რას შესცქერ, ძმაო, ფანჯარაში მდიდრის ქულაჯას,
არა ჰგავს განა კონკათ ქცეულს შენ ძველ ფარაჯას?
შენ გააკეთე, შენ შეჰქმენი, ძმაო, ეგ ფარჩა,
მაგრამ რაღაცა მანქანებით შენ კი არ დაგრჩა!
ის სხვამ წაიღო, შენ გარგუნეს ეგ კონკის ძველა,
ასე რათ ჰხდება?! ჰკითხე შენ თავს მაინც ერთხელა!