The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ტრაგედია უგმიროთ

ტრაგედია უგმიროთ

შეუგნებლად დაერიდა ბავშების სივილს - გაიდა ქოხიდან... გადიარა ეზო... უგზო-უკვლოთ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი იქრიც არ ჩნდებოდა თავში... ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდენ ნაპერწკალივით: ჭადი“...ბავშები“... ხარი“... ისევ ადგა, ჯერ შარაგზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღამაც. მობრუნდა.

- გუშინწინ რომ მთხო ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გიზიარ... ოღონდ არ დამღუპო - იმ პარასკევ უნ დამიბრუნო.

- მომეცი! - მოკლეთ მოუჭრა და ღობეს მიადგა.

- ამ ტოპსიკას ნუ გამომიგზავნი. მე თვითონ წამოიღებ...

ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა.

- რა დაგემართა, კაცო?

- არაფერი!

- ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ენკენაც მოიხედა...

ნელა შემობრუნდა, უხმოთ მოშორდა მოხუც დედაკაცს - თავის ნათლიას, რომელიც გულში ფიქრობდა: შენი მტერია, ეს ნახევარი ჯამი ფქვილი კი დავკარგე... მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს... რას უშველის, საწყალს, ნახევარი ჯამი?.. ეხ, ღმერთო, ღმერთო!

**

- მამა, ფქვილი მოიტანე? - ახრიალდენ ბავშები.

- გვაჭმევ?

- კი, შვილო, კი, ბიჭო, - ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.

ბავშებს უთქმელათ მოჰქონდათ ფიჩხი, ანთებდენ ცეცხლს, აწყობდენ და ასწორებდენ კეცებს.

მამამ წუთში მოზილა ცომი და გავარვარებულ კეცებს დააკრა; ბავშების უთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდი მათი თავიდან მოშორება.

- აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოლა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით - ბევრი აქ, მოგცემთ...

ბავშები გაიქცენ.

ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და გასასინჯათლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...

მეორე ლუკმა...

სწავ ენას და მაინც სჭამდა.

ბავშები შემოვარდენ.

- მომეცი, მამა!..

- მეც!..

- გადით, თქვე გასაწყვეტლებო!

- მამა, მამა!!..

- მამა, ერთი ლუკმა!

ბავშები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:

- მამა, ამე!

ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა... გადაიდა ტერში... მიწ... კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, ალგახილული, მთვლემარი.

წამოიწია, დაჯდა.

ბავშების სივილი მოაგონდა...

მე შევჭამე....

ბავშებს არაფერი აჭამე...

ღმერთო, რა მომივიდა?..

სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი თუ დაიხოცენ...

ადგა, მივიდა ბავშებთან...

გადაბელილი ბჟოლის ძირში მიგდებულიყვენ... ეძინათ... მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!.

უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა, ჩააჩერდა მამას.

- მამა!.. - წყნარათ დაიწყო ბავშმა.

- რა, შვილო? - ნაზათ უპასუხა.

- მთლად შეჭამე?

- !!

- მამა, ცოტა იქნება დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა, არ გაგამხელ...

მამას ზლუქუნი წასკდა.

პატარა ბავშსაც გაეღვიძა მშია“-„მშიასძახილით.

მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო და...

კეთილი ერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა... ინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!

- რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხჩო თავი ამ ოჯახქორმა! - ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობლი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა...

1922 წ.