The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გაბაასება კაცისა და სოფლისა

გაბაასება კაცისა და სოფლისა

ეს ერთი პირველი ლექსი დავით მამუკაშვილს ჯაფარიძეთქვა სოფელზედ აშთარხანს. ამას ქვეითი სოფლისა და კაცის გაბაასება ამ ერთმან ლექსმან მოახდინა. ასრე არის ყოვლისფერის, კარგისა თუ ავის, საქმისა ორისავ მიზეზი: პირველ ასრე ცოტათ იწყების და შემდგომად ასრე განმრავლდების!

თქვეს, ჩარხი სოფლის სიმუხთლის სამუდმოდ არის მბრუნავი,

ლხინს მოგვცემს, ირი გვერთს ახლავს, ხან შვება, ხან საჭმუნავი,

ნურვინ სდევ, ვერვინ მისწვდები, ცხენი გყავს, ანუ თუ ნავი,

თქმულა, რომ: არვინ დარჩება ბოლომდინ მოუმდურავი.

აქა იწყების შესავალი

1

დავით, უძრახეს სოფელსა, სხვათ ბრძენთა შენც აგიტანეს,

მე არ ვემდურვი, მაგრამე მგონია მეც დამიტანეს;

ვის ავი უყო, ან კარგი არცერთმან არ გაიტანეს,

ამად ჰკიცხვენ და ჰბასრობენ, სად უნდათ ვერ მიიტანეს.

2

სოფელს ჰმდურავ სიმუხთლესა, როს არ მოგყვეს, ჰკიცხავ, ზრახავ,

თუ გაამებს, გაუცინებ, გაწყენინოს სულთქვამ, ახავ,

მისებრ შენც თუ არ მუხთალხარ, მაშ ნუ გინდა, ნუღარ ნახავ!

თორე სტყუით ორნივ სწორად, მსგავსი მსგავსსა განიზრახავ.

3

სოფელს კაცი, კაცს სოფელი მუდამ ზრახვენ სიმუხთლესა,

ერთად ზაკვენ, თუ შენც იტყვი, არ ამბობენ სიტყვას მრთელსა;

ორივ სწორად მოინდომებს ხან ბნელსა და ხან ნათელსა,

აწ მე ვიტყვი მათ საქმესა, თქვენ შეიტყობთ უმართლესა.

4

მათი საქმე მათ იუბნან, ნუ უდგავართ ჩვენ ნურცერთსა,

სოფელმან და კაცმან სიტყვა თვით მიუგონ ერთმანერთსა;

გაუსინჯოთ, რას იტყვიან ერთი-ერთზედ, თუ რა ერთსა,

მერმე გავბჭოთ სამართლითა, მადლი მივცეთ უფალს, ღმერთსა.

აქათგან იწყების ბაასი სოფლისა და კაცისა

5

სიტყვა პირველი კაცისა: სოფლის სიმუხთლე, ტრელობა,

ვაი სოფლისა დაწყებით, ბოლომდის მრუდად მვლელობა!

არას ბრძნისაგან იცნობა მისი ეზომი ჭრელობა,

რა მწვე სიცრუის აფრაა, სიმუხთლის პელეგონობა!

პასუხი სოფლისა

6

პასუხი სოფლის: კაცო, შენ ღვთის მსგავსად რადმე შექმნილო,

ჩემად და ჩემთ ნივთთა ზედა უფლად და მთავრად განზრდილო,

ვა, შენ რომ მცნებას გარდაჰხე, ბოლო კარგა-ხან დაქნილო,

განშიშვლდი დიდებისაგან, უგუნურ პირუტყვად ქმნილო.

სიტყვა ადამისი

7

აჰა, მაცთურო, რომელმან აღმოსთქვი პირით თვისითა

შენი მტერობა, სიმუხთლე, ღამითა ჰქმენ, თუ დღისითა;

ნაყოფმან შენმან არ მომწყლა, არ ვიცი, მოგაქვს ვისითა!

ხილვამ სულ მომკლა, წარმწყმიდა, თქვი თუ სხვით იქმნა ვისითა?

ასუ ოფლი

8

ადამ, ამაოდ მეტყველო და უგუნურად მზრახველო,

უბრალოს რად მყოფ ბრალეულს, შენის სხვისა მძრახველო?

ატანა არ ვარ, არც გველი, არც ევას ცოტას მნახველო,

ვთისგან შევიქმენ საშენოდ, შენ თავს რად ერ ამიხველო?

იტყვა ადაისი

9

ეჰა, სოფელო, მწარისა ტკბილადრე გამომეტყველო,

წარსაწყმედელის საქმისა საამოდ მაჩვენებელო,

მტერს თუ მტერობა უნდოდა, რად ჩაჰყევ, სულ საგმობელო?

მაგრამ შენ გპოვა მიზეზი სრულ ჩემო მაგლოვებელო.

10

დაღაცათუ მტერმან ჩემმან შეიშურვა ეს დიდება,

მაშინც შენის ნაყოფითა მოჰხდა ჩემი შეჩვენება.

რად არ უთხარ, ეგ მოკვდება და მეც წყევა დამედება?

თავს ნუ მართლობ, ვერ იმართლებ, სტყუი, სიტყვა წაგიხდება!

ასუხ ოფლი

11

ადამ, უფლად, საპატრონოდ შექმნილი ხარ ღვთისგან ჩემდა,

უსამართლოს ნურას ბძანებ, სტყუი, მართალს რად იჩემ, და?

არ ნაყოფმან ჩემმან მოგკლა, დაიჯერე, შენმა მზემ, და,

არცერთისა ხილის ამამ, მაგ მიზეზს ნუ აიჩემ და.

12

რითაც მოჰკვდი, მე გიამბობ მოკლის სიტყვით პირველ ნელად,

ღვთის ბძანების არ საქნელის საქმის იქმენ რასთვინ მქნელად?

მცნების მისის გარდახდომა რად არ ჰგონე დიდად ძნელად?

აწ ეს მითქვამს, კვლავცა მნახე უფრო წვრილად აღმომთქმელად.

იტყვა ადაისი

13

სოფელო, ტკბილად მეტყველო, სიმწარის მომატყვებელო,

სად ჰქონდა გველსა ადგილი უშენოდ, დასავსებელო!

თუმცა ვეცთუნე, შენით არ, სიკეთის გამავებელო?

შენით მომკლა და განმგესლა, ნათლისა დამბნელებელო!

პასუხი სოფლისა

14

ადამ, საქმეს მე ნუ მადებ და ნურცარას ჩემს ნაყოფსა,

შენის ნებით ქმნილს საქმესა მწამობ რა, ვით განაყოფსა,

ვინ აბრალებდეს სხვას თვისსა ნაქნარსა, ავადა ჰყოფსა,

ევას რჩევით დაცაჰკარგავ ედემსა და კარგს სამყოფსა...

სიტყვა ადამისა

37

საწუთროვო, როს ვიცოდი მე მტერობა ეშმაკისა,

ზაკვით გველის მობირება სატანასგან, მის შავისა?

არა ვიცი აღმართ-დაღმართ კვლავ ადგილი სივაკისა,

შენ იცნობდი სამთავ კარგად, ისიც შენით მომიმკისა.

38

დედათა მალ ცთომილება შენვე იცი წამი ერთო,

ხან სიმდიდრის მომცემელო, მალე კიდევ წამიერთო.

მე არ გინდი, სამოელ გთნავს, მეც დაგკარგე, წა მიერთო!

დამემტერე ასეთ გვარად, ვეღარათი წამიერთო.

ასუხი სოფლისა

39

ადამ, რად გინდა მაგდენის ტყუილის სიტყვის მგებლობა,

შენ მეცნიერად შექმნილო, უმეცრებისა მჩემლობა?

სრულ სიკეთითა აღგაგო, არ მოგცა ავის მცნობლობა,

თავის თავისა უფალმან ბოროტს რად უწყე მფლობლობა?!

40

ავს ამისთვინ ვერ იცნობდი, რომე შენში არ ერია,

რასთვის შესცდი, მცნებას დასცდი, არ გმართებდა შეგერია!

ჩემს ნაყოფს რით დააბრალე, ძალად როდის მოგერია?

შენის ნებით თუ არ გექმნა, უგფლებოდა ვერც მტერია...

სიტყვა ადამისა

58

მაცთუნვე, დასცდი დიდ საქმეს, ჰო, ჯავრი შენი მაცთურო,

აწ რად არ სცხრები, სიცრუვის ორღანოვ, ტკბილო სამთურო!

უფროსღა მტერობთ ჩემთ შვილთა, წამს ბარული ხარ, წამს თურო,

ორს ბევრს გარდაჰკარ ლახვარი, სხვათ უმარავთა სამთ ურო.

59

ბოლოს არვის გაუთავებ, ვინც დაიპყრობს დიდებასა,

ვინ ღარიბობს, არ აღირსებ მოსვენებით თავს დებასა.

ზოგს გლოვით არ გამოიყვან, არ დაუვსებ ცეცხლთ დებასა,

რად არ იცი, გათავება უნდა დიდსა მტერობასა?

60

ნუ იკბინები სასტიკად, ასპიტო გველო ველისა,

ნუღარ მწარდები სამსალავ, ბოროტო უფროს ნავღლისა,

ნუ მუხანათობ, ნუ რელობ, მგზავსად შენისა ძალისა,

თორ მოგინდება გარდახდა როსცაა ჩემის ვალისა!

პასუხი სოფლისა

61

მე თუ ვსჭრელობ, შენ რას მბაძა, შენ ხარ თავის ნების მქნელი,

შემოქმედმან რაც რამ შექმნა, ცხელი რამ თუ ანუ ნელი,

ცა, ქვეყანა, ზღვა, უფსკრული, ნათელი და გინა ბნელი,

შენგან კიდე არვინ არის თავისისა თნების მზმელი.

62

ცა, ქვეყანა ასრე არის ერთმანერთის იძულებით,

ცით თუ ცვარი არ მომეცეს, მხედავ, ვხმები დარგულებით;

მით აღწოვს ჰაერივე, თორ არ მისცეს მას ბუნებით.

დიდს ზღვას ქარი ააღელვებს, არ აყენებს თაის ნებით.

63

მნათობთ ეტლი არ უტევებს წამსა ერთსა განსვენებად,

მზე მომახლდეს, გამაახლებს; განმეშოროს, შემიქს ვნებად;

წელიწადში ოთხ გზით შემცვლის ხან სიცხედ და ხან ყინვებად,

ჩვენ არვის გვაქვს ხელმწიფობა, ოდენ შენ ხარ თავის ნებად.

სიტყვა ადამის შვილთა

64

რა ვქნათ, სოფელო, პირველსა მამა-ჩვენს ცთომა დაადევ,

შეათვისე და ატომე, შერთევ და აძმე და ადევ;

სიცრუვეზედან აუფლე, სიმართლით გარე განაგდევ,

შენი ნდობა გვაქვს, მის გამო გვიდევნებ ჩვენცა, განა გდევ?

65

რა მამაჩვენი ადამი აცთუნე, ცთომა დაიდო,

შენი სიცრუის ნაგრეხი წნელსავით ყელსა მოიდო;

ღმერთს განაშორე, სიცრუვე შეირთო, იძმო და იდო,

მშობელმან ჩვენმან ამისი წილი ყოველთა დაგვიდო.

66

რაც არსია ყოვლი რამე თვის-თვის ნივთზედ ჩამოდიან,

მფშვინიერნი გვარ მოდგამით თესლით მდელო აღმოდიან;

ზოგთ ნაყოფი წმინდა მოაქვთ, ზოგთ უხმარი ღვარძლიან,

კვლავ მშობელნი თვისთა შვილთა მისავ საქციელზედ ზრდიან.

67

ნაყოფი რაცა ერთბაად ძირთაგან ამოიღება,

ჩვენც მის ფესვიდამ მოგვიდგამს, მით ბოლო არ მოიღება,

შენით ცთუნებით მის გამო ენშიაც შემოიღება.

რას მოგვცემ, შენვე დაგრჩება, სხვით არსით არ წაიღება.

68

შენ ხარ შემწე ჩვენის ცთომის, მაგრამ არას დაღონდები,

დღეს სხვაფერად აგვიჩნდები და ხვალე სხვად გამოსჩნდები.

მოგიძულებთ კვლავ საცთომლად, ლიქით ხელში დაგვიბნდები,

ასეთს გვარად რას მოგვირთავ, კიდევ უფრო მოგვინდები?..

პასუხი სოფლისა

77

ვინ მას ცთომასა შეუდგეთ, ნანდვილვე ისრევ შესწუხნეთ,

ვინ მე მყვარობდე უძღებად, დასჭმუნდეთ, თვალნიც დასწუხნეთ.

რა ჩემის სიყვარულის წილ ქრისტეს სურვილი მიიხვნეთ,

თუ ვინ გმძლავრობდესთ, გმტერობდესთ, აღარა რათი დაინთქნეთ.

სიტყვა კაცისა

78

რას პირით გვიშლი, სოფელო, მის საქმის უქმნელობასა,

გვსწავლი და მერმე მოიღებ სიტყვისა მწვე ძნელობასა?

გინდა და მაგრამ ვერა სთმობ ტყუილის უთქმელობასა

გვიკვირს, პატრონი ვით გითმობს მაგდენს უსამართლობასა!

79

მამა-ჩვენმა შენით პოვა ეგზომ დიდი შეჩვენება,

შენვე გვყვედრი, შენვე გვკიცხავ, შენვე გვმძლავრობ, ვით ეგება?

ხე ხილისგან, ხილი ხისგან ნათქვამიაიცნობება,

შეხეთ მაცთურს, უაუგოს, კიდევ რასმე გვეუბნება!

80

სხვა ნივთი ვით გამოიღოს ნათესმა ძირის გარდამო?

არა გასმია, ვინ არის კაცთა ძე თავი ადამო?!

შენი სიმწარის საწდევი მაგისგან უფრო არდ ამო?

მაგრამ ნაცვალი პატიჟი მიიღე ზეცით გარდამო...

პასუხი სოფლისა

143

მიკვირს, კაცო, ცუდს სიტყვასა რასთვინ ზრახავ, გონიერო,

პირმეტყველო, არ პირუტყვო, მსგავსო ღვთისა, შვენიერო;

ერთისაგან შემოქმედის ორნივ ქმნილვართ, მიწიერო,

შენ უფალი, მე ვარ მონა, ბძანებაა მის მიერო...

იტყვა კაცისა

215

სოფელო, კიდეც გიზრახავ, არც გაგვეძლება უშენოთ,

არას ვარგივართ შენ არ გვყვე, ვით სახლის ხე-ტყე უშენოთ.

შეურჩომელი მამულიც ცუდია, რად მოვაშენოთ?

თუცა გვაღორებ, პასუხად ჩვენ ძრახვა მოგვაქვ საშენოთ.

პასუხი სოფლისა

216

მართალს გეტყვი, კარგი ვარ და დიაღ ძნელად დასათმობი,

პირველ ტკბილი, საამოვნო, მერმე ანჩხლი, დაუთმობი;

ძნელი არის სულ მიტყოდეს ვინ ჩემია ამბვის მბობი,

არვინ მინდა მოგარჩინო ბოლოს ჩემი დაუგმობი.

იტყვა კაცისა

217

საწუთროვ, დაგიჟინია: ”რუ ვარ და არ შეგრჩებიო,

შენ გაქვსო, ვისცა არ ჰქონდეს, მიეც, ნუ ეურჩები”.

მუქარობ, მაგრამ ერ კიდევ მაქვს, მეც რას ვეჩეჩებიო,

რაც მიშოვნია, სხვას მივცე, უმისოდ რით დავრჩებიო?

218

რაცა მაქვს, ერთპირ გავფანტო სალარო, ჩემი ქონება,

ვინღა მომცემს, პატრონო, ამას გაავლე გონება?!

წარამარაობ ყველასა, იტყვი რაც მოგეგონება,

არ დამერდები ცოტ-ცოტას, ვაძლევ, ვინც დამემონება...

პასუხი სოფლისა

254

არა, რა გწვართო, რაზომცა კარგი რამ გითხრა, მმზერ მტრადო!

არას მიმადლი, მაგინებ, მაგისთვის დავშვრე მე რადო?

ჯერ დაასრულე წყევა და მჯიღი უკუმკარ მორადო,

მერმეღა გაჯავრებულმან გასწავლო რამე სწორადო.

იტყვა კაცისა

255

თუცა შენის მტერობითა არ მიტევ, რომ დაგაცალო,

არ გწყევლიდე, არ გყვედრი, სიმუხთლეს არ დაგაცალო;

მაშინც სიტყვა შემინახავს, დასახნავად დაგაცალო;

მაგას ნუ , თუ სიცრუვე წინ მიგდო და დაგაცალო.

წვრთა სოფლისაგან კაცთათვის

256

სწავლა სოფლისგან კაცისა პირველი თავი ეს არი,

თვეს იანვარსა ყინვისად დრო მოგვეახლა, ეს არი;

ზოგ-ზოგი უზის თბილს სახლსა, ზოგი სიცივით მკვნესარი,

მეფეთა უწინ ხსენება მანცა თქვა დანაწესარი.

257

გაუწყო რაზომ მართალი, ეგრეთცა არა ისმინოთ,

ერთხელ ამოსწყდით წყლის რღვნითა, კვლავ კიდევ ჩემში ისმინოთ.

სხვის წვრთილებასა ჩემი სჯობს, ეს ალმასია, ის მინოთ.

თქვენც დამემოწმნეთ ყოველნი, მოგგონდესთ, თითზე იკბინოთ.

258

მეფეთ უხმს შიში ყოვლს კაცთა, უფროსი ღვთისა ცხოვლისა,

მით რომ ის არის მეუფე მაღალ-მდაბლისა ყოვლისა,

იგია ყოვლგან მხედველი დასავალ-მოსავლისა,

თუ მე არ მიჯერ, ისმინე სიტყვა მის პალე-სავლისა.

259

ამასთან რჯულის სიმტკიცე, სიფრთხილე სამართალისა,

მცოდველთა ზომით შერისხვა, ჩვენება მრუდად თვალისა,

ერთგულთ წყალობა, პატივი ბევრგვარად დანათვალისა.

სიბრძნე, გონება, კვით ცოდნა საქმისა მომავალისა.

260

ქვრივთა, ობოლთა მოწყალე, ალის მომვლები შორეთა,

ყოვლს მძლავრს შიშს უნდა დასდებდეს, გლეხს ძალი მოაშორეთა.

მართლის ყურისა მიმგდები, მოძულე ცრუ მეორეთა,

საჩივრის გამგონბელი, მომცდელი მის მეორეთა.

261

ოდეს ნახოს მიმძლავრებით ქვრივი ძალს ქვეშ ნარებია,

ასე უნდა იტკივნებდეს, ვით დედა შესწუხებია;

კვლავ ობოლივითამც შვილი თვისი წინ ასტირებია,

დაადუმოს სამართლითა და სიტკბოთ ნამტირებია.

262

არცავის თვითან მძლავრობდეს, არცავის სხვას ამძლავრებდეს,

ლაშქრის გაწყობა-ზავთითა ქვეყანას გარე მორებდეს;

წარმოიტყოდეს ბრძნად სიტყვას, ავს პასუხს არ აშურებდეს,

ვინ ღმერთი იცის, ესეც სჭირს, მას მტერი რითღა მორედეს?

263

მეფე ჰხამს მგზავსი მკურნალის ბრძნისა მის ხელოვანისა,

ვით მან სნეულს და მრთელზედა არ მაჯა ერთი ჰპოვნისა,

ყოველს სნეულსა სხვადასხვა წამალი მოუშოვნისა,

ზოგს კიდევ წყლული გაურა, იმ სხვას კი მოუწოვნისა.

264

ვითა ვთქვი საქმე მკურნალთა, მეფეთზეც აგრევ მეთქმისა,

ჟამი პატივის სიტკბოთა, ჟამი შერისხვა-წყრომისა,

ჟამი დუმილი საქმისა და ჟამი კვლავ განცხრომისა,

ვით იტყვის ბრძენი სოლომონ, ჟამია ყოვლი საქმისა.

265

არც ყოვლთა სწორი პატივი, არც სწორი რისხვა ზოგადო,

პატივის შემწყნარებელთა მის-მის დროს მისა მგზავსადო;

მას რისხვა, ამას საწვრთნელი; ვინ შფოთობს, არის ბორგადო,

ზოგს შეუნდობდეს და ზოგი არ უნდეს დასაზოგადო.

266

მოძღვარი ცოდვის მკურნალ არს, აქიმი ხორცთა სენისა,

თუ ერთმან ხორცს არ დააკლოს, სულს ვერათ განუსვენისა;

მეორემ ხორცი განჰკურნა, რომლითა სულსა კბენისა.

ბრძენს მეფეს ორთავ წამლობა ძალუც და კარგაც შვენისა.

267

მეფეთ წინ ბოდიშს მოვითხოვ, ავი რა მეთქვას, შემინდონ,

რაც არ ვიცოდე, მისი თქმა არ ბძანონ, აღარ მომიდონ.

თუ არ უნდოდე, გამიტყდენ, თუ მინდონ კიდეც დამინდონ,

სად ცუდი სიტყვა ეწეროს, მიჩვენონ, ხელი დამიდონ...

აწ კიდევ კაცთაგან სოფლის სამდურავი

311

თუცა კარგა გვწრთნა სოფელმან, მაშინც უძრახავთ სიმუხთლეს,

ამას ამბობენ: მაშ რა ქნათ, სად რას უპოებთ სიმართლეს?

არვიზე სამუდამოა, ანაზდ დაავსებს სინათლეს,

ყოველთა კარგთა ნაყოფთა დანასა მოსაკვეთათ ლესს.

312

ჯავრი ამის სოფლისა ცრუსა და დაუდგრომლისა,

წამ ერთს ერთ ნირზედ არ მყოფის, მყოფის და მომავალისა,

სიკეთის ცოტას მიმცემის, დამამხობლისა მრავლისა,

ვერ შეგვიგია, სით მივა კვალი მის მიმაალისა.

313

მყის მოიყვანს, წამს წაიყვანს, ეს ზნედა ირს სააუგო,

ერთს თავს სახლი დააქცია, მას მეორეს, ჰე, აუგო;

ამას ღმერთი აცნობინა და იმ სხვითა კერპსა უგო,

ზოგს გზა კარგად გაურკვია, ის დაჰკარგა, არ გაუგო.

314

გუშინ ვინმე განამდიდრა, ადიდა და გაახარა,

დღეს დასცა და დაამდაბლა, საბრალო დააგლახარა,

შემოსძახა: ”ის ომ დაგეც, ფერხზედ რადღა მიდგახარა?

ასე მქცევს უაუგოს ვით არ უთხრანვაგლახარა!

315

იქ ახარებს და აცინებს, აგერ ატირებს, ატყებსა,

იგ ვინმე იშვა განცხრომად, მშობელთა აამაყებსა,

სხვათ დედ-მამათა შვილებსა სტაცებს ვით ჩიტის ბარტყებსა,

მათ ანადირებს, აბურთებს, დიდებს უკიდებს მაყებსა.

316

მხეცმან მისტაცოს რა კრავი ცხოვართ ახალი, ჩვილია,

მწყემსნი ყიდენ ხმა-მაღლად და შექნან სიყივილია,

ვერა არგონ რა, მობრუნდენ, დაიწყონ მწვე ჩივილია,

ეგრეთ მშობელთა ურგებად აგლოვს, მოუკლა შვილია.

317

ჰოი, სოფლისა მრავალნი საცთურნი ენდა რწყმულია,

დაურის ძმათა გულღვიძლი, ვინ ვისი მოყვარულია;

მოწყლის მოყვასნი, ვინ ვისგან ხლებითა მოხარულია,

გაყრით და ძმისგან სამუდმოთ მტირალი, ცრემლთა ცრულია.

318

ბატონს გახდის უყმოდ და ყმას ოხრად დასვამს უპატრონოს,

უმისობა გულს სდაღევდეს, მუდამ უნდა სულთქმით რონოს,

გმობდეს მისსა სიცოცხლესა და უბედურს ეტლსა კრონოს,

თუმც სხვა შოვნოს საპატრონოდ, მისებრ ეღარ უპატრონოს.

319

ვინა იჩემებ, სოფელო, უმუხთლო-უხანობასა?

იჩქითი რამ ხარ, ანაზდი კარგს ავის ზე დასწრობასა.

ვირე გაუძლო შენს ეგზომს მუდამ ლახვართა სობასა?

ყოველთა გვათქმევ ამასა: ”ვა ჩვენსა შენს შესწრობასა!”

320

მიჩვენე გუშინდელისა ყვავილის შვენიარება,

სად არს სიტურფე, სინაზე და მისი ნებიარება,

ფერი ყირმიზი-ყაყაჩო, თეთრ ბროლი შეიწერება,

ეგზომ სიკეთე არ ცუდჰყავ, რომე ძლივ დაიწერება?

321

სადა არს ღაწვთ თეთრ-ყირმიზათ შერთვა სიწმიდე ვერცხლისა?

სადა ვარდობა ბაგისა, თვალთ წყალი მის სიმკვირცხლისა?

წარბს შვენიერსა წამწმითა ძალუც დაბერვა ცეცხლისა,

ცხვირს მათთა შუა დგომელსა ძალი აქვ მკვდრის სიცოცხლისა.

322

სადა არს თხემის დალალა, ბეჭთ საშუალთა კოწოლნი?

ყელი მთიებთა უნათლე, ბედაურთ მკლავთა წამწოლნი?

იგი უებრო მიჯნურნი ერთმანერთთანა არ მწოლნი.

ერთბამად დაანთქ ყოველნი და უფრო შენი ამყოლნი.

323

რა უყავ მეფე სვიანი, ვისაც ეყანა დახარდა?

პალატი სავსე ლხინითა, ან ის სიცილი ხარხარ, და,

კვლავ ნადირობა, შექცევა, იძახდენ: ”არის ხარ-ხარ, და.

აწ ოხრად ვრეტენ ყოველთა, ასე სიმუხთლეს მზა ხარ და.

324

ზერენ მოწყალის მეფისას პორფირს, ტახტს ცარიელადა.

ქვე-მდებარესა გვირგვინსა, სკიპტრას პყრობილსა ხელადა,

ხმალს ოქრო-რჩუნვილს, რომელი მტრის სისხლით იყო ელადა,

მის წილ სხვა დასვი უშვერი, ვინ თავი ისახელა და.

325

თუ დააჩნდება ზღვას კვალი ზედ მიმავალის ნავისა,

სიზმრის რამ სარგებელია კარგისა ანუ ავისა,

სოფლის სიმდიდრესც ექნება ცრუსა და წარმავალისა,

ამად არა სჩანს სიკეთე წონა ბუ ნატამალისა.

326

რასთვის მგონია სოფლისგან კაცი უცრუე, აწ იტყვი,

თუ სიტყვა კარგად გასინჯო, დამემოწმები, შენც იტყვი;

ჩემთვის შექმნილი დავკარგე და გავისწორე პირუტყვი,

პირველმან მამამ დაგვიგდო, მის გამო ასე დავიტყვი.

327

ას სოფელი რას მძლავრობდა, მისი ყველა არ ხელთ ჰქონდა?

ღვთის ბრძანებას გარდავიდა, მტერს უსმინა, ის მოსწონდა,

ამით სოფელს დაგვამონა, მისთა შვილთა მოგვიწონდა,

ვა, უხრწნელი სამოსელი განსახრწნელად მომიქონდა!

328

მამის ნაშრომი შვილებმან მოვიმკეთ, მოვირეწეთა,

მისით გვეუფლა სიკვდილი, ცხოველთა დამემოწმთა!

სხას რას ვაბრალებთ, მის გამო სიმაღლით მიწად დამწეთა,

მაგრამ უფალი პატრონი გვივის მოწყალეთ, შემწეთა.

329

გულისხმა ჰყავით მსმენელთა სიბრძნითა, ნუ გარეტებით,

პირველ პატივგვცა უფალმან ჩვენ მისის რამე ხატებით,

სული შთაგვბერა ცხოელი წყალობის მეტის-მეტებით,

გონება, სიბრძნე მისთანა, ამდენს რას შევემატებით.

330

ეს არის ჩვენი ხატება ღვთისაგან ბოძებულია,

გონება და გონება, კვა ერთად წამებულია,

უხმართა რადმე სახმარად ჩვენგანცა გაგებულია,

არ ვემსგავსებით სხვას სახით, იგ არ არს აგებულია.

331

ადაც არა ვართ, ჩვენცა ვართ ფიქრით თუ მოგონებითა,

სიტყვით ჩვენც რასმე შევმზადებთ, არ ხელით სხვის მონებითა,

ავსა და კარგზედ ფლობა გვაქვს, ორსავ ვიქთ ჩვენის ნებითა,

ხატნი ღვთისანი, ცუდს საქმეს ვშვრებით და არ ვეხსნებითა.

332

მზე და მთვარე ჩვენთვინ შექმნა, თორემ მას რას ეხმარება,

იგ ნათელი სამუდამო არსად არ დაიარება,

სხვას მნათობსა ბნელი მისდევს, მას კი ვერ მიეკარება,

ყოვლგან არის, ყოვლგან სწვდება, არ უხმს ეტლთა მოარება.

333

ცა და ცისა შემკულობა ჩვენდა სახმრად მოიგონა,

ქვეყანა და ნივთი მისი მოგვცა, ყველა დაგვამონა,

შიში დასდ ადამისა, ზე უფლება გააგონა,

ერთი სიტყვა არ უსმინა, იპატრონა მით მამონა.

334

ვხედავთ ცასა და ქვეყანას შემკულსა სამკაულითა,

რამდენით სხვადასხვა გვარით ნივთთაგან ნივთებულითა,

მოგვცა, გვიბრძანა: ”უფლებდით ჩემ მიერ ბოძებულითა.

ადამ დაჰკარგა, მოიწყლა, ჩვენც მოგვწყლა მის წყლულითა.

335

პირუტყვთა, თევზთა, მფრინველთა, მხეცთა, ქვე-მოძრავ ყოველთა,

ვეშაპთა, ლომთა, ნიანგთა, სულ საშიშართა ცხოველთა

მივიდეს, ადამს თაყვანი სცეს შიშით ვით მოკრძალეთა,

ელას სახელი უწოდა მორჩილთა, არ მოძალეთა.

336

დაემონნეს მას ყოველნი, თვით არვისგან ეშინოდა,

უთხრა: ”წადით ქვეყანაზედ, ვერავინ ვერ მიწყინო, და.

თვითან დარჩა ედემადვე მოსვენებით, ვით შინო, და.

ჰაი, ადამ მტრის ქებითა თავს დიაღ ნუ მოიწონ, და!

337

ღმერთმან ოდეს ადამ შექმნა, სიცრუვე არ დაატანა,

მტერს შეშურდა მოშურნესა, წყეულს ჰქვიან ვის სატანა,

გველს აზრახა ცთომა მისი, ევას სიტყვა მიუტანა:

ამე ხილი ცნობადისო, ღმერთ იქმენო, აი ტანა.

338

რა ევამ გემო იხილა მწარისა მის ნაყოფისა,

ავს ვერ იცნობდა, მითა სცნო, შერცხვენდა შიშვლად ყოფისა;

კვლავ ადამს მისცა, ამა, საქმე ქმნა განაყოფისა,

მანცა იხმია, გავარდნა ადრე სცნო კარგ სამყოფისა.

339

რადგან მცნებას გარდავიდა, მაშ ბოროტი ეუფლოდა,

კარგს მოშორდენ, სცნეს სირცხვილი, ვით მწვირეში დაეფლოდა,

მწუხარების სირცხვილითა პირი მათი იოფლოდა,

გამოემხვნ სამოთხითა, მტერმან მალე ასე სძლო და.

340

ოდითგან დავრჩით წყევას ქვეშ მის მამით ჩვენ შვილებია,

მივიქცით მიწა მიწადვე, არა გვყვა მეშველებია,

პირველ დიდების პატრონი მით სხენან სრულ შიშლებია,

ქრისტეს მოსვლამდინ ჩაგვყარა მტერთ ხელთა ჩვენ საწყლებია.

341

კვალად იესომ მოგვმადლა ნი ეს უსასყიდლოდა,

ცა ჩვენთვის ბრუნავს, ქვეყანა ნაყოფით გამომდელოდა,

სხვა ლარი ანუ საჭურლე ამისთვის მოგემადლოდა,

გვიბრძანებს, გლახაკთ მივსცემდეთ, ნეტარ ხართ გამომზრდელო და!

342

ზოგთ მიეცა დიდებანი ასეთს, რომ ვერ შეიტყვიან,

არ იმადლის, არვის მისცემს, ვინ უბოძა არ იტყვიან;

თვისი დადვეს მოუხმარად, სხვათაც იმათ გაიყვიან,

ვაიმე თუ თვი მე ვიყო, თქვიანო და არა ჰყვიან.

343

სოფელი ესე მსგზავსია ადგილსა ერთსა კრებისას,

ჩვენ ვაარნი ვართ, განხრწნადით ვიყიდდეთ უხრწნელებისას,

ამ საიროდამ ვისწრაფოთ მისვლად მუნ ფართოებისას,

თუ ეს წარხდება, სხვას ჟამსა ვერ ვჰპოვებთ კვლა ვარობისას.

344

ვთქვათ, სოფელი რასა სტყუა? გველია თუ ანუ ევა,

ვით რომ შექმნა შემოქმედმან, ისევ ჰგია, არ ისევა.

ჩვენის ავის ნაქმარითა არ ესეც კი დაიწყევა?

თუ უფალი გამოგვისევს, რა ქნას, ერჩს და მოგვესევა.

345

ოფელი ჰგია მას ზედავ, მაარსებელმან ვით არსა,

ხან მოგვიღრუბლავს, ცვარს გვიცვრის, ხან ყინავს, ხან კი გვიდარ;

ვინ ღმერთსა ესა, მორჩილობს, ვერაზედ ეტყვის უარსა,

ხვას საქმით ვერვინ დაიერს, ვერცავინ შემოუარსა.

346

რაც ნივთია, ღვთის ბძანებით მის-მის დროსა აგვიჩნდების,

ცათ შვენება გაუცდების, მთა დიდ-დიდნი გავაკდების,

კვლავ ათასი წელიწადი მის წინ ერთ-დღედ გამოჩნდების,

კაცისაგან კიდევ არსი საზღვარს ვერინ გარდახდების.

347

ეს სოფელიც ჩვენი იყო, მისი ნივთიც, რაც ვთქვი წინარ,

ამა გვიც და დაგვიკარგა შვილთა, მიხვდა ამას ვინ არ?

ოფლით ვიმკით ჩვენს საზრდოსა, კუროსთავთა ხელთა ვინარ,

რა უყოთ, თორ საქმე დიდი თავს დაგვადვა მწვე საწყინარ.

348

ის ნაყოფისა მიზეზი ძირია, აღმოაცენებს,

გრეთვე კაცთა მამადა ყოველნი ადამს ახსენებს,

ისით მოგვიდგამს, ის შეგვყრის სიცრუვის-გვარსა ამ სენებს,

მართალს ვანბობ თუ უზრახავ, ნურავინ ნუ მოახსენებს.

349

ადამ შეჰქმენ ხატად შენდა, ზე აუფლე ყოვლსა არსსა,

აღზელილმან მიწა-მტვერმან ეს პატივი ვით იღირსა?

არ შერაცხა ეს დიდება, სცთა, მით ევა დაგიარსა,

ჰაი იქმნა მიშვებითა, ვინ შენ მცნებას იუარსა.

350

ამად ვთქვი საღვთო-სასიბრძნო ლექსად, არ სიამაითა,

ეგება ამით ისმინოთ საწვრთნელი, არ ბაყბაყითა;

მოგართვი თევზი, ბადესა სავსე გაქვს ვის ბაყაყითა;

ვინ ჯერხართ სარგებელი გაქვთ, თუ არა, წყალი ნაყითა.

351

აღვთოს წიგნების გალექსვას მე არვის მივცემ დასტურსა,

ნურვინ წამბაძავს ამაზედ, სიტყვას ისმენდეს დასტურსა!

ჩემსა ნურავინ ნუ იტყვის, მისით მოგვესმა ჩვენ ყურსა,

სადა გინდ შემოიღებდენ, თაფლს სწვეთდენ არ მშრალ ფიტურსა.

352

მე არ მითქვამს საღთო წიგნი თავ ბოლომდინ სრულ ერთპირად,

სადა გინდ რამ მოვიყვანე მუნასიბათ, არ ავ-პირად,

არ ადვილი მოსაგონი, ვე თქვენც ხედავთ გასაირად,

მე იეფად ყოვლთა მოგეც, რუსთველი ჰყიდს თუცა ძვირად.

353

ინ სრულ ინებოს, ვით შესძლებს ინს არ აკლებდეს, ან ბანსა?

ვინცა დააკლებს, რას ბძანებს, ცოდვას იდებს თუ ან ბანსა?

ნამეტან ნაკლებისასა ის სჯობს, იწვრთიდეს ან-ბან-სა,

დაწერას მათსა იმღერდეს, გინა იტყოდეს ან ბანსა.

354

ვსვრეტდი წიგნებს მონასტრებში უბუდობით სულა ობდეს,

სიტყვა მათი სასურველი საუკუნოდ გვიფასობდეს,

აღვთოსა და საკაცობოს ორსავ კარგათ შეამკობდეს.

მას ყურს არვინ ათხოებდა, ცუდმუდებზე ბაასობდეს.

355

საღთო წიგ ბევრი წახდა უყდოთა და უბუდობით,

საშაიროს ინახევდენ სტავრის ბუდით, ან ნახლობით.

უმჯობესი დაივიწყეს წესის რასმე აწ ახლობით,

სიართლესა მრუდზედ სცვლიან სიცრუვისა მომზახლობით.

356

სრულ იქმნა წიგნი ბაასი ეს კაცისა და სოფლისა,

წელს დასაბამით შვიდათას-ას-ოთხმოც მეთორმეტისა,

აშთარხანს კაის ქალაქსა, მაგრამ ჩემს არ სამყოფლისა,

ზამთარ მწვე ცივსა; დიახ ცხელს ზაფხულ, მდენელსა ოფლისა.

357

ამავ წელიწადს ოცდათს მარტს აღდგომა გათენდებოდა,

ნაკი მოჰქონდა ფებერვალს და ოცი ზედნადებობდა,

ჩემის წელისა ჩამოსლა ოცშვიდმეტად თავდებოდა,

ქრონიკონისა ასონი ტარონი, ბანი ჯდებოდა.

358

არ ვთქვა, ვიცი დარჩება ბოლოჟამ გაუგონარად,

თუ ვთქვა და არ დაიჯერონ ეს ადვილ ოსაგონარად.

სამ თვე გათავდა ეს წიგნი, სულ ჩაიგდება ონარად,

იანვრით ოცდათ მარტამდის, ხან-კიდეც ვიყა მცონარად.