და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
selected terms: 617 page 3 of 31
დაბილბითება
ტყუილად დაიმედება. =„მაგამ დამაბილბითა – მე გაგიკეთამო და ხო ხედამ ახლა?“; „კაცი არ’ნა დააბილბითო, როიცა არ შეგეძლო, რათ პირდებოდი?!“ =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. More…
დაბლადუნომს
უხეიროდ, უშნოდ დადის. =„ყოველდღე ასე დაბლადუნომს, თითონაც არ იცის რაზე დადის“. See also: ბლადუნი =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: More…
დაბლანდვა
შორი-შორს, ცუდად შეკერვა. დაბლანდილი – უშნოდ, ცუდად შეკერილი. =„ისრე დაუბლანდია ხალათი, რო არ ჩაიცმევა“. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - More…
დაბლითა
(მაღლითა) რაც დაბლაა. =„აეს დაბლითა ქვა აიღე!“ =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
დაბლნარი
მაღლობებს შორის დაბალი ადგილი. =„ხო ხედამ რაგორი ქარი ქრის, ეიმ დაბლნარში ჩარეკე ცხვარი“. ◊ ტყე ან ნარგავი დაბალი ტანის. „ჭობარეთში დაბლნარი ტყეა, დაბალი გაბუჩქული ხეები More…
დაბოლება
ბოლის დაყენება. =„როიცა ფუტკრის გასინჯა გინდა, ჯერ ფუქსით უნა დაუბოლო, რო ფუტკარი დაბუჟდეს და ვეღარ გიკბინოს“. ◊ დაჭიმული თოკის, ჯაჭვის თუ სხვა ამგვარის მოშვება. „ხარებ უკან More…
დაბოლოვება
დამთავრება, მოთავება. =„ეს საქმეც დავაბოლოვე“. ◊ ურმის ბოლოსაკენ გადახრა-გადაძლევა. აბოლოვება „თავსუბუქია ურემი, ცოტა წინ დაუდე, თორე დაბოლოვდება აღმართში“. ჯავახური More…
დაბორიალება
ვინც ან რამაც ბორიალი დაიწყო: ადამიანი, პირუტყვი, ქარი. =„მგლისაგან შეშინებული ცხვარი დაბორიალდა“. ; „დაბორიალდა ქარი და მიწა-მტვერი თუ ხმელი ბალახი მაღლა აიტანა“. See also: More…
დაბოშება
რაიმე შემოჭერილის მოშვება. დალაღება. =„ე ქამარი ცოტა დაიბოშე, რო ეგრე გიჭერს“.; „ეს კაბა მოჭერილიც მქონდა ტანზე, ეხლა გავხდი და ასრე დამიბოშდა“. See also: ბოში =ჯავახური ლექსიკონი More…
დაბოჭვა
ვინმეს ხელით, თოკით ან სხვა რაიმეთი შეკვრა, შებოჭვა. =„იმან ისრე დაბოჭა, რო გასაძრისობა არ მისცა“. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: More…
დაბრაგუნება
დარტყმით, დაცემით ხმის გამოცემა. ბრაგუნი, ბრაგა-ბრუგი. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
დაბრაგუნომს
უსაქმოდ დადის. =„რა’ნა უთხრა, იეგრე უთავბოლოდ დაბრაგუნომს“. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 More…
დაბრანძული
დახეულ-დაგლეჯილ სამოსიანი. =„მათხოვრისებრ დაბრანძული დადის“. See also: ბრანძი =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, More…
დაბრჯღვნა, დაბჯღვნა
ძლიერად დაკაწვრა ბრჭყალებით, დათხრა-დაფხოჭვნა. ◊ ძლიერი ტკივილი. ღრნა. „წეღან ცოტათი არა მიშამდა, იეხლა ძიენ დამბჯღნა“. ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ More…
დაბუბვნა
ჭიდაობით აქცევს, ან თოვლში ძლივსძლივობით იკვალავს გზას, ქელავს. =„ნახე, ნახე, დათვისავით არ დაბუბნა“. ; „ამტენა თოვლი დაბუბნა სულ და ისრე მოვიდა“. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი More…
დაბუზარავება
(ადამიანზე უცბად რომ გაიქცევა) ბუზისაგან შეწუხებული საქონლის გაქცევა. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 More…
დაბუჟუჟება
რაიმე გამხმარის გაჟივება. „შეჭამანდში პური ჩავყარე და ისრე ლამაზათ დაბუჟუჟდა რო“. დაბუჟუჟებული – გაჟივებული. See also: გაბუჟბუჟება =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. More…
დაბურდვა
რაც ბურდოსავით გახდება (მატყლი, თივა). დაბურდული – ბურდოსავით გამხდარი. =„გაჩეჩილი მატყლი მქონდა, ვეღარ დავართი და სუ დაბურდულა“. See also: ბურდო, კვირტი =ჯავახური ლექსიკონი / More…
დაბურვა
დახურვა. =„სახლი დაბურა“. „თავი დაიბურე!“ =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
დაბუჯგვა
ბუჯგად, გროვად ჩაყრა ან დათესვა. =„წიწმატ რო ვთესამთ, დავბუჯგამთ ხომე“. See also: ბუჯგი =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა More…
ჯავახური ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9