანიშნავი ტერმინები მესხეთში. ეთნოგრაფიული მასალებით შესაძლებელი ხდება ამ ტერმინების შინაარსობრივი და ფუნქციონალური კონკრეტიზაცია. მაგ., დარიჯები ძირითადად განლაგებულია More…
დასტა
აღმოსავლური ჩასაბერი საკრავების ანსამბლი. შემადგენლობა: ორი ზურნა ან ორი დუდუკი და ერთი დოლი. პირველი მეზურნე - უსტა (ოსტატი) ასრულებს მელოდიას, მეორე მეზურნე - დამქაში მიჰყვება მას გაბმული More…
დასტაგი, დაგი, ლადგი (სვ.) ბიქილა (რაჭ.)
პურის საბეჭდავი ხის ნივთი. განსაკუთრებით კარგადაა შესწავლილი სვანეთის მასალების მიხედვით, სადაც ლადგის ხმარობდნენ სარიტუალო სეფისკვერის დასაბეჭდავად. პირველად ასეთი ნივთი შეუსწავლია და More…
დასტაკილი
დამუშავებული ჩვილი თიხა, ჭურჭლის კედლის ანაფხეკი, რომელსაც მეჭურჭლეები ჭურჭლის დამზადების დროს აგროვებენ. ანაფხეკს ძირითადად ჭურჭლის ყურისათვის ხმარობენ, რადგანაც მაგრად დაზელილი საჭურჭლე More…
დატეხილი კაბა
(აჭარ.) - ქალის შიდა სამოსელი, რომელიც ზუბუნ-ფარაგას პარალელურად მოიხმარებოდა. მასალად იყენებდნენ ნაზ ქსოვილებს - ყანაოზსა და ყუმაშს. ფერებიდან არჩევდნენ წითელს, მწვანეს, ყვითელსა და More…
დაფარნა
„სიწმიდის საფარებელი“ (საბა). საგანგებოდ გამოჭრილი და შეკერილი გადასაფარებელი. დაფარნა სამია: ერთი დიდი და ორი -პატარა. დიდი კვადრატის ან მართკუთხედის ფორმისაა, პატარები-ჯვრის ფორმის. More…
დაღი, დამღა
ერთგვარი ნიშანი, რომელიც ამოიტვიფრებოდა ან ამოიწვებოდა რაიმე ნივთზე ან ცხოველზე მისი პატრონის საკუთრების ნიშნად. ცხენის დადაღვა ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოში, როგორც ცხენის ქურდობის More…
დაშნა
„მოკლე ხმალი, მოკლე საკიდარი“(საბა). დაშნა წარმოადგენს მოკლე, ცალლესურ ხმალს, რომელიც ხანჯალზე დიდია, ხოლო ხმალზე პატარა. დაშნა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, More…
დაჯდა ხელადა
თიხის საღვინე ჭურჭელი. გამოიყენება წყლის მოსატანადაც. იტევს 3-4 ლიტრს. მისი დამზადება მხოლოდ კახეთში სოფ. ბოდბისხევშია დადასტურებული მეჭურჭლე მეკოკიშვილის მიერ. ჭურჭელს სახელწოდება შეერქვა More…
დგიმი, ზინგი (სამეგრ.), ლელჯშარ (სვ.)
ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის („საქსელე“,„სამექსლეო“, „საფეიქრო“, „ოშუალე“, „ლაჯშარ“) ელემენტი. ქსლის გამყოფი და საზედაოს გასავლები. დგიმი მოქსოვილი იყო კედის (კანაფი), ბამბის ან აბრეშუმის More…
დედა ხე
სატივე მორებს შორის შუა ხე, რომელზედაც ორთაყვირს ჭოლოკინია დასმული. =ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = More…
დედაბოძი
დედაბოძი მთლიანი ხისაგან გამოთლილი დიდი, თავფართო სვეტი, ქართული დარბაზული სახლის საყრდენი, რომელსაც ეყრდნობოდა გვირგვინიანი გადახურვა.დედაბოძზე იყო გადებული სახლის განივი კოჭი, თავხე. More…
დედანი (ქართლ.), ლერწამი (რაჭა)
გუდა-სტვირის ნაწილი. მარჯვენა დედანს სამი თვალი აქვს, მარცხენას - ექვსი. გარდა ამისა, მარჯვენა დედანის კუთხეში ამოჭრილია საბანე თვალი. დედნებს დიდგულა ხისაგან ამზადებენ. ხმარობენ ჭერმის ან More…
დედასპური
პურის სახეობა, რომელიც ძირითადად შიდა და ქვემო ქართლში იყო გავრცელებული. გარეგნულად ნახევარმთვარეს წააგავს, ყუა სქელი და პირთხელია. ადრე დედასპურს მახობელას ურევდნენ, რაც პურს სურნელებას More…
დედოფალა
ბავშვის სათამაშო, გართობისა და თამაშისათვის განკუთვნილი. დიდ როლს ასრულებდა ბავშვის ფიზიკური წვრთნისა და სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში. დედოფალაში აირეკლებოდა ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისა More…
დემური
დაბღის იარაღი, ტყავის საფხეკი, ოდნავ მოხრილი, ნამგალივით. აქვს რკინის პირი და ხის ტარი. აქეთ-იქით წაავლებდნენ ორივე ხელს და ისე ფხეკდნენ ტყავს. ლიტ: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური More…
დენთი
ფეთქებადი ნივთიერება. გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღისათვის. კაჟიანი თოფების ეპოქაში (XVI-XVIII), სანამ ტყვიის განვითარება სრულყოფილ დონეს მიაღწევდა (XIX ს-ის I ნახ. უნიტარული ვაზნა) და More…
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9