The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
სროლის ხმა მთაში

სროლის ხმა მთაში

აისმა შორი სროლის ხმა მთაში

და მონადირემ დაჰკოდა შველი...

საღამო იწვა ხავერდის ყდაში,

ვით წიგნი ლურ და ძველისძველი...

ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ,

როცა მე ბავშვი ვიყავ.

არ არის რამე უფრო მტანველი,

როდესაც კუბოს მიჰყვები ქარში:

დარჩი!” - ქვითინებს ჰაერში მარში,

მაგრამ ვერავის ქვეყნად ვერ შველი.

ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ,

როცა მე ბავშვი ვიყავ.

უბო, უმიზნოდ მცურავი ქარში,

და უმიზეზოდ მოკლული შველი!

აედევნება ბავშვებს სიზმარში

ეს მოგონების ლანდი, სანთელი.

რას იზამს მაშინ, რას იზამს მაშინ,

ზე, ნაკადული, მთები და ველი?