The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ისევ ვიგონებ შორეულ წამებს

***

ისევ ვიგონებ შორეულ წამებს,

ვიგონებ ცისფერ ფიქრების გროვას.

და ღამე, ღამე; და ღამე, ღამე.

და გლო, გლო; და გლოვა, გლოვა.

ხსოვნა დარჩება და დღენი წავლენ,

უხილავია ალბათ ხილულშიც.

მზე - მწვავე, მწვავე; მზე - მწვავე, მწვავე.

ცა - ურჯი, ურჯი; ცა - ლურჯი, ლურჯი.