The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს

***

ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს

და მე ბაღიდან ახ ვბრუნდები.

ალბად ეს გრძნობა მალე დამახრჩობს,

იგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები.

და მოლოდინიც სცადეს თვალებმა,

მოვარდა ქარი და სული მიჰყავს.

და ახლა სადღაც შორს იმალება

ქალი, რომელიც მე ასე მიყვარს.

და იყო სევდის გულზე დასევა,

ყვავილებია და კვლავ სიშორე.

და მიხარია, დღეს რომ ასე ვარ,

და მიხარია, რომ ვარ მდუმარე.