- <

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს, მკვლევრებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მთარგმნელებს, მკითხველთა ფართო წრეს. გამოცემა მნიშვნელოვანი შენაძენია მათთვის, ვისაც ამ ენების საფუძვლიანად შესწავლა სურს. გამოყენებულია ოსური ენის ორთოგრაფიული ლექსიკონები და მეთოდური ლიტერატურა.

ოსური და ქართული ენების სპეციფიკის გათვალისწინებით, ლექსიკონებს დაერთო ოსური და ქართული ენების გრამატიკული მიმოხილვები: წიგნს ერთვის აკად. ვ. აბაევის ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი (შემოკლებული ვარიანტი); ასევე მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურად ამ გამოცემისთვის დაიწერა ქართული ენის გრამატიკული ნარკვევი (აკად. ა. არაბული). ლექსიკონებს ერთვის აკად. ნ. ჯუსოითის წინასიტყვაობა; ასევე – ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების გამოყენების წესები, ოსური და ქართული ანბანები (ტრანსკრიფციით), შემოკლებათა განმარტებები, გრაფიკული ნიშნების განმარტებები და სხვა სამეცნიერო აპარატურა.

ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორ-შემდგენლებს.

წყარო: ქართულ-ოსური ლექსიკონი = Гуырдзиаг-ирон дзырдуат; Ирон-гуырдзиаг дзырдуат = ოსურ-ქართული ლექსიკონი/ მთ. რედაქტორი ნაირა ბეპიევი; რედაქტორები: ნაფი ჯუსოითი, თამერლან გურიევი, ავთანდილ არაბული, ნინო პოპიაშვილი. თბილისი: უნივერსალი, 2016

მიმდინარეობს ლექსიკონის შევსება ...


The number of terms: 12,836
Pages: 642 (Browse) — Contents
Last modified: 13 September 2024

Recently added

1მოიტაცებ-ს13 September 2024
2მოიტან-ს13 September 2024
3მოისხამ-ს13 September 2024
4მოისუფთავებ-ს13 September 2024
5მოისმენ-ს13 September 2024
6მოირტყამ-ს13 September 2024
7მოირბენ-ს13 September 2024
8მოიპოვებ-ს13 September 2024
9მოიპარავ-ს13 September 2024
10მოინდომებ-ს13 September 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9