A B C D E F G H I J K L M N

მა მე მი მნ მო მუ
მო მობ მოგ მოდ მოზ მოი მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოფ მოც მოჰ
selected terms: 197 page 2 of 10
მოდერნისტული
მოდერნიზმისა და მოდერნისტის დამახასიათებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოდერნული
მოდერნთან დაკავშირებული, მოდერნის დამახასიათებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოდილიონი
(modillon; modiglione) კონსოლის სახეობა, ჩვეულებრივ ლათინური ასო S-ის მოყვანილობისა; იჭერს კარნიზის გარეთ გამოწეულ ნაწილს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოდიუსი
(modius) თხევად და ფხვიერ ნივთიერებათა საწყაო; გავრცელებული იყო ძველად; რომში უდრიდა დაახლოებით 9 ლიტრს, არაბეთში - დაახლ. 40 ლიტრს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოდიფიკატორი
მოწყობილობა, რომელიც ცვლის მანქანის მუშაობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოდიფიკაცია
(modification) 1. საგნის ან მოვლენის ისეთი სახეცვლილება, რომელიც არ ეხება მის არსს ( ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე მოდიფიცირება). 2. ასეთი სახეცვლილების შედეგად მიღებული საგანი ან მოვლენა More…
მოდულატორი
მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს რხევათა მოდულაციის პროცესს; იყენებენ რადიოგადაცემებში, კინოაპარატებში და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოდულაცია და მოდულირება
(modulatio) "მწყობრობა", "სიმწყობრე" 1. მუს. ერთი ტონალობიდან მეორეზე გადასვლა; ბგერის სიმაღლის შეცვლა. 2.ფიზ. მაღალი სიხშირის რხევათა შეცვლა უფრო დაბალი სიხშირის More…
მოდული
(modulus) "ზომა" 1. ზუსტ მეცნიერებაში ზოგიერთი კოეფიციენტის სახელწოდება; მსახვარი. 2. მათემ. რიცხვი, რომელზედაც უნდა გავამრავლოთ ერთი სისტემის ლოგარითმი მეორე სისტემის ლოგარითმის More…
მოდური
1. მოდასთან დაკავშირებული. 2. რაც გარკვეული დრიოს განმავლობაში არის საყოველთაოდ აღიარებული და წარმატებით სარგებლობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოდუს ვივენდი
(modus vivendi) 1. ცხოვრების წესი; არსებობის საშუალება. 2. პირობები, რომლებიც ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის დროებით მაინც იძლევა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობის საშუალებას. =უცხო More…
მოდუსი
(modus) "ზომა"; "ხერხი"; "სახე"1.ლოგ. აზროვნების ნაირსახეობა;2.ფილოს. საგნის გარდამავალი, არამუდმივი მდგომარეობა ან თვისება;3. რისამე წესი, ხერხი. =უცხო More…
მოზაიკა
(mosaïque) 1. სურათი ან სახე, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და More…
მოზაისტი
მოზაიკის ოსტატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოირები
(Moira (მხ.)) 1. ბერძნ.მით. ბედისწერის სამი ქალღმერთი, ზევსისა და თემიდას შვილები; წარმოდგენილი ჰყავდათ მოხუც დედაკაცებად (რომაულ მითოლოგიაში მათ შეესაბამებიან პარკები). 2. მხ. მოირა - More…
მოკასინი
(moccasin ) ამერ. ნადირის ტყავის რბილი ფეხსაცმელი, ხშირად მძივებითა და მაჩვზღარბის ეკლებით შემკული; იცვამენ ჩრდილოეთამერიკელი ინდიელები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოკიკი
გაუმჯობესებელი მოპედი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოკო
გეოგრ. სახ. წვრილმარცვლოვანი ყავა კარგი ხარისხისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოლა
(maulā) "ბატონი" მუსლიმანთა რელიგიური კულტის მსახური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მოლბერტი
(мольберт; Malbrett) საყრდენი (ჩვეულებრივ სამფეხა), რომელზედაც მხატვარი ათავსებს ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოს მუშაობის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9