The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გული ისეა, გული ასეა

***

გული ისეა, გული ასეა,

მე დაბრუნება არ შემიძლია.

ეს ყველაფერი სიძვირფასეა,

ეს ყველაფერი მხოლოდ ნისლია.

გული ისეა, გული ასეა,

და გული დნება, როგორც სანთელი.

ალბათ იქნება სხვა დაფასება

და სხვა ფიქრების კორიანტელი.

გული ისეა, გული ასეა,

გულის გარეშე რა შემიძლია.

ეს ყველაფერი სილამაზეა,

ეს ყველაფერი მხოლოდ ნისლია.