The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
შინმოუსვლელო, სადა ხარ

შინმოუსვლელო, სადა ხარ?

შინმოუსვლელო, სადა ხარ,

შენ ხომ თბილისი გიყვარდა?

სად ლპება შენი ქოჩორი,

თვალი სად ამოგიღამდა?

თბილისში ვარდი აყვავდა,

შენ სად არჩიე დარჩენა?

ნეტავი წამოგახედა,

მთაწმინდა კიდევ გაჩვენა!

შორი გამხდარა სავალი,

რამდენიც გინდა იარო;

აღარც ჩანხარ და ვერც მოვალ,

მხედარო გულნატყვიარო!

პირს დაგრჩენია ღიმილი

სამშობლოს მოგონებისა,

კიდევ თუ გესმის მტკვარის ხმა,

გუგუნი ქართლის მთების?

მინდვრის შამბნარმა დასუდრა

შენი ობოლი საფლავი;

თმაგადაშლილი ლივით

დაგაბრწყინდება ვარსკვლავი!

დედის ცრემლების სანაცვლოდ

გასველებს ღამის ნაწვიმი,

ნაქროლი საქართველოდან,

ფრთას დაგაბერტყავს არწივი!

თვალში გვაკლიხარ, სადა ხარ,

შენ ხომ თბილისი გიყვარდ?

შენი ქართული მარჯვენა

სა ჩაიშა თიხადა?

მიჰყავდი იერიშებზე

სამშობლოს, ვინც შენ დაგბადა,

ედის ჩაქს და ყრმის აკვანს,

საფლავებს მამა-პაპათა.

ცეცხლით ნადუღა გრიალში

დაცი გმირი გულარი;

და ახ უმ შრიალებ

ნს სამარ ბუჩქნა...

მაგრამ უეცრივ მაშხლები

ვარდისფრად აფეთქდებიან

და ქალაქებ თავდახრით

ნს წი სალამში ებიან;

დაგბაასობენ გუგუნში

ალერსიანი მადლობით,

რომ დაუბრუნე სიცოცხლე

ნართმევი უსამართლობით.

სისხლით სიცოცხლის მიმცემი,

სიკვდილის უბეს სცილდები,

გმირო, დამხსნელო, ჩვენ შორის

მზესავით განაწილდები,―

რომ უფრო მეტად ნათობდეს

შენი სამშობლოს დიდება,

მზე გმირის ხმალზე მბრწყინავი

არასდროს დაიბინდებ!