The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ჩემი იადგარი

ჩემი იადარი

რაც გულის ძგერამ გამოსცა,

დარჩება შეუსმინარ?

რაც გულის ქურამ გამოსწვა

ზურმუხტ ოცნების მინარი,

ნუ თუ არ დაიელვარებს?..

რთ გულს ვერ დავწვავ მაინცა?

აჟღერდი, ლექსო, მღელვარე,

მიშველე შენსა რაინდსა!

ავკაბიანი მზრდიდა ,

გუთანი ტრედა ხარისა,

რაც მათი ღვაწლით ვიწამე,

კაცად მან ამაარისხა!

მე მახსოვს დედის თავშალი,

ზედ ქვეყნის გული ეხატა,

იმ გულს ვდარაჯობ ჯავშანით,

სიტყვა გავხადე ვეფხვადა!

სამშობლოვ, ვსუნთავთ რთ სუნთქვით,

ერთ ეცხლის ალზე ვიწვებით,

ყოველ კალაზე, მე თუ ვთქვი,

ლექსად შენ ამოიწები!

შენ ოგიწყურე წყურვილით

და შენ, სამშობლოს იაო,

შენი სპეტაკი სურნელი,

გთხოვ, გულზე დამინიაო!

ქართლო, ხმას შენთვის დავრკავ,

შენი ფუძნარის ძალებით;

მე გულით გულზე დაგეკარ,

მე შენ არ დაგეცალები!

შენი ნაჟური წვეთი ვარ

შენი ძუძუს ნაცვარი;

შენ დაგიბრნდეს ერთიან,

შენგან ნაწოვ რაც არი,

ჩემი ოცნების ღვენთია

ეს მწირი ნამოღვაწარი!