სანეფოს სიმღერა
ქალო, გნახე ფეხშიშველა,
გამაჰგოგდი ეზოშია;
გენაცვალე - კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს ფერდობშია.
ვისი ძუძუ გიწოვნია,
იისა თუ ვარდისაო!
გენაცვალე, შავ-თვალწარბავ,
გულო ჩემის დარდისაო!
გამიგონე, სად მირბიხარ,
შე უჯიშოს გვარისაო?!
შენ თუნდ ფრჩხილიც ნუ აგტკივა, -
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი დედას გიცოცხლებსა!..
1887 წ.