The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი

* * *

მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი

ყვავილებივით ნაზი და ჩუმი,

ხან მოშრიალე, ვით აბრეშუმი,

ხან მოთამაშე, ვით ნიავ-ქარი -

სიმღერა გულში დაგუბებული

ხან ნიავივით, ხან შეშლილივით

როს სიღრმეში ერ იტევდ გული,

დმდიოდა ფერად ლივლივით.

ვმღეროდი დამთვრალ ყვავილთა მტვერში,

ვმღეროდი ტრფობის ან მტრობის ხმაზე,

მსურდა ყოველში და ელაფერში

მუსიკა, გრძნობა და სილამაზე.

მუსიკა იგი, ჰოი, მგოსნებო,

მართალი არას იგი თქმულება,

რომ უფრო დიდი და საოცნებო,

უფრო მაღალი დანიშნულება -

არ არის, როგორც განწმენდის ხმაში,

ვით ცეცხლის ალში დააცხრო ვნება,

რასაც არ ჰქვია რითმათა ტაში

და განცდათ ტანჯვა-მშვენიერება.