A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
selected terms: 123 page 4 of 7
კერიგმა
(ბერძ. სიტყვასიტყვით „გამოცხადება“, „დამოწმება“) (Kerygma) სახარებისეული უწყების საფუძველმდები არსის გავრცელება („იესო ქრისტე მოკვდა და მკვდრეთით აღდგა“), რომელსაც ეკლესია ღმრთაებრივი მისიის More…
კერპთაყვანისცემლობა
(ბერძ. éidolon „კერპი“ + latría (ზმნიდან latreúein „მსახურება“) სიტყვასიტყვით: საკულტო მსახურება და, მაშასადამე, გამოსახულებათა თაყვანისცემა) (Idolatria) ამ ტერმინით აღინიშნება ნებისმიერი More…
კერპი
(ბერძ. éidolon „გამოსახულება“, შემდეგ ლათ. idolum) (Idolo) საგანი, გამოსახულება თუ ხატება, რომელსაც ღმრთაებრივ თვისებებსა და უნარებს მიაწერენ და ეთაყვანებიან. =პეტროზილო, პიერო. More…
კვაკერები
(ინგლ. quake „კანკალი“) (Quaccheri) XVII საუკუნის შუა წლებში აღმოცენებული მისტიკურ-ენთუზიასტური მიმართულების პროტესტანტური სექტა. მისი დამაარსებელი, მოუსვენარი ბუნების მქონე მეწაღე, რელიგიური More…
კვატროდეციმანები
(გვიანლათ. quartodecimani, ნაწარმოებია სიტყვიდან quartodecimus „მეთოთხმეტე“) (Quartodecimani) ასე ეწოდათ მცირე აზიის იმ ქრისტიანებს, რომლებიც, ებრაული კალენდრის თანახმად, აღდგომას ნისანის More…
კვიეტიზმი
(ლათ. quietus, სიტყვიდან quies „სიმშვიდე“) (Quietismo) მისტიკურ-რელიგიური კონცეპცია, რომელიც ღმერთთან ერთიანობის მიღწევას ესწრაფვის სრული პასიურობისა და მჭვრეტელობის გზით, რასაც ადამიანის More…
კვირადღე
(ლათ. dominica (dies), რაც წარმოადგენს თარგმანს ბერძნული ფრაზისა kyriaké heméra „უფლის დღე“) (Domenica) უფლის მკვდრეთით აღდგომის დღე, რის გამოც ის პირველსაწყის დღესასწაულად და ლიტურგიული წლის More…
კვირადღე თეთრებში
See also: Domenica in albis =პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, More…
კიასი
(არაბ. „ანალოგია“) (Qiyas) ერთ-ერთი ისლამური კანონის ოთხ წყაროთაგან (ყურანთან, სუნასთან და იჯმასთან ერთად). საფუძვლად უდევს ყურანსა და სუნაში გადმოცემულ მონაცემთა შესახებ ანალოგიის მეთოდით More…
კიდობანი
(ებრ. ‘aron „ყუთი“) (arca) ცნობილია:ა) აღთქმის კიდობანი: აკაციის ხისაგან გამოთლილი და ოქროთი მოვარაყებული მართკუთხა სკივრი. სავარაუდოდ, მისი სიგრძე იყო დაახლ. 112 სმ, სიგანე და სიმაღლე კი - More…
კიპური
(ებრ. აღნიშნავს „გამოსყიდვას“) (Kippur) შემოდგომის დღესასწაული, რომელსაც ტისრის თვეში (სექტემბერ-ოქტომბერი) აღნიშნავდნენ ბრალთაგან განსაწმედად: უმაღლესი მღვდელმსახური შედიოდა წმიდათა წმიდაში More…
კირიალი
(ბერძ. Kyrios „უფალი“) (Kyriale) წიგნი, რომელიც შეიცავს წირვის უცვლელ საგალობლებს. ესენია:„უფალო, შეგვიწყალენ“ (Kyrie),„დიდება მაღალთა შინა“ (Gloria),„მრწამს ერთი ღმერთი“ (Credo),„წმიდა არს“ More…
კირიე ელეისონ
(Kyrie eleison) See also: „უფალო, შეგვიწყალენ“ =პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა More…
კირიოს
(ბერძ. „უფალი“, „ბატონი“) (Kyrios) ძველ აღთქმაში გამოიყენებოდა იაჰვეს წარმოუთქმელი სახელის შესაცვლელად, ახალ აღთქმაში კი იქცა ტერმინად, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული საკრებულო გამოხატავს More…
კიურე
(Curato; curatus) მღვდელმსახური, რომელსაც სულებზე ზრუნვა აქვს მინდობილი. ტერმინი შუა საუკუნეებში წარმოიშვა, გაცილებით ადრე, ვიდრე „პაროკოსი“ (მოძღვარი). See also: წინამძღვარნი More…
კლარელნი
(ნაწარმოები ფორმა სახელიდან – კლარა) (Clarisse) წმიდა კლარასა და წმიდა ფრანცისკე ასიზელის მიერ 1212- 1214 წლებში დაარსებული ფრანცისკული „მეორე ორდენის“ ანუ ქალთა რელიგიური ორდენის მოწესე More…
კლარეტელნი
(Claretiani) რელიგიური კონგრეგაცია, დაარსებული მისიონერის, შემდგომში სანტიაგო დი კუბას მთავარეპისკოპოსის, ანტონიო მარია კლარეტ ი კლარას მიერ (1807-1870, კანონიზაცია მოხდა 1950 წელს). 1849 More…
კლაუზურა
(ლათ. ზმნიდან claudere „დახურვა“, „ჩაკეტვა“) (Clausura) აღნიშნავს როგორც კანონიკურ ნორმას, რომელიც განსაზღვრავს სამოწესეო დაწესებულებებში უცხო პირთა შესვლისა და იქ მცხოვრებთა გარეთ გამოსვლის More…
კლერიკალიზმი
(ნაწარმოებია სიტყვიდან clericalis „სასულიერო, საეკლესიო“) (Clericalismo) თავდაპირველად ტერმინს პოლემიკური მნიშვნელობა ჰქონდა და გმობდა სასულიერო პირთა იმ ინიციატივებს, რომლებიც უშუალოდ More…
კლერჯიმენი
(ინგლ. სიტყვასიტყვით „სამღვდელოების წარმომადგენელი“) (Clergyman) შავი ან რუხი ფერის სამოსი, რომელსაც სხვადასხვა რელიგიური კონფესიის კულტის მსახური ატარებს. შედგება ქურთუკისა და შარვლისგან, More…
ქრისტიანობის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9