ლექსიკონი "თვალადური ქართული ჭაშნიკი" ლექსიკონში "თვალადური ქართული ჭაშნიკი" შესულია აღმოსავლეთ საქართველოს სოფელ თვალადის მინდვრებში, ორღობეებსა თუ წისქვილებში წარმოთქმული სიტყვები და გამოთქმები. გამოცემაში გარდა "ცნობილი სიტყვებისა", შეტანილია ის იშვიათი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც, ავტორის თქმით, სხვა ლექსიკონებში არ გვხვდება, ან განსხვავებული მნიშვნელობით არის ახსნილი, ან ავსებს სიტყვის მნიშვნელობის დადგენას. შეტანილია ე. წ. არქაული სიტყვებიც, რომლებიც დღევანდელ სალიტერატურო ენაში აღარ ისმის, ქართლურში კი ყოველდღიურად გამოიყენება. ლექსიკონში განუმარტავადაა შეტანილი გაუგებარი სიტყვები. ეს სიტყვები და გამოთქმები უმთავრესად ქართული ფოლკლორიდან არის ამოღებული. გამოცემაში ასევე გვხვდება რამდენიმე ისეთი სიტყვა, რომელიც სოფელ თვალადში ძირეულად არ ითვლება, მაგრამ საუბარში ისმის როგორც უკვე შეთვისებული და ამ მხრივ დღევანდელ მეტყველებას ახასიათებს. ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს. წყარო: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4 : წერილები ; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ..
|
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |