ქა ქე ქვ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქუე ქუჱ
selected terms: 21 page 1 of 2
ქუე(დ)-მდებარე
(ὑποκείμενον τό) სუბიექტი, სუბსტანცია =სათანადო არს უკუე ცნობად, ვითარმედ ორ-სახედ ითქუმის ქუედმდებარე: ერთი ვიდრემე მყოფობით, ხოლო სხუაჲ იგი შესმენით (დამასკ., დიალ., არს., 10,1); რამეთუ More…
ქუე(დ)-მდებარის-შინა-ჲ
(ἐν ὑποκειμένῳ) =ითქუმის შემთხუევითიცა ქუედმდებარისშინად არსებისად (დამასკ., დიალ., 10,2, არს.) = ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული More…
ქუე-დავრდომა-ჲ
(καταπίπτω) =იზრდებოდა… აღმვლდოლვითა, ხოლო ქუედავრდომითა (καταπίπτων) კუალად (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ.,. S 404,2I) = ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის More…
ქუე-დავრდომადი
(καταπίπτω) ქვემოთ დაცემული =ესევითარი არს მკალი… ამის შემდგომად ქუედავრდომადი (καταπίπτων) (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ.,. S 404,4I) = ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური More…
ქუე-წარწერა-ჲ
(ὑπογραφή ἡ) არაძირითადი ნიშნებით აღწერა =აღიტყჳს… წარწერაჲ აჩრდილისწერასა, რომლისათჳსცა ქუეწარწერად ითქუმის (ამონ., ტარიჭ., 45,6) = ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური More…
ქუე-წინა-მდებარე
(ὑποκείμενον τό) ქვემდებარე, სუბიექტი =ხოლო კერძოობითსა თუ ნუუკუე შეემსგავსოს ესე... იქმნების ქუეწინამდებარე ოდესმე უკუე ღრამმატიკოსობითისა, ხოლო ოდესმე მკურნალობითისა (ამონ., ტარიჭ., More…
ქუედ-დება
(ὑποκείμαι) =ქუედ ძეს ვიდრემე სული (ამონ., ტარიჭ., 7,2) = ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented More…
ქუედ-მდებარეობა-ჲ
(ὑποκείμενον τό) =სიტყუაჲ ჩუენი… არა ყოვლად ყოვლითურთ სხუაჲ არს, თჳნიერ გონებისა, არამედ ბუნებით ერთად მყოფი მის თანა, სხუაჲ არს ქუედმდებარეობით (დამასკ., გარდ., 43, არს.); More…
ქუელის-მოქმედება-ჲ
(εὐπραγία ἡ) =რაჟამს მწუხარებად თჳსსა უნუგეშინისცემოდ დაიდვის ქუელისმოქმედება სხუათა (გრ. ნეოკეს., ეკლ., ეფრ., A 292, 323v); – εὐθυμία ἡ – მრწამს დიდად კეთილად კაცთა ყოფად More…
ქუემდებარის-შორის-ი
(ἐν ὑποκειμένῳ) =ითქუმის… შემთხუევითი ქუემდებარისაშორის მით, რამეთუ მოქენე არს სხჳსა ვისმე ქუემდებარისა შესადგომლად (ამონ., ტარიჭ., 116,25); ქუემდებარისაშორისად შეისმინებიან არსებანი More…
ქუენა-კერძო
(κάτω) ქვემო =ქუენა-კერძო რაჲ ესე ბუნებაჲ შეიმკო (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VIII, 11); ; ქუენა-კერძო სიმრგულე – ὁ ὑποκέιμενος κύκλος – მოვლო ცეცხლმან ქუენა-კერძო იგი სიმრგულე (ნოს., More…
ქუენა-ჲ
(ὑποκάτω; ლოგიკ. ) გვარსახეობრივ მიმართებაში კონკრეტული, ქვედა =უჴმს ზენათა ვიდრემე შესმენაჲ ქუენათაჲ (ამონ., ტარიჭ., 37,27); – τὸ κάτω – ზენაჲ და ქუენაჲ ორსახე არს, რამეთუ ანუ ჩუენდა More…
ქუესკნელი
(χάος τό) =დავანთქნე ქუჱსკნელად ქვანი მისნი (თტე., მიქ., გელ., 1,6, K 1, 391v) = ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old More…
ქუეყანა-ჲ
(γῆ ἡ) მიწა, ერთი 4 ელემენტთაგანი =ქუეყანაჲ ერთი არს ოთხთა ნივთთაგანი, ჴმელი და გრილი და მძიმე და უძრავი, არამყოფობისაგან ყოფად პირველსა დღესა მოყვანებული ღმრთისაგან (დამასკ., გარდ., 100, More…
ქუეყანიერ-ი
(ἀνάπαυσιν τῆς ἀπογεωθείσης) მიწიერი =[იგინი] ...არცა ერთსა რას განსუენებასა ქუეყანიერსა არსებისა მათისათჳს მოიპოებენ (სტით., სომხ. წვალ., IV,19, არს.) = ძველქართულ-ძველბერძნული More…
ქუეყანის-მზომელობა-ჲ
(γεωμετρία ἡ) ფილოსოფიური დისციპლინა, გეომეტრია =დასასწავლელობითი განიწვალების ოთხად: ქუეყანისმზომელობისა მიმართ, ვარსკულავთმრიცხუველობისა... (ამონ., ტარიჭ., 14,4); ; ქუეყანისმზომელობითი More…
ქუეყანის-შორისნი
(περὶ γῆν) მიწიერნი =რაჲც-რაჲვე იყოს ქუეყანისშორისთაჲ მომმარჯუე ზიარებასა მათსა [ღმრთებრივთა ერთთა], მსწრაფლ წარმოუდგებიან მათ (პრ., კავშ., პეტრ., 141; 86.4-6; D.§140) = More…
ქუეშ-განწალება
(ὑποδιαιρέω; ლოგიკ. ) ცნების დაყოფა =კუალად ქუჱშგანაწვალებს უტყუსა: მორჩილად სიტყჳსა და ურჩადცა სიტყჳსა (ნემეს., პეტრ., 95, 3-5) = ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური More…
ქუეშ-განწალება-ჲ
(ύποδιαίρεσις ἡ; ლოგიკ. ) =ქუეშგანწვალებაჲ არს ეგერა განწვალებულისა საქმისა კერძოდ, ესე იგი არს სახისა, განკუეთაჲ (ამონ., ტარიჭ., 11,9) = ძველქართულ-ძველბერძნული More…
ქუეშე სოფელ-ი
(ἡ κάτα χώρα) ხილული სამყარო, შუასკნელი =ესევითარი-იგი შემდგომებაჲ ნათლისა და ბნელისაჲ სწორითა ჟამითა განიწვალა ქუეშესა ამას სოფელსა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III, 5) = More…
ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9