The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ჩვენში და მათთან

ჩვენში და მათთან

რას, რას იპოვი აქ, საზღვარგარეთ,

რომ ის ჩასთვალო მზედ ანდა მთვარედ?

არ ღირს მსოფლიოს მთელი სიმდიდრე

ერთ გაქროლება სამშობლო მხარედ.

იქ ხომ გზა ცრემლით არ ინამება,

არც სივრცეებზე სწუხს შეღამება.

ჩვენში არც მწარე მარტოობაა,

არც სასიკვდილო არის წამება.

სტუმართმოყვარე ჩვენ გვაქვს სახლები,

მათ ხალისიან ღიმს ეახლები...

დეე, შორიდან ჰკიოდეს ჭოტი

და თავგადაკვლით ყეფდნენ ძაღლები.

ჩვენი გზა ცრემლით არ ინამება,

არც სივრცეებზე სწუხს შეღამება.

დიდი ხანია, გათენდა, გულო,

დიდი ხანია, გაქრა წამება!

1935