The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
დაღამდება ტყეში ოდეს

დაღამება ტყეში ოდეს…

დაღამდება ტყეში ოდეს,

ქარი ფოთლებს აურევს.

იმ მდინარის გეშინოდეს,

რომელიც არ ხმაურობს.

მას ფოთლები აოქროვებს,

ვით ყვავილი ნაოშებს,

წვეთწვეთობით წყალს აგროვებს,

ნიაღვრებად გაუშვებს.

დაიძვრება გზა ზვირთული,

როგორც მძიმე ხეხილი -

ნაყოფებით დატვირთული,

ქარით გადაზნექილი.

1918