The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გულთამხილავის მსჯავრი

გულთამხილავის მსჯავრი

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.

უცვლლი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.

- იცოდით ნება ჩემი?

- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიც საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ ვიცი, არ წამიკითხავს.

- შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.

- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცმდი, - მიუგო პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.

- შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.

- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა.

მეორე ისევ სდუმდა.

- შენ?

- რა?

- მოგიკლავს ადამიანი?

- არა! ორფე ცხოველი, ადამია რომ უძახიან, ის კი.

- ითქვამს ტყუილი?

- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისთი კი... ბევრი.

- გიმრუშია?

- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, მანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!

- გიგმია ღმერთი?

- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუწარე, ის კი ხშირათ.

- თაყვანს სცემდი, მს გარდა, სხვა ღმერთს?

- ერ ღმერთს თავანსა ვცმდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, შვენიერებისას.

ყველა დადუმდა.

- რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.

- განსვენბა ადგილ ვავილოვანსა! - საჩქაროთ უპასუხა პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ?

- ნუ მათქვინებ - გარისხდები, ალო!

- მოგენიოს! - ბრძანა ფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.

მდუმარე დამიანის წინ გაჩნდა მომღიმარ, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიან კი ისმო ქნარის ხმა.

- მე რა, ფალო? - შეეკითხა პირველი ამიანი ღმერთს.

- შენ ჯერ არ გიცოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. ნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ევ ქვეყნად.

1913 წ.