The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
სამრეკლო უდაბნოში

სამრეკლო უდაბნოში

ზღაპრების თეთრი კვამლით

ქალთა სუნთქვაში დაფარული

ყვავილთა სუნი.

ოჰ! მე მომესმის შეყვარებულ

წამწამთ კანკალი

და მიყვარს ქარი!

თან ფოლადივით ცივი სიტყვებით

ვეტყოდი ყველას:

იანვრის თოვლი, იანვრის თოვლი

აჭკნობს ჩემს სულში ნაადრევ იებს.

და ჩემი სული, როგორც სამრეკლო,

სწუხს:

ცოდვილ ხელებს,

დაფარულ ცოდვებს,

დამალულ ღალატს,

ნაზი ფრჩხილების გრძელ ზაბახებს.

სწუხს:

სხვაგვარ ცრემლებს.

თეთრ ბეჭდების თვლებს -

შიშველს, თეთრ ყვავილს...

სწუხს ჩემი სული - ვით სამრეკლო

ცის უდაბნოში.