The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ჩვენი მიზანი

ლიტერატურული წერილები

ვენი მიზანი

შეიძლება ამ პირველ ნომერ გაზეთით ჩვენ სავსებით შევძლოთ ნაკისრი მოვალეობის პირნათლად შესრულება და მკითხველ საზოგადოების დაკმაყოფილება; მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმ ახლად დაარსებულ წრის უახლოესი მიზანია ძიება ახალი გზის და ახალი მიმართულებისა ხელოვნებაში, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში წმინდა ხელოვნების აღორძინებას. დღეს, როდესაც პოლიტიკური ცხოვრების მაჯისცემა ეგ მაგრათ სცემს და ყოველდღიურ წვრილმან საკითხებში ჩაფლულია ადამიანის გონება, სწორედ დღეს არის საჭირო, რომ ხელოვნების ცხოველმა შუქმა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ეშმარიტებისა. უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათა მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი. ეს მიზანია, ჩვენ რომ გვაბედვინებს მკითხველი საზოგადოების წინაშე წარდგომას. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პირველ ნაბიჯს სასტიკი მსაჯივით არ შეხვდება ქართველი საზოგადოება.