The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ეს ყველაფერი ჩემზე ითქვა

***

ეს ყველაფერი ჩემზე ითქვა,

ის გავუგონო.

შენს ძვირფას სახელს წაიკითხავს

თვალი უღონო.

და ემსგავსები დღეს რადიუსს

შენ, ჩემო გულო.

და ახლა ისევ მარადიულ

ღამეს ვნატრულობ.

და სადღაც ღელავს ზღვა ძლიერი

და ზღვა ირხევა.

და ყველაფერი მიწიერი

ნისლში ეხვევა.