The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გზადაგზა

გზადაგზა

I

ლურ აჩრილი ცხელ ჰაერში დგას

ისმის ნაცნობი ჟრჟოლა სიმინდის,

ზუზუნი გააქვს უბინაო სკას,

ოჰ! სამუდამოდ დაწყევლილ სინდისს.

სულს ენატრება ძველი ზღაპარი!

წარსული წმინდა იყო ამ ქალის -

როგორც სოფელში სამრეკლოს ზარი,

როგორც ყანებში ელვა ამგალის.

როდის მოვიდა ცოდვების გროვა

და ოხეთი... მითხარი, როდის?

დაბრუნდა სული და ვეღარ პოვა

რამე, გარდა გზის და ცივი ლოდის.

II

მინდვრები, მთები და ზღვა ყანები

მზეზე ელვარებს ნამებით სველი,

კვლავ უზრუნველად მივექანები

უჩვევად კარგი და ფეხშიშველი.

მოკლული ვიყავ უცხო ზმანებით,

დამწვარი ვიყავ ქალაქის ქაფით, -

ლები არ თრთის ხელთათმანებით!

სული არ ტირის შავი ნიღაბით!

III

მწვანე ჭალებში აფრინდა მწყერი,

გაფრინდა ღალღა, მიჰქრის ტოროლა.

მწვანე ტალღების მიდის მეწყერი,

ისმის ჯეჯილის მარაო-ქროლა.

სადმე ყრუ ადგილს დავესახლები,

სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი,

სადაც იქნება ცოფი ნაკლები

და უფრო ნაკლებ ადამიანი.

ცა ლავარდია... დღე არის თბილი,

მზე არის მწარე... გზა არის ცხელი.

კმარა! მოვშორდი შფოთიან თბილისს!

არც მსურს მახსოვდეს მისი სახელი!

IV

და ერთადერთი, ნაზი დარაჯი

გადიფრენს თვალწინ აჩრდილი მერის!

არამქეყნიურ უზუნდარაში

გაიყოლიებს სულის სიბერეს.

არ დაბრუნდება ამ მხარეს ცეცხლი

წარსულთა დღეთა სხვანაირ მხარის;

ახლა უმიზნოდ მიდის სიცოცხლე

და დაბრუნება მაინც მიხარის.

მხო ანახან ქარი არყევს

ოდნავ გაღებულს კარებს ბაღისას,

შრიალი გააქ ძველებუ არყებს,

სხვა ცხოვრებისთვის თითქო მაღვიძებს!

V

აქ მრავალია ცისფერი ფერი!

ეს ფერი მარად თვალს ეყვარება,

როგორც ქალწულის სახელი - მერი

არის ცისფერი და მწუხარება.

გახედე შორს მთბს! გახედე სერებს!

ახედე ტალღებს ჩაქსოვილს ტბაში.

ცისფერი ისე უცხოდ იფერებს

სამოსელს დღეთა ელვარებაში.

სული ეძახის იმ უჩინარ ტყვეს,

ვისაც სიზმრებში უხსნიან ბაგეს,

იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებს

და ცისფერ სიტყვით ეძებს ციაგებს.