The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ჩემი სიმღერა

ჩემი სიმღერა

ტიალმა წუთისოფელმა

ნაღველი დამალევია;

არც მომკლა, არც დამარჩინა,

არც სული დამალევია.

გაჩენის დღესა ვიწყევლი,

სიცოცხლის წამსა ვაჩვენებ;

მატყუარ სოფელს ვატყუებ:

რასაც ვგრძნობ, მას არ ვაჩვენებ!

ცრემლი რომ მაღრჩობს, იცინი...

ჩე პირბადე ის არი!

სხვას ხელთ რად მივსცე ჯირითად

მე ჩემი გულის ისარი?!

ჩე ეკალი სხვებისთვის

იაა, ზამბახ-ვარდები.

თავო, ნუ ეძებ თანამგრძნობს, -

სისულელეში ვარდები!

სჯობს, ისევ მწარე სოფელმა

ნაღველი დამალევიოს;

არც მომკლას, არც დამარჩინოს,

არც სული დამალევიოს!