The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მოგონება

მოგონება

ტყის ფართო გზაზე, მახსოვს ეტლი მიგვაქროლებდა,

შენს სუნთქვას ვგრძნობდი ბედნიერი შენსა მახლობ.

მე გიამბობდი ჩემს მრავალგვარ თავგადასავალს,

სიყმაწვილეზე გიამბობდი შთენილი ობლად.

საღამო იყო... მზე დასავლით ესვენებოდა,

ტყეს ედებოდა გამჭვირვალე და ლურ ბინ.

ამ დროს ვიგრძენ, რომ შენ სრულიად ყურს არ მიგდებდი,

ეტლის სიღრმეში გადავემხვე და ავქვითინდი.

წამოვიწიე და მათრახი გადავკარ ცხენებს,

ელვის სისწრაფით გზას გაეკრა ბუქ-ბუქად მტვერი,

როგორ უგონოდ მივაფრედი გზაზე ჩემს სევდას,

როგორ უგონოდ ტრიალებდა გარს ყველაფერი.

ტყე გზას გვიცლიდა და ბინდ-ბუნდში თვალს ვერ ვასწრებდით,

ხეების გუნდი იქ, ეტლს უკან როგორ რჩებოდა,

ისე მწყროდა ამ დროს ლტოლვა განუსაზღვრელი,

ისე ომნატრდა, რომ გზას ბოლო არ ჰქონებოდა.

და ერთადერთი ცის ღრუბელი ვრცელ უდაბნოში

მოხეტიალე, უთვისტომო, მიუსაფარი,

თან მიგვყვებოდა განუყრელად, განუშორებლად,

მსუბუქი, როგორც განვლილ დღეთა შორი სიზმარი.

მეჩვენებოდა - თითქო ტყეში ვიღაც კვნესოდა

და მე ეგ კვნესა უსასოო გულში მწვდებოდა,

ცრემლი მდიოდა, რადგან ჩემი უკანასკნელი,

ჩემი მწუხარე სიყვარული მაგონდებოდა.