The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ნუმცა მსმენია სიკვდილი

უმცა მსმენია სიკდილი

(სიმღერა)

ნუმცა მსმენია სიკვდილი

და ნუმც მინახავ ლომისა!

ნუმც მინახია არწივი,

შნო აღარ ჰქონდეს ომისა!

ლომს ტახტი უდგა მხეცებში,

არწივს - ფრინველთა შორისა.

რა ლამაზია დილითა,

მზე რომ სხივს მოჰფენს გორისა!

ნუმც წაუხდება მშრომელსა

წმინდა ნაღვწი შრომისა!

დამლახვრელია გულ-მკერდის

ცხელი ცრემლები ობლისა.

უჩირქო, მეტად წმინდაა

შვილზე ტირილი მშობლისა,

ღვთიურს ხმასა ჰგავს, ვისც ძალუძს

ხმების აკინძვა მწყობრისა,

და გულის მკვლელი სიტვები

ენა-წყლიანის მთხრობლისა.

ტურფაა ახალგაზრდობა,

ზათქი ვნებათა თრთოლვისა.

1914 .