The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მე და ზამბახი

მე და ზამბახი

ნელ ღამის დროს წყნარი ძილი რომ ეწვევა თეთრ ზამბახებს,

მათ ნარნარი მთის ნიავი უალერსებს, აცახცახებს.

დასჩურჩულებს: სიზმრად ვნახე, თქვენი სახე მომხიბლა,

და მოფრენა განვიზრახე, გენაცვალოთ ჩემი თავი!

მზეს ნუ ელით... დღე დიდია, სიზმარს უნდა ყურისგდება,

ანმოკლეა ეგ სიზმარი, გაკოცებს და გაფრინდება.

გაფრინდება... მერე ცეცხლის მზე ამოვა, დღე მწვვდება

და გგონია, თითქო იგი არასდროს არ გათავდება!

მეც, მეც ასე მიჩურჩულებს იდუმალი ფიქრთა გროვა,

დავივიწყო, ვინაც ჩემში გრძნობ ცეცხლი ამოსწოვა,

მაგრამ მაინც ჩემი სული, ვით ზამბახი მინდორ-ველის,

მზის ამოსვლას უდარაჯებს და სიყვარულს ელის, ელის.