The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ჩემთ მეგობართ

ეგობარ

აბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ

და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ,

არ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი

და შეუპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.

აჰყევით სოფელს, შეურჩენელს და მომღერალსა,

ნუ მოარიდბთ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა!

სასაცილოა, ბერი კაცი რომ ყმაწვილობდეს,

და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!

მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,

რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!

მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა,

კისრად ტვირთება წუთის-სოფლის მძიმე ზრუნვათა.

ოდეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილას მას ნელს

და ცრუ სოფელი სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს!

მხოლოდ ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ ესე თათბირი,

მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი მაქვს ეს გულის ჭირი:

ეემსჭვალოთ მოკისკასეს, კეკელა ქალსა,

სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!

აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმულებს,

ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს!

1841 .