The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2)


ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2)



ლექსიკონი ჩვ. საუნჯე)

ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2)

1 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ა

▲ზევით დაბრუნება


შეადგინეს მ. საბაშვილმა და მ. ჭაბაშვილმა


ა - 1. ზმნის ნაშთი ”არს”, ”არის”: თუმც ა მზე; სად ა; ვინ ა შენებრად; ჴრმლით ა შემარცხვენალი; მძლედ ა; ვინც ა; საწესიერს ა; ანაგებით ა; ეს რომ ა; ეს ავი სით ა; დიადი მით ა.
2. აი: ა, მულღაზარი, ა სურმა; ა გრძელობს; ა რავი; ა რეა; ა ქამით მორჩი; ა ხალიფასი; ვნახეთ ა სერი ; ა ქარავანი ; ა წყარო.
აბანაკება - ბანაკის აშლა, აყრა: ა, ბანაკებით აბანაკებით აი, ბანაკებიდან აშლით ან აყრით.
აბეზარ-ი - მოშორებული, მოცილებული.
აბეზარობა - ვისგანმე მოშორება, მოცილება, რისამე ან ვისიმე ზიზღება, შეძულება.
აბეზარ-ქმნა: - ძმა ძმისაგან აბეზარ იქმნა - ძმა ძმას მოსცილდა, ძმა ძმისაგან განმარტოვდა, მოშორებულ იქნა; აბეზარ-გიქმნივარ- მოგძულებივარ, შეგზიზღებივარ.
აბეზარ-ქმნილ-ი - მოცილებული, განშორებული, მოძულებული ვისგანმე ან რისგანმე (მაგ., კაცისაგან, ღვთისაგან, სიყვარულისაგან).
აბლაობა - უვიცობა, უმეცრება, უბირობა, უსწავლელობა.
აბჯარ-ი - საბრძოლო იარაღთა სახელწოდება, საჭურველი.
ადამეთ-ი - ადამიანთა საცხოვრისი.
ადამიერ-ი - ადამიანი, ადამის ჩამომავალი.
ადამის ტომ-ი - ადამიანთა მოდგმა, ადამის ჩამომავლობა, ადამიანები.
ადამის შვილ-ი - ადამიანი, კაცი.
ადრაგუნ-ი - სამკურნალო მცენარის ალისფერი ყვავილი.
აელება - “ხმათ შეწყობა სირთაგან” (საბა), ფრინველთა გალობა: ააელესო- ფრინველთა მსგავსად გალობა დაიწყესო.
აერთა - იხ: ერთი.
ავად-ი - ბელადი, წინამძღოლი.
ავად შველა: ავად მიშველეთო - ცუდად მიშველეთო.
ავაზა და სხვაგან: ვეფხვის ჯიშის ცხოველი, რომელსაც მოშინაურების შემდეგ ნადირთა დასაჭერად იყენებდნენ.
ავარ-ი - ნადავლი, ალაფი.
ავ-ი - ცუდი: რად ვიქმ ავსა საქმესა - რად ვიზამ ცუდ საქმეს; ავისა მუტრიბისა - ცუდი მომღერალ-დამკვრელის; ავი ქმარი - ცუდი ქმარი; ავი სახლი; ბუმბერაზნი ავნი; არ ავი დია - არ ცუდი ქალი, ე. ი. კარგი, კეთილი ქალი; უცნი ავითა- სიავით, სიცუდით უცნობო; იტყვის იგავსა, ართუ იგ ავსა - ის ამბობს კარგ იგავს, არა თუ ცუდსა; ვინ თქვა იგ ავნი- ვინ თქვა, რომ იგი ცუდი (იგავებია)?
ავლ-ი - ზღუდე, გალავანი: აქვს სვე დიდ ავლად- ბედი აქვს მას დიდ გალავნად, სიმაგრედ.
ავქცეობა - ცუდი საქციელი, ცუდი მოქცევა; არაჲთ ღონითა არ იავქცეოს - არას გზით ცუდი საქციელი არ ჩაიდინოს, ცუდად არ მოიქცეს.
ავცნობა - ცუდგონებიანი, უგუნური, ჭკუათხელი.
ავცნობობა - უგუნურობა, ჭკუათხელობა.
აზავირ-ი - აზავერი, ტვირთის საზიდავად გახედნილი ხარი.
აზატ-ი - თავისუფალი, განთავისუფლებული.
აზდენ-ი - ამდენი.
აზომ - ამდენად, ასე.
ათაბეგ-ი - ათაბაგი.
ათვალვა: ათვალეთ- მოძებნეთ, მიათვალ-მოათვალიერეთ.
ათძალ-ი - ათლარიანი (ათსიმიანი) საკრავი ინსტრუმენტი.
აკაკ-ი - ”წითელი ფერის ძვირფასი ქვა” (იუსტ. აბულაძე).
აკუმ-ი - ხვავი, გროვა: მარგალიტისა აკუმი; ოქრო აკუმად დაასხა - ოქრო გროვად დაყარა, დააწყო.
ალაბასტრ-ი - ნელსაცხებლის შესანახი ჭურჭელი.
ალავა - ხმელი ბალახი, თივა.
ალავერტ-ი - ბალახის სახელწოდება.
ალალ-ი: შენნი სისხლნი დასაღვრელად ალალნი,ალალია - (სამართლიანია, კანონიერია), რომ შენი სისხლი დაიღვაროს.
ალაფ-ი - ნადავლი, ბრძოლის დროს მოპოვებული ქონება.
ალაღება: ალაღდა- გაამაყდა, გათამამდა.
ალაღებულ-ი - გათამამებული, გაამაყებული.
ალვა: ალვის ხე. ალოი; სურნელოვანი საკმეველი ნივთიერება, რომელიც მზადდება ალვის ხის მერქნისაგან.
ალმედად - "მხარიღლივ" (საბა).
ალმურ-ი, არმურ-ი - ცეცხლის ალი და კვამლი ერთად შერეული; ”ღრუბელ-ნისლი ძლიერი და ქარიანი” (საბა).
ალყა - რკალი, წრე; თმის ღერო; ლითონის სიმი.
ამანტ-ი - უწველი (ცეცხლგამძლე) ხე.
ამართვა: ამართნა თვალნი - თვალები გაახილა.
ამარტა - ქარვა.
ამბარ-ი - საკმეველი სურნელოვანი ნივთიერება.
ამება: აწ ამეთავსა - ახლა თავს აამე, ასიამოვნე.
ამირა - მბრძანებელი, უფროსი, ემირი, ქვეყნის მმართველი.
ამირაობა: ესეთი ამირაობა ვინ მოგცა ჩემზედა - ვინ მოგცა ასეთი ბატონობის (მბრძანებლობის) უფლება ჩემზე?
ამირ-სპასალარ-ი - მთავარსარდალი, მხედართმთავარი.
ამირ-სპასალარობა - მხედართმთავრობა, მთავარსარდლობა.
ამოხმა - ამოღება, ამოხდა, ამორთმევა, ამოცლა.
ამოჴოცა: ამოღება, ამოწმენდა.
ამჴედრება: ამჴედრდესოდეს - როდესაც ცხენზე შეჯდეს.
ამჴედრებულ-ი - ამხედრებული ცხენზე შემჯდარი.
ანაგებ-ი 1. ტანადობა, გარეგნული მოყვანილობა: უსწორო ანაგებითა- შეუდარებელია (უბადლოა) გარეგნული მოყვანილობით, ტანადობით.
2. აღმართული, აშენებული, გაჩენილი: ღმრთისაგან ანაგები ვარ; აქვს-ღა გოდოლნი ანაგებითა.
3. აგებული რამეზე: გულსა უწყალოდ ანაგებითა - გულში უწყალოდ (ისრის) გაყრით, განწონებით, გარჭმით.
ანაქვსიან-ი: უცხოდ აგებულ-ანაქვსიანო- საუცხოოდ, უმაგალითოდ გაჩენილო და ტან-აყრილო (ანაქსოვო).
ანგარ-ი ვერცხლისმოყვარე; ადამიანი, რომელიც სიმდიდრის შეძენისათვის ყველაფერს ჩაიდენს.
ანდამატ-ი - ალმასი.
ანეულ-ი - ”ზაფხულის ნახნავი” (საბა).
ანთრაკ-ი - ძვირფასი, ალისფრად მოელვარე თვალი.
აოჴრებულ-ი - გავერანებული, ჩანგრეული, ჩატეხილი (ხიდი).
არგან-ი - ჯოხი, კეტი.
არდაგ-ი - ”წელს ქვევით მოსაფარი” (საბა), მოსასხამი.
არდამ-ი - მცენარის სახელწოდება: არდამი ვარდა - არდამი გავარდდა, ვარდად იქცა.
არე - 1. პლანეტა მარსი: შენ არე მთენი არ გგვანდეს; რად მზეობს არე.
2. ატმოსფერო, ჰაერის სხვადასხვა ფენა: განათლდა არე; არეთა მთენი; ართუ არედ ა. შენ არე მთენი.
3. ადგილი, გარემო: ღაწვთა არესა.
არიფ-ი - ძმაბიჭი, თანამესუფრე, მოზიარე (რამეში), სწორი, მეგობარი.
არმურ-ი - იხ: ალმური.
არნ-ი - ”გარეული ცხვარი” (საბა), ჯიხვი; არნისაებრ- ჯიხვსავით.
არსება: ვინ არსე ბანი - ვინც (რომელმაც) დააარსე (შეჰქმენ) ცის კამარა.
არს-ი - მყოფი, არსება, სულიერი ქმნილება. მნათობი.
არს-ქმნა - არსის ქმნა, შესაქმე, ქვეყნიერებისა და სულიერ არსებათა შექმნა, გაჩენა.
არტახ-ი - ”ბრტყელი და მაგარი შესაკრავი” (საბა); ტახტი, დივანი, სკამლოგინი (იუსტ. აბულაძე).
არჯალ-ი ურცხვი, უსაძაგლესი, ”ურცხვად ანჩხლი” (საბა).
ასაბად-ი სამიზნო ნიშანი, სასროლად დასამიზნებელი წერტილი, ”სასაგნო” (საბა).
ასაბი ”მტერზედ მიმყოლი, შემწე” (საბა), ბრძოლაში დამხმარე მოკავშირე, თანამებრძოლი, მშველელი.
ასაყარ-ი მებრძოლთა გასამგზავრებელი ან ასაშლელი სიგნალი, რომელსაც აძლევდნენ ბუკით ან ნაღარით. აქედანაა მიღებული გამოთქმა ”ასაყრელი ბუკი”.
ასკატა ერთგვარი ფრინველის სახელწოდება.
ასპარეზ-ი: ასპარეზითა ვიმღერი - ვასპარეზობ; ასპარეზსა სცემდის - საასპარეზოდ გადიოდა; ასპარეზითა გვემღერა - გვეასპარეზა.
ასპარეზობა სამხედრო და სპორტული ვარჯიშობა-თამაშობა (მშვილდოსნობა, ჩოგნით ბურთაობა, დოღი, ფარიკაობა და მისთ.); ასპარეზობდა; იასპარეზეს.
ასპიტ-ცემულ-ი გველნაკბენი.
ასუბუქება: ასუბუქდი ამჩატდი, გაქარაფშუტდი, სიდინჯე დაკარგე, თავი შეირცხვინე.
ასუბუქებულ-ი ამჩატებული, გაქარაფშუტებული, თავშერცხვენილი.
ასწორებულ-ი სწორი, ბადალი, შესადარი, გათანაბრებული.
აუარ-ი აუქცეველი, რასაც გვერდი არ აევლება. არა უარო გვერდი - არ აუქციო (აუარო), არ უარყო.
აუგიანობა სახელგატეხილობა, შერცხვენილობა, გაბასრულობა.
აუგობა: გეაუგებოდეს საძრახისად მიგაჩნდეს.
აფთ-ი ცულისმაგვარი გრძელტარიანი და ბრტყელპირიანი მახვილი.
აღბორგება გულისწყრომა, გაშმაგება; აღბორგნეს გაგულისდნენ, გაშმაგდნენ.
აღგება: აღეგო აშენდა, აგებულ იქნა.
აღვირ-ნასხმევ-ი აღვირასხმული, ლაგამამოდებული.
აღმართებულ-ი - აღმართული.
აღმორჩება აღმოცენება, ყლორტების ამოყრა: გენიშნეს ლაშას აღმორჩებანი - გენიშნა ლაშა გიორგის დაბადება.
აღმოშენება აღმოცენება.
აღნათქვამ-ი აღთქმული.
აღნათქმიერ-ი აღთქმული.
აღრაცხვა დათვლა, აღრიცხვა.
აღფრტვინვა: აღიფრტვინვეს ტლინკები აყარეს, აკუნტრუშდნენ.
აღჴოცა: აღიჴოცა აიწმინდა, მოცილებულ იქნა.
აშკმობილ-ი პირდაღებული, პირდაღრენილი.
აშქაფუთიდევან-ი დევთა გამოქვაბული; ციხე, სადაც მოაბადმა ვისი დაამწყვდია.
აჩენა: აგვიჩნდა გამოჩნდა, დავინახეთ (ქალაქი); უცხოდ ამიჩნდითო- უცხოდ გხედავთო.
აწყვედა: დახოცვა, განადგურება, მოსრვა, მოსპობა.
აჭრა: გახელებული აიჭრა - გაგიჟებული წამოხტა, წამოვარდა ზეზე.
ახმა: აიხვნა კინენი - აიღო დიდი, მსხვილტარიანი შუბი; აიხვნა ხიშტნი.
ახოვან-ი ”ტანად დიდი და ძლიერი” (საბა), მხნე.
ახოვნება სიმხნე, ძლიერება.
ახორ-ი - თავლა, ბოსელი, საჯინიბო.
ახრა: ჴელი აუხარახელით თვალები მოიჩრდილა და ისე დაიწყო ყურება.
აჴდა მოხსნა, გახდა (აბჯრისა).
აჯა ვედრება, მუდარა, ხვეწნა, სათხოვარი; ღმერთსა ეაჯებოდის- ღმერთს ევედრებოდა; არ მიაჯია ესე ჭირი - ეს ჭირი არ მითხოვია; სიკვდილსა იაჯდა- სიკვდილს ივედრებდა, იხვეწიდა, ნატრობდა.
აჯაბ-ი საკვირველება.
აჯება: ომისა აჯება ჴამს - საჭიროა ომის გამოთხოვა.

2 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ბ

▲ზევით დაბრუნება




ბადაჴშან-ი ძვირფასი ლალი, ბადახში. იხ. ბალახში.
ბადე: რიტორთ ბადენი მჭევრმეტყველთა მანქანებანი (ხელოვნება).
ბადრობა: 1. ვინ ჴრმლითა ბადრობს- რომელიც ხმლის ხმარებაში ბადრი იამანის ძეს ემსგავსება, ან ვინც ხმლით ბადრივით იბრძვის.
2. ვერავინ გბადრობს- ბადრი მთვარესავით სიკაშკაშეში ვერავინ შეგედრება.
ბაზიერ-ი ქორ-შავარდენთა მწვრთნელი, მექორე და მეშავარდნე.
ბაზმა სანათი, კანდელი.
ბაირამ-ნავროზობა მაჰმადიანთა საახალწლო დღესასწაული, რომელიც იმართებოდა ბუნიაობასთან (დღისადა ღამის გასწორებასთან) დაკავშირებით.
ბალანტ-ი ტომარა, ჩანთა.
ბალასნ-ი ბალასინი, ვალსამოსი, ბალზამი.
ბალახშ-ი ძვირფასი ლალი, ბადახშანი.
ბანილ-ი დაბანილი.
ბარე - ბარემ.
ბარება თავს აბარებდენთავს იტყვევებდნენ, ტყვედ ჰბარდებოდნენ.
ბარძიმ-ი მაღალფეხიანი ღრმა სასმისი, იხმარება ეკლესიაში.
ბასრ-ი ფოლადი. ფოლადივით მაგარი (გრდემლი, მთა, გული); ბასრული, მეტად ფხიანი, მჭრელი.
ბასრობა: ბასრობდეს - დასცინოდნენ, გმობდნენ.
ბახტ-ი - მოცეკვავე, მროკავი.
ბებლ-ი - კუდიანი, თვალთმაქცი, ქაჯი, გრძნეული.
ბედით-ი - ცუდი, ბედკრული, ბედუკუღმართი; ბედითისაქმე, ქვანი ბედითნი. ბედითად - ცუდად, ბედუკუღმართად, ავად.
ბედითობა - სიცუდე, ბედუკუღმართობა, ბედკრულობა.
ბევრ-ათას-ი - ათასჯერ ათი ათასი, ანუ 10.000.000. ბევრი - ათი ათასი (10.000).
ბეზღება - მოწინააღმდეგის გამოტყუება სიმაგრიდან და განადგურება: ვიბეზღნე, ვიბეზღნეთ - გამოვიტყუოთ. იხ: გამობეზღება, წამობეზღება.
ბეჟმედ-ი - მწვანე ფერის ძვირფასი თვალი.
ბეჩარა - ბეჩავი, უმწეო, საცოდავი, საწყალი.
ბიბი - ქალი, ქალბატონი.
ბივრილიონ-ი - ბივრილი, ბივრიტი, ძვირფასი ქვა.
ბილწ-ჴელ-ნახლ-ი: არ ბილწ-ჴელნახლი- რასაც ბინძური, უწმინდური, ბილწი ხელი არ შეჰხებია.
ბირკ-ი - ეკლით შემოსილი ბალახის ნაყოფი, ძურწა.
ბისონ-ი - აბრეშუმის მსგავსი ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული ტანისამოსი, ”სამეფო სამოსელი” (საბა).
ბიც-ი - უნაყოფო ნიადაგი, მოუსავლიანი ადგილი, ბერწი მიწა.
ბიჭობა - ეშმაკობა, ცბიერება, მატყუარობა.
ბმა - დაბმა: იბი - დაიბი, დაიტყვევე (თავი); ებან ებნითა - ებნით დაებან, ე. ი. მუდმივად ებანს უკრავდნენ; სულ ებით სულ დაებით, დატყვევდით; ბარე სულ ებით- ბარემ სულ დაბმულნი იყავით.
ბნედა: ბარე ბდენ - ბარემ ჭკუას (გონებას) კარგავდნენ, ბნედა ემართებოდათ.
ბოლო-შეუქმარ-ი - დაუბოლოებელი, დაუმთავრებელი, დღეგრძელი.
ბოლუქ-ი - გუნდი, сонмы: ბოლუქ-ბოლუქად - გუნდ-გუნდად, დას-დასად, ბლომ-ბლომად.
ბომონ-ი - საკერპე: ბომონთ-მოთხრობა - საკერპეთა ან ბომონთა ისტორია გრძნეულობაზე.
ბორგა - ბორგვა, გაშმაგება, გაგულისება. იხ. აღბორგება.
ბოძალ-ი - ორპირი, ორწვერა ისარი, ”ისარი - პირდიდი და განპებული” (საბა).
ბოძება - საბოძვარი (ან საბოძვრის გაცემა).
ბრალ-ი - სიბრალული, შეცოდება.
ბრალობა - ბრალის დადება, გაკიცხვა; რად ვინ მაბრალობს - რატომ მდებენ ბრალს (საყვედურს მეუბნებიან, მკიცხავენ)?
ბრგვნილ-ი - ბლუ, ენაჩლუნგი, ენაბორძიკი.
ბრდღვნა: იბრდღვენდა - მჴეცებრ მრისხანებდა, ბობოქრობდა მხეცივთ; იგიც რასმე ბრდღვნიდა.
ბროლისა ველ-ი - მეტაფორული გამოთქმა თეთრი, ბროლივით პირისახის აღსანიშნავად.
ბრუალ-ი - ფაცა-ფუცი.
ბრძავს - ებრძვის, ეკამათება.
ბრძანება - 1. თქმა ან განკარგულების გაცემა: ბრძანა ნადირობას გასლვა უბრძანა მეფემან - მეფემ უთხრა.
2. სტუმრად მისვლა: ბრძანებისა და მოსლვისათვის - სტუმრად მობრძანებისა და მოსვლისათვის; დღესა ჩემსა ბრძანეთო- დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდითო.
3. მირთმევა: პური ბრძანეთო - საჭმელი მიირთვითო.
ბრჭალ-ი - ტერფი. ერთი თავსა და გველი ბრჭალსა (ემტერებოდეს) - ერთი (ევა გველის) თავსა და გველი (ევას) ტერფსა. შდრ: ”იგი უმზერდეს თავსა შენსა და შენ უმზერდე ბრჭალსა მისსა" (შესაქმე III , 14-15).
ბრჭე - მსაჯული, მოსამართლე.
ბრჭობა - განსჯა, სასამართლო საქმის განხილვა-გარჩევა.
ბუთ-ი კერპი, სათაყვანო არსება.
ბუკ-ი - საყვირი.
ბუკ-ტაბლაკობა - საყვირისა და დაფის დაკვრა.
ბუმბერაზ-ი - დაქირავებული სამხედრო პირი, დიდი ტანის ფალავანი.
ბუნება: რა ბუნებად მოვიდა - რა მოსულიერდა, გამოცოცხლდა, გონზე მოვიდა.
ბურვა - თავზე რამის დახურვა ან მოხურვა: გებუროს - გეხუროს; ებურა- ეხურა.
ბღვარ-ი - სამხრეთი.

3 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - გ

▲ზევით დაბრუნება



გააზატება - გათავისუფლება.
გაალმასებულ-ი - განრისხებული, გაჯავრებული.
გაამბრიანება: შენთა თმათაგან გამაამბრიანე - ამბარივით გამაკეთილსურნელოვანე.
გაახლებულობა - გაახლება.
გაბასრულ-ი - გაკიცხული, სასაცილოდ აგდებული, შერცხვენილი, გაწბილებული.
გაბედითება - გაცუდება, გაბეჩავება, გაუბედურება. იხ.ბედითი.
გაბედითებულ-ი - გაცუდებული, გაბეჩავებული, გაუბედურებული.
გაბრჭობა - განსჯა, განკითხვა; გაბრჭე თავისა თავსა ზედა.
გაგება - 1. წესრიგი: ესე იყო გაგება- ასეთი იყო წესრიგი.
2. გადაწყვეტილება: ღმერთსა გაუგია- ღმერთს გადაუწყვეტია.
3. მოგვარება, მოწესრიგება: ჴამსისაებრ გაუგია- საჭიროებისამებრ მოუგვარებია; გავაგოთ საქმე; გავაგე სახლისა საქმე.
4. შეძლება: აწ ნახო გაგება შენისა ბუმბერაზისა; აწ ნახე გაგება დარეჯანის ძისაო.
გაგებულ-ი - მოგვარებული.
გაგულისება - გულისმოსვლა, გაბრაზება, გულისმოყვანა.
გაგულქველება - ქველობის, მხნეობის გამოჩენა: გაგულქველევად - გულმტკიცედ, გულმაგრად, მხნედ.
გადიდგემოებულ-ი - გაამაყებული, განებივრებული, მედიდური.
გაზაფრანებულ-ი - ზაფრანად ქცეული, ზაფრანის ყვავილივით გაყვითლებული.
გაზიდვა: გაიზიდნეს ცხენზედა - ამხედრებულნი დაეჭიდნენ ერთმანეთს.
გათაყვანება: გაეთაყვანნეს - მიესალმნენ, მშვიდობა უთხრეს.
გათენება: გაათენს - გაანათებს, გააშუქებს.
გაკვეთა: მაჰრი გაუკვეთა - საქორწილო მიზდი (ქირა) გაიღო, მისცა; წესითა გაუკვეთდიან - წესისამებრ სათანადო ულუფას აძლევდნენ.
გაკიდეგანება - განშორება, მოცილება, განზე გადგომა ვინმესგან.
გაკუშტება - მკაცრი გამომეტყველების მიღება, განრისხება.
გალაღებულ-ი - გათამამებული.
გამამრთელებელ-ი - განმკურნებელი, გამაჯანმრთელებელი.
გამახვა: გაიმახვა - გაილესა; იმახოსა - გაილესოს.
გამელება - გაცბიერება.
გამეცნიერებულ-ი - გათვითცნობიერებული, განსწავლული.
გამვლენ-ი - ”განმკითხველი, სხვის მდგომარეობაში შემსვლელი” (იუსტ. აბულაძე).
გამკაცრება - სიფრთხილე, მორიდება: გამიმკაცრდი - მიფრთხილდი, მომერიდე.
გამკიცხოვნება - დაცინვა, გაკიცხვა, გაქირდვა.
გამობეზღება - მოწინააღმდეგის გამოტყუება სიმაგრიდან და განადგურება. იხ. ბეზღება.
გამობუტკვა - ბუტკოს გამოტანა.
გამოგება: ძლივსღა გამოაგეს გზა - ძლივსღა გაიკვლიეს (გაიგნეს) გზა.
გამოკაზმა: გამოვეკაზმენით - სამგზავროდ გამოვეწყეთ.
გამოლეწვა: შამბსა გამოლეწდა - შამბში (მსხვილ და მაღალ ბალახში) ლაწა-ლუწით მოდიოდა.
გამომეტყველ-ი - გამომთქმელი, პოეტი, მწერალი: გამომეტყველებრ - პოეტურად.
გამომღებარე - შემფერადებელი, მღებარი, ”ფერების მცოდნე ოსტატი” (საბა).
გამომღებელ-ი - გამომსხმელი.
გამორცხვა: გამოგერცხების- მოგცილდება, მოგშორდება.
გამოსათაყვანებელ-ი - გამოსამშვიდობებელი.
გამოსვენება - დასვენება; გამოისვენა- დაისვენა. დია გამოგვისვენა - კარგი დრო გაგვატარებინა.
გამოსვენებულ-ი - დასვენებული, მოსვენებული; გამოუსვენებელი.
გამოსხმა გამოყრა, გამოდევნა, გამოყვანა: გამოგვასხნა მეფობისა ჩვენისაგან.
გამოუსალამებელ-ი გამოუმშვიდობებელი.
გამოღება: გამოიღიან შესამოსელნი - მოჰქონდათა ტანისამოსი; ჴელი გამოუღეს - ხელი გაუწოდეს; ნავღლისაგან ძალი გამომღებია - ნაღვლობისაგან ძალა წამრთმევია (გამომცლია); გამოიღეს ხეთა ნაყოფი - ხეებმა ნაყოფი გამოისხეს.
გამოღმართ - აქეთა მხარეს.
გამო-ღმერთო-ვიდეს - ღმერთო, გამოვიდნენ.
გამოყენება - გამოდევნა: გამოგვაყენნა საშვებლისგანა - გამოგვდევნა საფუფუნო ადგილიდან (სამოთხიდან).
გამოყრა: დარბაზობა გამოიყარა - დარბაზობა დამთავრდა.
გამოჩვენება - გამოჩენა, დანახვა.
გამოცემა: სისხლი გამოეცემის- სისხლი გამოედინება; წყალი გამოცემულა; გამოეცა - გამოეგზავნა; მათ არა გამოსცეს პასუხი - მათ არა უპასუხეს რა.
გამოცორვება - გამოცურება, უპატიოდ გამოსტუმრება, გამოგდება.
გამოძება - გამოძევება.
გამოწყდომა - მოპირდაპირე ჯგუფიდან, ხალხიდან ან ლაშქრიდან ვინმეს გამოხტომა, წინ გამოსვლა: გამოსწყდა იგივე კაცი - წინ გამოხტა, ან წინ წამოვიდა იგივე კაცი.
გამოჭრა: გამოჭრილა - გამოვარდნილა, გამოქცეულა.
გამოჭყირვა: თვალნი გამოაჭყირნა - თვალები გამოპრაწა (გულმოსულად გამოაჭყიტა).
გამოხმა - 1. გამოატანა: გამოახმევინა - გამოატანინა.
2. გამოღება (კარისა): გამოახვნეს - გამოაღეს.
გამოჴდომა: 1. გასვლა: ხანი გამოჴდა - დრო გავიდა.
2. გამოვარდნა, გამოცვენა: გამოუჴდეს ორნი ლომნი - გამოუვარდა ორი ლომი; გამოუჴდეს იგი დამალულნი კაცნი.
გამოჴუება - დაკლება, გამოკლება: გამოეჴვნესა - დააკლდნენ, გამოაკლდნენ.
გამპატიჟებელ-ი - მტანჯველი, დამსჯელი.
გამრთელება: გამრთელდეს - განიკურნოს, გაჯანმრთელდეს; გაამრთელეთ.
გამრიცხვებულ-ი - გამრავლებული.
გამცდელ-ი - მნახველი, მჭვრეტელი.
გამწყაზრება - გამძვინვარება, გააფთრება.
გან - განა (კითხ. ნაწილაკი).
განავარდი-ი - განაფრენი, განაქროლი.
განათლება: განათლდა - განათდა.
განათლებულ-ი - განათებული.
განაპარსევ-ი - გაპარსული.
განაღამცა - ოღონდაც, დიაღაც.
განაცისკრევ-ი - გაცისკროვნებული, ცისკარივით გაბრწყინვებული.
განგებიან-ი - შესმენილი, გონიერი მმართველი.
განდგომიერ-ი - გამდგარი, განდგომილი.
განდრეკა: განდრკეს მეოტნი - უკუიქცნენ მორბენალნი.
განზრახვა - ფიქრი, წინასწარ მოფიქრება: განიზრახვიდეს - წინასწარ მოიფიქრებდეს (გამოირჩევდეს); განზრახვით - განზრახ.
განიადაგებულ-ი - მოთავსებული, დამკვიდრებული.
განკაცება - კაცობა, ადამიანობა, კაცთმოყვარეობა.
განკითხვა - განსჯა, გასამართლება.
განლიგებულ-ი - გარინდებული, გაშტერებული.
განმარისხ-ი - განმარისხებელი, რაც იწვევს რისხვას.
განმთენებ-ი - გამანათებელი, გამთენებელი.
განმქარვებელ-ი - მომსპობი, გამქრობი.
განმჴნობა - გამხნევება.
განრომა - ხსნა, გადარჩენა.
განსალიგებელ-ი - გასარინდებელი, გასაშტერებელი.
განსაცდელ-ი - თვალით დასანახი.
განსისრვა - სისრვა ანუ ისრით (ან ლახვრით) განგმირვა: განესისროდის მზენი ლახვართა მისთა სრულებით - მის (ე. ი. თამარის) ლახვართაგან (ე.ი. წამწამებისაგან) მზენი (ციურნი მნათობნი) იგმირებოდნენ ხოლმე.
განუცად-ი - თვალით დაუნახავი.
განქარვება: განვაქარვოთ - მოვსპოთ, გავაქარწყლოთ; განქარდეს - მოისპოს, გაქარწყლდეს, გაქრეს; გაუქარდათ - გაუქრათ; ჩემი სახელი განქარდების - ჩემი სახელი მოისპობა, დაიკარგება, გაქრება.
განქიქება: განქიქნა - შეარცხვინა, გამოააშკარავა (ისინი); განქიქებით.
განქიქებულ-ი - შერცხვენილი, გამოაშკარავებული.
განქრევა - გაბნევა, დალეწვა: სათავნო გაანქრიე - სასარგებლო გააბნივე (გააქარვე), დალეწე; განვანქრევ - დავლეწავ,დავამსხვრევ.
განყოფა - გაყოფა, წილის მიცემა: სული განვიყო - ჩემი სულის მონაწილე გავხადო, ერთი წილი სული მას მივცე. არ განგვეყოფის - ჩვენი მოწილადე არ არის (არ ხდება), ჩვენთან წილს არ იდებს.
განჩინებულ-ი - განკუთვნილი.
განცდა (გაცდა) - დანახვა, ჭვრეტა. ვერ განვიცადი; გაიცადე იგი პირმზე; მშვენვარე პირი გაიცადა; ეგე საქმე გაგაცადო - ეგ საქმე დაგანახვო.
განცუდება - ცუდ-ყოფა, გაამაოება, გაბედითება: განცუდნა - გააამაოა, გააბედითა, ცუდყო.
განცხრომა - ფუფუნება.
განძევარ-ი - განძეული, ძვირფასი ნივთები.
განძვინვებულ-ი - გამძვინვარებული.
განწესება - წესის დადგენა, გარიგება.
განწევა - გასწრება; გაწევა: ვერ განეწიოს - ვერ გაასწროს.
განწონება - მკერდში (გულში) ისრის გაყრა, რამეში გაჩრა.
განჴმულ-ი - გაღებული, გახსნილი.
განჴმულობა - გახსნა.
გაპატიჟება - დასჯა, წამება: გავჰპატიჟებ - დავსჯი, ვაწამებ.
გაპირება: გააპირეს წამოსლვა - დააპირეს, მოინდომეს წამოსვლა.
გარდავსებულ-ი - გავსებული, დაფარული.
გარდაკიდება - გადაყრა, შეხვედრა: გარდაგვეკიდნეს - გადაგვეყარნენ, შეგვხვდნენ.
გარდაკონვა: ენა გარდმკონოს - ენა შემიკრას, დამიბას.
გარდასლვა: ეგზომნი ჭირნი გარდამსლვიან - იმდენი ჭირი გადამიტანია, გადამხდომია.
გარდასრულ-ი - გარდაცვალებული.
გარდაქცევა: გზასა გარდაუქცია - გზიდან გადაუხვია.
გარდაწყვეტა - გათავება (ბრძოლისა): გარდაიწყვიტონ; გარდავსწყვიტოთ; გარდაიწყვიტეს.
გარდაჭედილ-ი - გარშემო მოჭედილი.
გარდაჭრა - გადავარდნა, ჩამოხტომა (ცხენიდან): გარდაიჭრა - ჩამოხტა, სწრაფად გადმოვიდა.
გარდახვეწა - გაქცევა, გადაკარგვა: გარდიხვეწები - გაექცევი; გარდავეხვეწებით - გავექცევით; გარდაეხვეწნეს - გაექცნენ; გარდაგვეხვეწნეს; გარდაიხვეწნეს იხვეწენითო - გადაიკარგენით, გაიქეცით.
გარდაჴდევა - გადახდევინება: გარდააჴდევთ - გადაახდევინებთ; გარდაგაჴდევ - გადაგახდევინებ.
გარდაჴდომა: გარდაჴდა - ჩამოხტა (ცხენიდან), დაქვეითდა; გარდაჴდა - გადმოხტა; გარდაჴედ - ჩამოხტი; გარდავჴედ - დავქვეითდი, ჩამოვხტი.
გარდაჴდომილ-ი - დაქვეითებული, ჩამომხტარი (ცხენიდან).
გარდგომა - გარშემო დგომა: გარდგომილან გუშაგნი - (ციხის) გარშემო მდგარან გუშაგები.
გარდმომდენელ-ი - გარდამომდენელი, ზევიდან მაპკურებელი (ცვართა).
გარდმოფენილ-ი - გადმოფენილი.
გარდმოჭრა გადმოვარდნა: ჩამოვარდნა
გარება - გავლა.
გარეგან-ი - გარეთ მყოფი.
გარეთად - გარდა.
გარეშექცევა - უკან დაბრუნება, გამობრუნება (გზიდან).
გარმოზღუდვა - გარშემოზღუდული, გარშემორტყმული.
გარყვნა - გაფუჭება: საქმე რა გაირყვნებოდეს - რა საქმე გაფუჭდებოდა, წახდებოდა.
გასალამება: გაესალამა - დაემშვიდობა, გამოემშვიდობა.
გასაჩვენებელ-ი: გასაჩვენებლად - თავის გამოსაჩენად.
გასახელოვნებულ-ი - სახელგანთქმული, სახელმოხვეჭილი.
გასაჴრმებულ-ი - ხმალდახმალ ბრძოლაში გასასვლელი.
გასმა: ცხენსა მისსა გავსვით - ცხენზე შევსვით.
გასრულება: აწ გაასრულე ჭაბუკობა შენი - სრულყოფილ ჰყავ და განამტკიცე შენი რაინდობა.
გასწრაფება: თუ დიდად არ გაისწრაფებ - თუ ძალიან სწრაფად არ წახვალ.
გასწორება - გატოლება: გვეგონა გასწორება - გვეგონა (ერთმანეთს) გაუსწორდნენ, გაუტოლდნენ; გაუსწოროთ ერთმანერთსა - გაუტოლდეთ (ძალაში) ერთმანეთსა.
გასწრება - გაქცევა, გასხლტომა, თავის დაძვრენა: ვირე გაესწრებოდა - სანამ გაუსხლტებოდა, გაექცეოდა, თავს დაიძვრენდა; გაესწრა .
გასხმა: გაძევება, გაყრა: გაასხნა - გაყარა, გააძევა.
გატევრება - ტყეში გაჭრა.
გატეხა - შემუსრვა: რად გამიტეხენ ქვეყანანი - რად შემიმუსრეთ მიწანი; ქარავანი გატეხონ - ქარავანი შემუსრონ.
გატეხილ-ი - სულიერად დავარდნილი.
გაუგებელ-ი - მოუგვარებელი.
გაუდევნელ-ი - ძლიერ სწრაფი, რომელსაც ვერავინ გაედევნება.
გაუვლენელ-ი - დაუკარავი, გულგრილი, ვინც სხვის მდგომარეობაში არ შედის.
გაუვლენელობა - დაუკარაობა, გულგრილობა.
გაუხელებელ-ი - გაუგიჟებელი, უშმაგო.
გაფეროზება: გაფეროზებულა - ფეროზის ფერი მისცემია. იხ: ფეროზი.
გაფიცხება - გამაგრება, გაცხარება, გაცეცხლება, გაბრაზება: გაფიცხდის - გაბრაზდებოდა, გაცეცხლდებოდა, აენთებოდა ხოლმე. რა გავფიცხდი; გავფიცხდით - გავმაგრდით, გავცეცხლდით, გავბრაზდით.
გაფრჭვნილ-ი - გაშლილი, გაფურჩქვნილი.
გაქაფურება - გათეთრება; გაჭაღარავება: თმა ჩემი არ გაქაფურებულა.
გაღება - 1. გაგნება, გაკვლევა: ვირე გზა არ გავიღო - სანამ (ვიდრე) გზას არ გავიკლევ (გავიგნებ); გზა ვეღარა გავიღეთ.
2. მიტანა: თავი ცამდი გაგიღია - თავი ცამდე მიგიტანია (აგიმაღლებია, აგიწევია).
გაყრა: ბრძანა გაყრა ნადიმისა - ბრძანა ნადიმობის დაბთავრება.
გაყრმობა: გაყრმდების - გაახალგაზრდავდება.
გაშა - სამეფო ტახტი (ნ. მარი).
გაშენება - 1. აშენება, აყვავება, გააშენე.
2. შენად გახდომა: გააშენე.
გაჩვენება - კარგად დანახვება, თავის კარგად გამოჩენა: გაგაჩვენო მაგა ცოლსა შენსა - კარგად დავანახვო (შენი ჭაბუკობა) მაგ შენ ცოლს; ესე იყო პირველი გაჩვენება, რომელ გაეჩვენა თავისსა ცოლსა. - ეს იყო თავის პირველი კარგად გამოჩენა, რომ თავის ცოლს დაენახა.
გაცემა: გასცა გზა - ასწავლა გზა; გზა... გაუცემია; მე გაგცე გზა.
გაციხოვნება - ციხეში ჩასმა, დამწყვდევა.
გაცუდება: გაგიცუდდა - გაგვიუქმდა.
გაცხროება: გაცხროა - გააცივ-გააცხელა, ციებ-ცხელება დაემართა; გააცხროებდეს
გაძება - გაძევება, გაგდება: გააძე - გააძევე, გააგდე; გაგიძია - გაგიგდია, გაგიძევებია; გააძეს - გააძევეს, გააგდეს.
გაძებულ-ი - გაძევებული, გაგდებული.
გაწვევა - უკან გაბრუნება, გაგდება, გაძევება: გაგაწვევ - გაგდებ, გაძევებ.
გაწვლილება - გაწვრილება, გახდომა.
გაწლობილ-ი - გაწვრილებული.
გაწყვედა (გაწყვეტა)- გათავება: ხვალე გაწყვედა ჴამს შენი და ჩემიო - გვმართებს, რომ ხვალ მე და შენ ბრძოლა დავამთავროთ. იხ: გარდაწყვეტა.
გაჭირება - გაძნელება: გაჭირდა ომი - გაძნელდა ომი (ომის მოგება).
გაჭრა - გავარდნა, გასვლა (ველად უიმედო მიჯნურობისაგან); სული გაიჭრა - სული გავარდა.
გახალვათება: გაახალვათეს - გააცალკევეს.
გახელება - გაგიჟება (მიჯნურობისაგან).
გახმა - გაღება: გაგიხვამ კართა - კარებს გაგიღებ; გაახვნეს კარნი - კარები გააღეს.
გაჴსნა (ხელისა)- სისხლის გამოღება ვენიდან: ჴელი გაიჴსნა.
გაჯდომა - (ცხენზე) შეჯდომა: გაჯდა - შეჯდა.
გება: 1. მოპასუხეობა: ვერ ვეგები - მოპასუხეობას ვერ ვიკისრებ; ანა გებითა - ან მოპასუხეობით.
2. შეძლება: ვერ ვეგები - ვერ შევიძლებ; ვერ ვაგებ თქმითა.
3. გაჩენა, შექმნა: ეგე ნათელი - გაჩნდი ნათელი; ღმრთისაგან ეგე - ღვთის წყალობით გაჩნდი, შექმნილ იქენ.
4. მინიჭება, მიცემა: მოემან გებით - სტუმარი მინიჭებით.
5. გახდომა: ოს თამარ ეგე - როდესაც შენ, თამარ, გახდი.
გებულ-ი - 1. არსებული, მყოფი, გაჩენილი: ძითურთ გებულად; მეფედ გებული.
2. მონიჭებული: ძლევა გებულად; ჴელთ გებულად; სწავლით გებულსა.
3. აშენებული: სახლად გებულსა.
გემოობა: სიდიდესა გემოობ - ნებივრობ, ამაყობ, მედიდურობ; დიდსა გემოობდა - ამაყობდა, ნებივრობდა, მედიდურობდა.
გვალე - სწრაფად, ჩქარა იარე.
გვარიან-ი - კარგი გვარისა.
გვარიანობა - საგვარეულობა, ჯიშიანობა.
გვერც - გვერდს, გვერდით.
გზა-გაუღებელ-ი - გზააბნეული; თავისა გზა-გაუღებელი - თავგზააბნეული.
გზება - ანთება (ცეცხლისა): ცეცხლი აეგზნა; მიგზებ - მინთებ. უგზის - უნთია; გზნითა - აღგზნებით, წვით, ნთებით.
გზის-მლეწველ-ი - ავაზაკი, მძარცველი, ბანდიტი.
გლახ - ვაი, აფსუს: მო-გლახ-ველოდი - ვაი (აფსუს), რა ამაოდ მოველოდი.
გმერა - ჩხვლეტა, ჩასობა, კვრა, ძგერება (ლახვრისა): გულსა უგმიროს - გულში ჰკრას, აძგეროს, ჩაასოს (მახვილი); ვისცა უგმირეს - ვისაც ჩასცეს, აძგერეს (მახვილი).
გოარ-ი - მარგალიტის თვალი.
გოდოლ-ი - კოშკი.
გოლეულ-ი - ფიჭიანი თაფლი.
გოლ-ი: გოლებრ მწთოლვარე - თაფლივით მწვეთავი.
გონება - 1. ფიქრი, მოგონება: დადნა გული... შენითა გონებითა - დადნა გული... შენზე ფიქრით; ვიწვი შენითა გონებითა - შენზე ფიქრით, შენი მოგონების გამო ვიწვები; შენისა გონებისაგან არა მაქვს ძილი - შენი მოგონებისაგან, შენზე ფიქრისაგან აღარ მეძინება.
2. ცნობა: რა გონებად მოვიდა - რა ცნობაზე მოვიდა, რა ცნობა დაუბრუნდა (მოსულიერდა); მო გონებანი - მომიპყარით გონებანი (ცნობანი).
გონება-ვრცელ-ი - ღრმამოაზროვნე, შორსმჭვრეტელი.
გონება-შეჭირვება: მეტისა გონება-შეჭირვებისაგან დაიღრიჯნა - მეტი ფიქრისა და დარდისაგან მოიწყინა.
გრაკ-ი - ბრაწის ხე.
გრგვინვა: გრგვინვიდენ ცანი - ჭექდნენ და ქუხდნენ ცანი.
გრივ-ი - საწყავი საზომი ერთეული, უდრის 55 ლიტრას.
გრძენ-ი - გრძნეული, მისანი, ჯადოსანი.
გრძნება - მისნობა, გრძნეულობა, ”ეშმაკთ მოქმედება” (საბა): გრძნითა - გრძნებით, მისნობით; გრძნებითა - მისნობით;
გულ-დრკუ - გულმრუდი, გულხენეში, გულბოროტი.
გულ-ნაზუქ-ი - გულნაზი, გულსუსტი, გულჩვილი.
გულ-ჯარბობა - გულმოსულობა, გულჯავრიანობა.
გუნდ-მწყობრ-ი, - გუნდ-გუნდად შეწყობილი; კრებული (დიდებულთა) და რაზმი (ლაშქართა), კრებულად დარაზმული.
გუნდრუკ-ი - სურნელოვანი საკმეველი.

4 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - დ

▲ზევით დაბრუნება



დაავლება - ავლად ქცევა, დანაცრება: დამიავლებს - დამინაცრებს, ავლად მიქცევს.
დაალაფება: დაგიალაფებია - ნადავლად აგიღია, დაუფლებულხარ.
დაარება: დაარონ - შემოატარონ.
დაახლება: კაცთა აღარ დავეახლო - ადამიანებს აღარ დავუახლოვდე.
დაბადება: დაიბადენი - დაიბადეთ.
დაბდაბ-ი - დოლი, დაფდაფი.
დაბეჭდვა - ბეჭდის დადება, დალუქვა: კარნი დაკლიტნეს და დაბეჭდნეს - კარები დაკეტეს და ბეჭდები დაადეს (დალუქეს).
დაბმა - 1. გაბმა, გახვევა: სხვასა საქმესა არა დავება - სხვა საქმეში არ გავება (არ გავეხვიო), სხვა საქმე არ გავაკეთო.
2. დაბმა: რადგან დაებით; სწავლა დაებმის - სწავლა (ცოდნა) არ შველის.
დაბნედა - ბნედის დაცემა: დაბნდა
დაბნედილ-ი - ბნედადაცემული, უგონოდ დავარდნილი, გულწასული.
დაბრმობა: დაბრმდეს - დაბრმავდეს.
დაბრუტებულ-ი - დაბრმავებული, გზაგაუგნებელი, გზააბნეული.
დაბურვა - დახურვა: დაიბურეს
დაგდება - დატოვება, მიტოვება: დავაგდე ყოველი - ყველაფერი მივატოვე; იგი არაბეთს დააგდეო - ის არაბეთში დატოვეო.
დაგება - 1. (თვალის) დევნება, ყურება: თვალი დამიგეთ - თვალი მადევნეთ, მიყურეთ; თვალსა უგებდა - თვალს ადევნებდა, იხედებოდა.
2. გაშლა: დაეგო პური - პურ-მარილი გაეშალა.
3. მე ჴელად მიჩნდა ქორის... დაგება - ჩემ საქმიანობად მიმაჩნდა ქორით დევნა (ნადირობა).
დაგ-ი - ცეცხლის მხურვალება.
დაგრუზვა: თმანი დამიგრუზნა - თმები დამიგრიხა, დამიხუჭუჭა.
დაგულ-ი - დამწვარი, დადაგული.
დადარ-ი - სამართლიანი, ზედწოდება ხოსრო ანუშირვანისა.
დადება: დაიდვა ნადიმი - გამართა ნადიმი, (მან) ნადიმობა დაიწყო. დავიდევით ნადიმი - ნადიმი გავმართეთ, ნადიმობა დავიწყეთ.
დადენა - დადინება, დენა (წყლისა ან სხვა თხევადი ნივთიერებისა).
დადირ-ი - ძმა, მეგობარი.
დადრკომა - დახრა: დადრკების - დაიხრება, დაიზნიქება.
დადრტვინვა: დაიდრტვინვეს - ჩივილი დაიწყეს, დაიჩივლეს.
დადუხჭირება - დაუშნოება: დადუხჭირდებოდა - დაუშნოვდებოდა; დადუხჭირდა - დაუშნოვდა.
დადუხჭირებულ-ი - დაუშნოებული,
დავა - ჩხუბი, ბრძოლა: ოს დიდ მან დავით - როდესაც მან დიდი ბრძოლით; დავითის დავით - სოსლანის მიერ წარმოებული ბრძოლების გამო; მაშინ დავით მათ - მაშინ ბრძოლით მათ.
დავალ-ი - 1. დასალირი, დასავალი: ჴმელთა დავალი - ხმელეთის დასავალი, დასალიერი.
2. სახელმწიფო: მისცა დავალი.
დავედრება - დაბარება, შეთვლა: დაჰვედრის - დაუბარებდა, შეუთვლიდა ხოლმე; დაავედრა - დაუბარა, შეუთვალა; დაჰვედრა - დააბარა, შეუთვალა.
დავლა - ბედნიერება, სვე-სვიანობა.
დავსება - ჩაქრობა: სანთელი დაავსო - სანთელი ჩააქრო; წყალი არ დაავსებს - წყალი არ ჩააქრობს. დაუვსო სიხარულისა სანთელი.
დაზმა - დაყოფა, დაყოვნება: დიდსა ხანსა არ დაზამს - დიდ ხანს არ დაჰყოფს. ხანსა დაზმიდის.
დათიჴება - ატალახება: მიწაცა ცრემლითა დავათიჴე.
დაკაფვა - დაჭრა: დაგკაფეს და დაგაგდეს - დაგჭრეს და მიგატოვეს (დაგტოვეს).
დაკლიტვა - დახშვა, დაკეტვა:. დაკლიტნეს - კლიტეები დაადეს, დაკეტეს, დახშეს.
დაკლიტულ-ი - დაკეტილი, კლიტედადებული, დახშული.
დაკმევა: დააკმივეს - დააფრქვიეს.
დაკუშტვა: რად დავეკუშტვი - რატომ ვუწყრები.
დალიბრება: თოვლი დალიბრდა - თოვლი ჩალურჯდა.
დალმობა - დასნეულება.
დამაარს-ი - დამაარსებელი, შემოქმედი.
დამადუხჭირებელი-ი - დამაუშნოებელი.
დამამძიმებელ-ი - დამამწუხრებელი, დამაურვებელი, სევდისა და ჭმუნვის მომგვრელი. იხ: დამძიმება.
დამართება - 1. წასვლა; გამგზავრება: დავმართეთ მას ძნელსა გზასა - გავემართეთ, წავედით ძნელი გზით; ინდოეთით კერძო დამართე - ინდოეთის მხარეს წადი, გაემართე.
2. მორევა, ძლევა, დამარცხება: დამართებს - მოერევა, სძლევს, დაამარცხებს.
დამართებით - დასხმა (დასმა), ერთმანეთის გასწვრივ დასხმა; დამართებით - დაისხნეს; დამართებით გვერცა უსხდეს - პირდაპირ გვერდით უსხდნენ.
დამართებით-ი - მძლეველი, მომრევი, დამამარცხებელი.
დამბეჭდველობა: ბეჭდის დასმა, დაბეჭდვა: სჯულისა დამბეჭდველობა - რჯულის განმტკიცება.
დამეტება - 1, ჯობნა: დაუმძიმდა ინდოსა ჭაბუკსა დამეტება ამბრისაგან.
2. დამატება, უფრო მეტის თქმა: ვერცა დამეტებს სოფოკლი; ვერა დამატონ; არ დაჰმატისა - არ უმატებს.
დამეტებულ-ი - გადაჭარბებული, გადამეტებული.
დამესისხლება - მოსისხლედ (მტრად) გახდომა: დამმესისხლებიან - მოსისხლედ (მტრად) გამხდომიან.
დამესისხლებულ-ი - მოსისხლედ, მტრად გადაქცეული.
დამზარ-ი - არად დამზარი - დაუზარელი.
დამიც: გული დამიც - დამიდვია გული; დამიც დროდ თვე ერთი - ერთი თვის ვადა მომიცია.
დამოწმება - ჩუმად მოლაპარაკება, თქმა: დაემოწმა ყმისადა.
დამსხემ-ი - მსხემად მავალი. იხ: მსხემი.
დამშვიდ-ი - დამამშვიდებელი.
და-მცა განაღა-გვიმძიმდა - განაღამცა დაგვიმძიმდა, ოღონდაც (დიაღაც) დიდად შევწუხდით.
დამცრება - დალევა: იმედი დაუმცრდეს - იმედი დაელიოს.
დამცრობა - დამდაბლება, დამცირება: ერთსა გაადიდებს და მეორესა დაამცრობს; დამცრობილა - დამცირებულა, დალეულა; დამცრობა მტერისა.
დამძიმება - დამწუხრება, დანაღვლიანება, ურვა, დადარდიანება: დაუმძიმდების - ურვა შეექმნება, მწუხარება შეიპყრობს; დამიმძიმდა - ურვა შემექმნა, მწუხარებამ შემიპყრო; დაუმძიმდა - დანაღვლიანდა, დამწუხრდა, სადარდებელი გამოუჩნდა.
დამწეს-ი: იგავთ დამწესი - იგავთ ჟანრის დამდგენელი (იგულისხმება სოლომონ ბრძენი).
დამჭლობა: დამჭლდა - გახდა, ჩამოხმა.
დამჴდურ-ი - მომსწრე, თანადამსწრე.
დანაგზებ-ი - დანთებული.
დანაყილ-ი - დაჩეჩქვილი, განაწამები.
დანგ-ი - ”სამი კერატის წონა” (საბა).
დანთქმა - წყალში ჩაძირვა ან დაღრჩობა; სიბნელეში გაქრობა; უფსკრულში ჩავარდნა.
დანქრევა - დავარდნა.
დანქრეულ-ი - ჩამოყრილი, ჩამოცვენილი.
დაონავრება: დავიონავრენით - ხალხი ამოვხოცეთ და ალაფი ავიღეთ, ავიკელით, ავაწიოკეთ, დავარბიეთ.
დაონავრებულ-ი - აწიოკებული, აკლებული, დარბეული.
დაპატიჟება - იძულება, შეწუხება: ნუღარ დამპატიჟებთო - ნუღა შემაწუხებთ, შემაჭირვებთო; დაჰპატიჟა - შეაწუხა; დაჰპატიჟა ფიცითა - ფიცით აიძულა.
დაპყრობა: დააპყრას - ჩააგდოს; იგიცა ჩემთა ცოდვათა დააპყრეს - ისიც ჩემს ცოდვაში ჩააგდეს; ორგულთა თქვენთა დააპყრას ეგეთი ყოფა - თქვენს ორგულებს მიაწიოს ასეთი ყოფა, თქვენი ორგულები ჩაყაროს ამ ყოფაში; ფათერაკსა დავეპყრობით - ფათერაკში ჩავცვივდებით, ფათერაკი შეგვემთხვევა.
დარაკა - ხარის ტყავისაგან დამზადებული ფარი.
დარბაზობა - სასახლეში მიღება, აუდიენცია.
დარება - შედარება, მსგავსება: ვარდთა გიდარნე - ვარდებს შეგიდარე, მიგიმსგავსე.
დარ-ი - სწორი, მსგავსი, შესადარი: დარნი-დარნი - სწორ-სწორნი; რად ვთქვა შენ დარად; მნათობის დარი, დარად.
დარმან-ი - წამალი: დარმანის ველი - სამკურნალო ველი.
დარქმა - დახურვა: ვირე დაირქვემდა - სანამ დაიხურავდა.
დარჩენა - გადარჩენა: ფათერაკისაგან დავრჩითო - ფათერაკისაგან (ხიფათისაგან) გადავრჩითო.
დარჩენილ-ი - გადარჩენილი.
დარწყმა - მახის დაგება: რომელ დაარწყვეს - რომელი მახეც დააგეს.
დასაბურველ-ი - ჩამოსაფარებელი, ნიღაბი.
დასაზმელ-ი - დასაყოვნებელი: დასაზმელად დასარჩენად, დასაყოვნებლად.
დასაკლის-ი - უარყოფითი მხარე, ნაკლოვანება.
დასამძიმებელ-ი შესაწუხებელი, დასანაღვლებელი, დასასევდიანებელი; არასასიამოვნო (ამბავი).
დასასლბობელ-ი - დასაბნედი, დასასულებელი.
დასატენალ-ი - დასატენი.
დასახებულ-ი - მიმსგავსებული, მინიშნებული, დასახული.
დასახვა - მიმსგავსება, დახატვა: არცა მხატვართაგან დაისახებოდა - არც მხატვართა მიერ დაიხატებოდა (მიიმსგავსებოდა).
დას-დასულ-ი - გუნდ-გუნდური.
დასთა დასულ-ი - გუნდთა მოდასე.
დას-ი - გუნდი.
დასლბობა - დასულება, გულისწასვლა, დაბნედა, უგონოდ დავარდნა.
დასტ-ი - კოკა.
დასტურ-ი - ნებართვა, თანხმობა.
დასულთაებრ - მოდასესავით, გუნდის წევრსავით.
დასულ-ი - გუნდის წევრთაგანი, მოდასე.
დასურ-ი - სასურველი, სანდომი.
დასულტნებულ-ი - გასულთნებული, გამეფებული.
დასწორება: დაესწორა - მიუახლოვდა, დაეწია.
დასწრება: მერმე დავესწრები მისსა ომსა - მერმე შევესწრები (მოვესწრები) მასთან ბრძოლას.
დასხმულ-ი - დადგენილი, შექმნილი, განკუთვნილი.
დატკებნა - დატკეპნა, გათელვა, დათრგუნვა: დაეტკებნა
დატყუბნა: დაიტყუბნა ფერჴნი - ფეხი ფეხს მიადგა.
დაუბუნებელ-ი - შეუბრალებელი, ბოროტი, უბუნებო.
დაუვალ-ი - ჩაუსვლელი.
დაუთმობელ-ი - თმობა უქონელი, მოთმინებადაკარგული.
დაუთხოველ-ი - გამოუთხოვებელი.
დაუკარავ-ი - მიუკარებელი.
დაუკარაობა - მიუკარებლობა.
დაუმალევ-ი უსწრაფესი, უჩქარესი.
დაუნაყელ-ი - დაუჩეჩქველი, დაუტანჯავი.
დაურვება - ზრუნვა, საქმის მოგვარება: შენებურად დაიურვე - შენებური მზრუნველობა გამოიჩინე; იგი დაიურვეთ - ის მოაგვარეთ.
დაუშრეტელ-ი - ჩაუქრობელი.
დაუშრომ-ი - დაუღლელი.
დაუც - დაუძს, დაუდვია.
დაუწეს-ი - დაუწესებელი, დაუდგენელი.
დაუწვევ-ი - დაუწველი.
დაუწყებელ-ი - დასაწყისის არ მქონე, ღმერთის ეპითეტი.
დაუჭირველ-ი - შეუწუხებელი, გაუწვალებელი.
დაუჴსნელ-ი - გაუხსნელი.
დაფანჩვა - დაბნევა, დაფანტვა; დაგვფანჩნეს - დაგვფანტეს, დაგვაბნიეს; ზოგნი დაიფანჩნეს და წავიდეს.
დაქადება - დამუქრება.
დაქადებულ-ი - დამუქრებული.
დაღალატებულ-ი - მოტყუებული, მოცთუნებული.
დაღრეჯა - მწუხარება, სევდა, ჭმუნვა, მოწყენა: დაღრეჯით; დაგღრიჯა - დაგამწუხრა, დაგანაღვლა, დაგასევდიანა; დაიღრეჯს - დაინაღვლებს, მოიწყენს, დადარდიანდება.
დაყივნება: დამიყივნენ - შემირცხვინე.
დაყოფა: ყურნი ჩემნი შენ დაგიყოფიან - ჩემი ყურები დაგიხშვია, დაგიყრუებივარ.
დაყრა (ქარავნისა) - გაშვება, მიტოვება.
დაყუდნება: დაყუდნა - დაწყნარდა, დამშვიდდა.
დაშავება: ქორნი დამშავებიან - ქორები წამხდარან.
დაშვრომა - დაღლა, დაქანცვა: დააშვრეს - დაქანცეს, დაღალეს. დაშვრეს - დაიღალნენ, დაიქანცნენ.
დაშკმობა - დაღება (პირისა): დაეშკმო პირი - პირი დაეღო.
დაცემა - 1. დახეთქება: დასცა - დაახეთქა (მიწაზე).
2. დატეხა: რისხვა ღმრთისა დავეცით: თავს ღვთის რისხვა დავატეხეთ.
3. დადგმა: დასცნეს კარავნი - კარვები დადგეს, დაბანაკდნენ.
4. მომარჯვება, გამოყენება: დაცა-ვსცე ნალი კალამიც საწერად მოვიმარჯვო.
დაცთომილ-ი - აცდენილი, შემცდარი.
დაცლა: სულად დავიცლები - მოვკვდები, სული ამომივა.
დაცმულ-ი - მძივად ასხმული.
დაცრცვილ-ი - გაძარცული.
დაძაბუნება - დაჯაბნება, დამორჩილება: დაიძაბუნა საწუთრომან.
დაწვლილება - გაწვრილება: თმისაებრ დაწვლილდა - თმასავით გაწვრილდა.
დაწინდულ-ი - დაგირავებული.
დაწლობა - დაწვრილება: ტანი... თმისაებრ დამწლობია - ტანი თმასავით გამწვრილებია.
დაჭარბება - მოძალება: მიჯნურობა დასჭარბდეს.
დაჭედვა - ჩაკეტილში გამომწყვდევა, ბორკილების დადება, დაპატიმრება: ციხესა შიგან დაუჭედიხარ; დამჭედოს; დამჭედე; ყმა დაუჭედია.
დაჭედილ-ი - დაპატიმრებული, ბორკილებ დადებული.
დაჭირება (დაჭირვება) - გაჭირვება, შეწუხება, გატანჯვა, გაწვალება: დაეჭირა - გასჭირებოდა, გატანჯულიყო; დამჭირებია - შევწუხებულვარ, გამჭირვებია, გავტანჯულვარ; დამეჭირვოს - გამიჭირდეს.
დაჭირვა - ხელის დაჭერა: ჴრმალი დაჭირვითა გააგდებინა - ხმალი ხელის დაჭერით გააგდებინა.
დაჭირვებულ-ი - შეწუხებული, გატანჯული.
დაჭნობა - დაჭკნობა: დააჭნობს - დააჭკნობს.
დახოჭილ-ი - დახოკილი, დაკაწრული.
დაჴდომა - ჩავარდნა: დაჰხდეს სიღმესა - სიღრმეში ჩავარდეს.
დაჴსნა - გადარჩენა, გამოხსნა: ამა ცეცხლსა ვითა დამჴსნი - ამ ცეცხლისაგან როგორ გადამარჩენ; ძნელად დაეჴსნები - ძნელად გადაურჩები; ჭანგისაგან დამჴსნა - კლანჭიდან გამომიხსნა.
დაჯაბნებულ-ი - დალაჩრებული, ჯაბანად ქცეული, შეშინებული.
დაჯანგება - დაჟანგება.
დაჯერება: დავჯერდი თავსა ჩემსა; ჩემი თავის სიძლიერეში დავრწმუნდი; დააჯერნე; შენს სიძლიერეში დაარწმუნე (ისინი); ვერა რომელმან დავაჯერეთ ერთმანერთი - ვერც ერთმა ვერ დავარწმუნეთ ერთმანეთი სიძლიერეში.
დება - კიდება, მოდება, მოკიდება (ცეცხლისა).
დედა - ქალი, დედაკაცი.
დედაობა - დედაკაცობა.
დია - 1. ქალი, დიაცი: არ ავი დია.
2. დიდი, დიადი: ა, რავი დია; დია კაცი მეჴოცა; დია გამოგვისვენა - კარგი დრო გაგვატარებინა, კარგად დაგვასვენა.
3. დიაღ, ჭეშმარიტად: მომკალ მე, დია; ვინატრე დია; დია, ღმერთო.
დიადიმა - ”სამეფო სამჴრე” (საბა), სამეფო პორფირის ზევიდან მოსასხამი.
დიდისგემო - ნებიერი, ფუფუნების მოყვარე, ამაყი, ზვიადი, თავმომწონე.
დიდის-გემოობა - მედიდურობა, ამაყობა, ნებივრობა.
დილეგ-ი - ციხე, საპყრობილე, საპატიმრო.
დრამა - ვერცხლის ფული.
დრაჰკან-ი - ოქროს ფული.
დრკუ - მრუდი, რომელიც არ გასწორდება.
დრუნგილ-ი - მარმარილო.
დუმბულ-ი - საყვირი, ნაღარა.
დუხჭირ-ი - უშნო, გონჯი, მახინჯი, ნასი.
დღის-ფერ-ი - დღის მსგავსი.

5 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ე

▲ზევით დაბრუნება




ებან-ი - ქნარი, ჩანგი.
ებარე - არსებული, მყოფი.
ებგურ-ი - გუშაგი, “მაღლით მხედველი დარაჯა” (საბა).
ეგების: უნახაობა ჩვენგან არ ეგების - ჩვენის მხრით უნახაობა არ შეიძლება; არა ეგების კაცისაგან შესლვა - არ შეიძლება ადამიანი შევიდეს; არა ეგებოდა უკეთესობა - უკეთესობა არ შეიძლებოდა; მას დღესა აღარა ეგებოდა - იმ დღეს აღარაფერი შეიძლებოდა.
ედემ-ი - სამოთხის ბაღი, წალკოტი, ადამ და ევას თავდაპირველი საცხოვრისი.
ედემურ-ი - სამოთხისებური, სანეტარო, საამური.
ევლტის - გაურბის.
ეგზომ-ი - ამდენი, მაგდენი.
ეგზომ - ისე.
ელ(ვ)ობა - ელვარება, ელვისებური ბრწყინვალება. ელვ - ელვარებ, ანათებ, ბრწყინვალებ; ელი; ელ.
ეთერ-ი - უთხელესი ჰაერი, შემორტყმული დედამიწისა და ციური მნათობების გარშემო.
ეთერ-ბრწყინვალე - ეთერივით ბრწყინვალე და გამჭვირვალე.
ელიჯა - მაღალხარისხოვანი.
ელნობა - ბერძნობა.
ემბაზ-ი - მოსანათლავი ჭურჭელი.
ემირ-ი - ამირა; მბრძანებელი.
ემისი - ემისე, მისი გახდი, დაენათესავე.
ემუდა - ბორკილი.
ენა-ბრგვნილობა - ბლუობა, ენაჩლუნგობა, ენაჩლიქობა.
ენა-დიდად-მაგალით-ი - დიდად თვალთმაქცი და მატყუარა (მოუბარი).
ენა-მაღორებელ-ი - ენაცბიერი, ენით მაცდური.
ენა-მაგალით-ი - თვალთმაქცი, მატყუარა (მოუბარი),
ენა-მელურობა - ენაცბიერება.
ენა-რიტორ-ი - მჭევრმეტყველი.
ენოვან-ი - მჭევრმეტყველი, ორატორი, ენაწყლიანი.
ენოვნობა - მჭევრმეტყველება, ენაწყლიანობა.
ერ - ერი, ხალხი.
ერთ-ი: აერთა - შეაერთა, გაუყარა (ოროლი).
ერთ-არსება სამ-სახიერ-ი - ქრისტიანული სარწმუნოებით ღმერთი იყო ერთარსებიანი და სამსახიერი, ე. ი. ერთარსება ღმერთში განსახიერებული იყო მამა, ძე და სულიწმიდა.
ერთ-სამწყსოობა - ერთ სამწყსოში (სამრევლოში) ყოფნა.
ერთსახე - ერთგვარად, ერთნაირად.
ერ-ი - 1. ხალხი.
2. ჯარი, ლაშქარი, სპა.
ერმ-ი - პლანეტა ოტარადი.
ერქვან-ი - გუთანი.
ერჩდეს - ემორჩილებოდეს, უჯერებდეს.
ესდენ-ი - ამდენი, ესოდენი.
ესმარ - ხილი.
ესრეობა - ასეთი მდგომარეობა.
ეტიკ-ი - მეგზური, გზის გამკვლევი, ყოლაუზი.
ეტლ-ი - ცთომილი, ვარსკვლავი; ბურჯი; ბედის ვარსკვლავი, ბედისწერა. უეტლოვნებად - უბედისწეროდ; სელონის ეტლი - მთვარის ღმერთ სელენეს ეტლი; ზოდიაქო.
ეტლ-წანაგვრევ-ი - ბედისვარსკვლავ წართმეული, უბედო.
ეტრატ-ი - პერგამენტი, ცხვრის ან ხბოს ტყავი, დამუშავებული და დამზადებული საწერად, ან სახატავად.
ეულ-ი - უუფლო, უპატრონო.
ექ - ეგ
ექსულ-ი - ჩაკერებული, ჩაქსოვილი.
ეშვ-ი - გარეული ღორი, ტახი.
ეშმა - ეშმაკი.
ეშმაურ-ი - ეშმაკური.
ეშყ-ი - სიყვარული.
ეჯ-ი - სამი მილი ანუ სამი ათასი ნაბიჯი.
ეჯიბ-ი - მეფის შინაყმა, მეკარე.
ეჯიბთა-უხუცეს-ი - მეფის შინაყმათა უფროსი.

6 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ვ

▲ზევით დაბრუნება




ვაამან-ი - ესა და ეს, მავანი, ვიღაც.
ვაზირთ-უხუცეს-ი - მთავარი ვეზირი, ვეზირთა უფროსი, პირველი მინისტრი.
ვაზირობა - რჩევა, თათბირი: ვაზირობა აღარ მინდა; გივაზირებდი - გირჩევდი.
ვარდ-გაწეულ-ი - ვარდად აყვავებული, ვარდივით გაფურჩქვნილი.
ვარდ-გულ-ი: იგი ვარდ-გული, იგი ვარდ-გული - ის არის ვარდი და გული, ანუ ვარდ-გული, ე. ი. ვარდი (”გულ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ვარდს. შდრ. ”გულ-ვარდი”, სახელი რამინის ცოლისა).
ვარდ-შამბნარ-ი - ვარდითა და გაუთელავი მაღალი ბალახით დაფარული ადგილი.
ვალსამო - ბალასინი, ბალზამი, ბალზამის ხე.
ვანება - დავანება, დაბინავება, დასადგურება: აქ არ ავანი - აქ არ ავანებ, აბინავებ, ასადგურებ.
ვან-ი - სახლი, საცხოვრებელი ბინა, სადგომი, სავანე.
ვედრება - 1. შევედრება: ევედრა, შეევედრა.
2. ჩაბარება: შვილი ჩემი გვედრია - ჩემი შვილი ჩაგიბარებია.
ვერძ-ი - ასტროლოგიური გაგებით ზოდიაქოს პირველი ეტლი ანუ სასახლე, რომელშიც მზე შედის 20 მარტს.
ვეჟან-ი - შავ-მოწითალო.
ვიეთ-ი - ზოგიერთი, ზოგი.
ვლენა - განწონება, მორტყმა, განგმირვა (კ. კეკელიძე).
ვნება - რაიმე ზიანის ან ვნების მიყენება, ტანჯვა.
ვნებულ-ი - დატანჯული, ზიანმიყენებული: თავს ჰყოფთ ვნებულსა - თავს დაიზიანებთ, თავს დაიტანჯავთ (ზიანს მიაყენებთ).
ვსება: ვავსებდი - ვაქრობდი.

7 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ზ

▲ზევით დაბრუნება




ზად-ი - მცირე შერყვნილება (საბა).
ზარ-აღებულ-ი შეიქმნა შიში ზარ-აღებულად - შეიქმნა თავზარდამცემი (პანიკური) შიში.
ზარდაჴშან-ი - ძვირფასი ნივთების შესანახი ყუთი, სკივრი.
ზარ-ი - 1. შიში, ელდა, საშინელება: ზარი - შიში; შენისა ზარისაგან - შენი შიშისაგან; შეგვეშინა და ზარმან აგვიხვნა; ზარი გამოჩნდეს.
2. ჟრიამული, სამხიარულო ყიჟინა: ზარი და ზეიმი; ბაირამ-ნავროზობისა ზარი.
3. გესლი, შხამი: გველისა ზარი; ასპიტისაებრი ზარი მოსაკლავი
ზარიან-ი: ზარიანად - დიდის ამბით, დიდი ხმაურით (აურზაურით).
ზარ-მოსულ-ი - შიშით შეპყრობილი, შიშატანილი: არ ზარ-მოსულსა - შიშუნახავს, პანიკური შიშის განუცდელს.
ზარ-მცემელობა - დაშინება, თავზარის დაცემა, დამუქრება
ზარ-ღებულ-ი - მოწამლული.
ზახილ-ი - ძახილი; იზახის - იძახის; იზახდა - იძახდა.
ზეანდან-ი - საროსტანიანი, ტანკენარი.
ზეგარდამო: ზეგარდამო გაქვნ წმიდად ექ სულნი - ეგ სული წმინდად (მონიჭებული) გაქვს მაღლიდან (ზეციდან); ჴმა. ზეგარდამო - ზეციური ხმა.
ზეგარდასრულ-ი - ჩამოქვეითებული (ცხენიდან).
ზევსურ-ი - ზევსისებური.
ზეზ-ი - ბისონი, ნაქსოვი ორფერი ძაფით (თუ ძაფითა და სირმით).
ზეთ-მცხებელობა - მირონ-მცხებელობა, ნაკურთხი ზეთის ცხება.
ზენა - 1. მაღალი, ზევითი: ზენით - მაღლიდან, ზევიდან ე. ი. ციდან (ზეციდან).
2. ზეციური არსება, ზესთ-არსი: ზენი (=ზენანი) - ზეციური არსებანი, ზესთ-არსნი; ზენანი.
3. მოთავენი: მოგვთა ზენანი - გრძნეულთა ქურუმები.
ზენაარ-ი - ფიცი, პირობა.
ზენაარმან ღვთისამან - ფიცის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც შეესატყვისება გამოთქმა ”ღმერთსა ვფიცავ”.
ზენარიან-ი - ფიცის ერთგული, პირობის აღმსრულებელი, სანდო.
ზენარობა - ფიცი, დაფიცება.
ზერდაგ-ი - ”ყვითელ-შავი”, ”მოყვითელფერო” ცხენი (რაში).
ზესთ - უზენაესად, უმაღლესად, ზესთა - უზენაესი, უმაღლესი.
ზესთ-არს-ი - უზენაესი არსება, ღმერთი.
ზესკნელ-ი - ზევით ყველაზე უკიდურესი მხარე, სამყაროს დასასრული.
ზვავ-ი - ამაყი, ამპარტავანი, ქედმაღალი, ზვიადი.
ზინდან-ი - საპატიმრო, საპყრობილე, დილეგი.
ზირაქ-ი - ერთგვარი ფრთხილი ფრინველი.
ზმა - ყიჟინა, ჟრიამული, დიდი ხმაური.
ზრახვა: არ იცის, რასა ზრახავს - არ იცის, რას ლაპარაკობს. უკან ზრახვად დავდეგით - უკან დავდექით სალაპარაკოდ.
ზრო - ღერო (მცენარისა), ტანი.
ზრობა - სიცივისაგან გაყინვა, დაზრობა; თოვლთა შიგან ვზრები - თოვლში ვიყინები.
ზუალ-ი - პლანეტა სატურნი.
ზღაპრობა - ტყუილი, მოგონილი ამბების შეთხზვა.
ზღვევა - დანაშაულის გადახდევინება, სამაგიეროს მიზღვევა.
ზღუდე - დიდი კედელი, გალავანი: ზღუდეთა კარი - ციხე-გალავანთა კარი.

8 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - თ

▲ზევით დაბრუნება





თავად-ი - თავკაცი, უფროსი, მეთაური.
თავადობა - თავკაცობა, უფროსობა.
თავაღებულობა: თავაღებულობდა - ამაყობდა, მედიდურობდა, ქედმაღლობდა.
თავ-ი - კიჩო (ნავისა),
თავის-თავისად - ცალ-ცალკე.
თავს-დება - თავდადება, თავის გამოდება.
თავსება - შენაცვლება: არ ვეთავსდებით სიბრძნისა ზღვასა თამარ-პირმშოსა, - პირმშოსა და სიბრძნის ზღვის თამარის ადგილს არ (ვერ) დავიჭერთ, თამარს არ (ვერ) შევცვლით.
თავ-უწევარ-ი - თავისი თავის ვერმშველელი, უმწეო, უმეშველო (გამოუვალ) მდგომარეობაში მყოფი: თავსა უწევარ იქმნა - თავის თავს ვეღარ უშველა, უმწეო მდგომარეობაში ჩავარდა. (ვირომ) თავუწევარ ქმნნა მოაბადის ლაშქარნი - ვირომ უმწეო (უმეშველო) მდგომარეობაში ჩააგდო მოაბადის ლაშქარი.
თათბირიან-ი - საქმის გამომრჩევი, ჭკვიანი, მოთათბირე.
თანა-დამჴდურ-ი - დამსწრე.
თანა-მეყოფ-ი: თანა-მეყოფნი წარვიდეს მსრბოლნი - (რუქნადინის) თანმხლებნი (მოკავშირენი) გაიქცნენ.
თანა-შექსულ-ი - თანშექსოვილი.
თანაშეწევნა - დახმარება, წყალობა
თან-განმწყო - თანატოლი.
თაყუმ-ი - კალენდარი, სამკითხაო წიგნი.
თაჯ-ი - გვირგვინი, ჯიღა.
თბე - მატერია, სტიქია, ცომი.
თება - სასიყვარულო ალერსი (ნ. მარი).
თევზ-ი - ზოდიაქოს მეთორმეტე ეტლი, რომელშიც მზე შედის 19 თებერვალს.
თევზის ზურგ-ი - ასტროლოგიური გადმოცემით, დედამიწა დგას თევზის ზურგზე.
თერამ-ი - მეფის კარავი.
თერიაყ-ი - სამსალის სამკურნალო წამალი, ოპიუმი, თერიაქი.
თვალთა-მქცეველი-ი - თვალთმაქცი, მაცდური, ფლიდი.
თვალ-ი - 1. თვალი: თვალი ხარ ბრმათა.
2. ძვირფასი ქვა: თვალი პატიოსანი - უძვირფასესი, მაღალი ხარისხის თვალი.
3. მეტაფორული გამოთქმა ლამაზი ქალის აღსანიშნავად: ფასდაუდებელი
თვალი - (ე. ი. ვისი) წაეყვანა; თვალი პატიოსანი - იგულისხმება ვისი.
4. შეხედულება, გარეგნობა: შემძლე მელიქსა თვალთა ფერებად.
თვალისა-მგებელ-ი - მოთვალთვალე, მჭვრეტელი.
თვალ-შეუდგამ-ი - თვალგაუმართავი, შეხედვად შეუძლებელი.
თვარ - თორემ; თუ არ.
თვითება - თავისთავადობა: ზესთ-არსმან ზესთა თვითებისამან - უზენაესი თავისთავადობის მქონე ზეციურმა არსებამ (ე. ი. ღმერთმა).
თვის-ი - ნათესავი, მოყვარე: თვისად და თვისად შესაშინარი - თავისა და ნათესავთათვის შესაშინებელი; ბრძენთა თვისი; გიწოდა შენ თვის - ნათესავი გიწოდა; თვისსა ერსა და თვისსა - თავის ხალხს და ნათესავს; დავით გიწოდა თვისად მკვიდრობად - დავით (წინასწარმეტყველმა) გიწოდა შენ მის ნათესავად (თვისად) დამკვიდრებულიყავი.
თვისობა: ვინ ეფრემს თვისობს - რომელიც ეფრემს ენათესავება (ნათესავად მოხვდება).
თილისმ-მოგვობა - ჯადოობა, გრძნეულება.
თმობა - თმენა, მოთმენა: თმობისა წყალი - მოთმინების წყალი; თმო ნატანჯევად - მოითმინა (აიტანა) ტანჯვა.
თმა-მუშკ-ი - შავთმიანი.
თნევა, თნება - 1. მოწონება: გთნავს - მოგწონს; შენი სთნდა ყოვლსა სულსა - ყველა სულიერს შენი (სიკეთე, სიმშვენიერე, სიკარგე) მოსწონდა; სთნდა; არა გეთნია; არა სთნავს - რისხვა.
2. ბარე ნელადრე ნთება მათნიე - ბარემ უფრო ნელა ნთება მაკმარე.
3. პირფერობა, ლაქუცი: უარყვეს თნებით - პირფერობით უარყვეს.
თოეულ-ი: ცვარი წვიმისა ვერვინ აღრაცხოს თან თოეულად - წვიმის წვეთები ვერავინ დათვალოს თოვასთან ერთად.
თოვნება - თოვლით დაფარვა.
თოხარიკ-ი, თუხარიგ-ი - იორღა, კარგად მოსიარულე ცხენი ანდა აქლემი.
თუმბუთურ-ი - ტიბეტური.
თქმევა: თქმევად ვის ძალ-უც ენით - ვის შეუძლია ენით გამოთქვას; მათქმევს - მათქმევინებს; მე მათქმევთა - მათქმევინებთ?
თხა - თხის რქა, ზოდიაქოს მეათე ეტლი, რომელშიც მზე შედის 22 დეკემბერს.
თხემ-ი თავი, ან თავის ზედა ნაწილი: თხემსა ვის ერქვას - ვისაც თავზე ეხუროს; თხემსა დაარონ - თავზე შემოატარონ.
თხზვა - დაწნვა, შეთხზვა: მეთხზნეს - მომეცეს შესაძლებლობა შევთხზა.
თხოვა: მისგან ვითხოვო, ართუ ვითხოვო - მისგან თხოვნით მივიღო (ვითხოვო, დავივედრო), ართუ მოვითხოვო (ბრძანებით).
თხოილ-ი - ვედრებული, ნათხოვნი.
თხრობა - თქმა: მითხრობ - მეტყვი. გითხრობ - გეტყვი.

9 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ი

▲ზევით დაბრუნება




იადგარ-ი - სამახსოვრო, სახსენებელი.
იავარ-ქმნა - აოხრება, განადგურება, აწიოკება; იავარ-ყო - ააოხრა, გაანადგურა, ააწიოკა.
იალმაგ-ი - ჯავშანს გარეთ ჩასაცმელი, ალმაგი.
იალქან-ი - ქალის თავსაკრავი, ქალის გვირგვინი.
იასპ-ი - ჭრელი ან მოწითალთ ძვირფასი თვალი.
იგავ-ი - სენტენცია, აფორიზმი, არაკი: დავით-იგავნი - ბიბლიური წიგნები - ფსალმუნები დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონ ბრძენის იგავები.
ილათ-ი - ხერხი, ხრიკი; მიზეზი, საბაბი.
ინაჴ-ი - საჯდომი (სამეფო ტახტი?), ნადიმი, პურობა: ეგრეთ ინახის შორის ინაჴის, ვით მზე სამყაროს მანათობელი - ეგრე მოჩანს მონადიმეთა (თანამესუფრეთა, მეინახეთა) შორის, როგორც სამყაროს მანათობელი მზე.
ისარ-ბოძალ-ი - ორპირიანი, პირბრტყელი ისარი.
ისასმენლებ - ყურს უგდებ, უსმენ: არ ისასმენლებ.
ისო - ჩაისო, იკრა.
ისობა - ისუობა (ისოობა). ისუ (ისო) ბიბლიური სახელია. სიმჴნითა ისობს - სიმხნით ისო ნავეს ემსგავსება.
ისრ-ი - ისლი, ლერწმის განსაკუთრებული სახეობა.
იჩქითად - ანაზდად, მყის, უცბად, მოულოდნელად.

10 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - კ

▲ზევით დაბრუნება




კაბა-ლაფანჩა - ძვირფასი სამოსელი; „ქორწილში თავზე გადასაგდები ტანსაცმელი მეფე-დედოფლისათვის“ (იუსტ. აბულაძე).
კაბიწ-ი - სამკოდიანი საწყაო.
კადრება - შებედვა, გაბედვა.
კაზმა - მორთვა, მომზადება; პურსა ჩვენთვისა ჰკაზმიდეთ - საჭმელს ჩვენთვის ამზადებდეთ; კაზმად.
კალიბ-ი - ყალიბი, ფორმა, გარეგნული მოყვანილობა.
კამკამისად - გამჭვირვალედ, კამკამა წყალივით წმინდად.
კანჯარ-ი - ქურციკის მსგავსი გარეული ვირი
კაპარჭ-ი - ისრების შესანახი ჩანთა.
კაპოეტობა - ფრინველის წელიწდობა. რა იკაპოეტა - რა ერთი წლისა გახდა (წელიწადი შეუსრულდა).
კარ-ი - 1. შასავალი. თავი. ამბავი: კარი პირველი; ათორმეტნი კარნი არიან ნაქმარნი პატრონისა ჩემისანი.
2. სხვისა კარისა პასუხი გამოსცა - სხვაგვარად, სხვანაირად უპასუხა.
კასია - დარიჩინი.
კაჩა - „მუხლის ძირის სადრეკი“ (საბა).
კაჭრობა - სისინი (გველისა).
კედარ-ი - მხარი: კედრით კედრამდის - მხრიდან მხრამდე.
კეისარ-ი - ბიზანტიის იმპერატორის ტიტული, ბიზანტიის მეფე.
კერძ-ი - წილი, კუთვნილი. ნაწილი: ზედათი კერძო - ტანის ზედა ნაწილი; მის კერძსა ქვეყანასა - მის კუთვნილ მიწაზე; ჩემი კერძი - ჩემი წილი.
კერძება: სწორად უკერძებდის სამართალსა შიგან - სწორად უმართავდა ხელს (მფარველობას უწევდა) სამართალში.
კერძო - თანდებული „-კენ“: ბალხეთით კერძო - ბალხეთისაკენ; ინდოეთით კერძო - ინდოეთისაკენ; ცალ კერძო - ცალკე, ცალკერძ.
კერულ-ი - ნაკერი, შეკერილი.
კეც-ი - თიხა, „მიწა საჭურჭლე“ (საბა).
კვეთა: ვერა აკვეთინა - ვერ გააჭრევინა.
კვეთიანობა - გაჭრის, გაკვეთის უნარი (ძალა).
კვერთხ-ი - ჯოხი, საყრდნობი ჯოხი.
კიდე - გარდა, მეტი.
კიდებულ-ი - აკიდებული, დატვირთული.
კიდეგან-ი - განცალკევებული, განშორებული, განზე გამდგარი (ვინმესგან): კიდეგნად იყო; კიდეგნად ტყვეურად დაგაბა - ცალკე, განცალკევებულად დატყვევებულივით დაგაბა.
კიდეგანობა - განშორება, გაცილება.
კიდეგან-ქმნა - ჩამოცილება, მოშორება: ნუ კიდეგან-მიქმ - ნუ ჩამომიცილებ, შორს ნუ მამყოფებ, განზე ნუ დამტოვებ; კიდეგან-ჰქმნა - განიშორო, მოიცილო, გვერდზე მიაგდო.
კიდე-ქმნა: კიდე ჰქმნა - დააშორა, მოაცილა, მოაშორა.
კიდე-ქმნილ-ი - განშორებული, დაშორებული, ჩამოცილებული.
კიდე-ყოფა - შორსყოფნა, განშორება, ცალკე ყოფნა.
კიდე წაყვანა - მოცილება, განშორება: კიდე წაიყვანდის - მოაცილებდა, განაშორებდა (ე. ი. მოკლავდა).
კილო - „ისართა მშვილდის საბელთა ჩასადგმელი“ (საბა).
კინამო - სურნელოვანი ყვავილი, რომელსაც მაგიურ ძალას მიაწერდნენ (ხარობს ეგვიპტეში).
კინე. კინენი - საბრძოლო იარაღი, შუბის მსგავსი, ბრძოლაში იყენებდნენ კაცთა შესაყრელად და ასაწევად.
კირჩხიბ-ი - ზოდიაქოს მეოთხე ეტლი, რომელშიც მზე შედის 22 ივნისს.
კისკას-ი - ცოცხალი, მარდი, ცქვიტი.
კლება - მოკლება, დაკლება, შემცირება: აკლე - (ჭაბუკობას) მოაკელი; თუ მეკლოს - თუ (ჭაბუკობას) მომეკლოს. სპარსთა ერ აკლე - სპარსთა ჯარს დააკელი ე. ი. ჯარი შეამცირე რაოდენობრივად.
კლვა - მოკვლა, კვლა: თავსა კლვად სდებდეს - თავს სასიკვდილოდ წირავდნენ (დებდნენ); თავის კლვად მთნენი - თავის გასაწირად (თავდადებისათვის) მზადმყოფნი; კლვად შექმნეს; კალ - მოკალ; მე თუ კვლად გაქო, ვიცი, კლვად გაქო... - მე თუ კვლავ შეგაქო, ვიცი, რომ მოსაკლავად (სასიკვდილოდ) გაქვს...
კლვად-ი - დასაკლავი: ცხოვართა კლვადთა - სამსხვერპლოდ გამზადებულ, დასაკლავ ცხვრებს.
კმა - საყოფი, საკმარი.
კმოლვა: ბალასნად კმოლავ - ბალასინად ეკმევი.
კრებულ-ი - ვარსკვლავთა ჯგუფი.
კრთობა: აკრთობ ელვათა არეთა მთენი - შენ, გარემოს მანათობელი, ელვას აშინებ (ე. ი. ისეთ ძლიერ სინათლეს აფრქვევ, რომ ელვა შენი სინათლისაგან კრთის); შუქნი კრთებიან - შუქნი თრთიან, ციმციმებენ.
კრონოს-ი - პლანეტა სატურნი, ზუალი.
კრძალვა - მორიდება, გაფრთხილება; აუგისაგან იკრძალოდა - აუგს ერიდებოდა; აუგისაგან ვიკრძალვი - აუგს ვერიდები; სიკვდილსა ეკრძალენით - სიკვდილს მოერიდეთ; აღარ გეკრძალვი - აღარ მოგერიდები, აღარ გაგიფრთხილდები.
კუბასტ-ი - ლეჩაქი.
კუბო - ტახტრევანი, ჩასაჯდომი ან დასაწოლი სამგზავრო კიდობანი, რომელსაც ხელით ან აქლემით ატარებდნენ.
კუროსთავ-ი - ტატაში, შავი ნარი, თავცეცხლა.
კუტალ-ი - „ხის წურწუმა“ (საბა), „კოკა, დოქი, ხელადა“ (იუსტ. აბულაძე).

11 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ლ

▲ზევით დაბრუნება




ლავროტ-ი - დაფნის ხე, დაფნა.
ლამაზობა - თვალთმაქცობა, მაცდურობა.
ლანკან-ი - ჭურჭელი.
ლარ-ი - განძეული, ძვირფასი ქსოვილი, აბრეშუმი.
ლარ-კიდებულ-ი - ლარ-აკიდებული, ლარით დატვირთული.
ლაშქრობა: მილაშქრებდენ - ჩემთან სალაშქროდ წამოვიდნენ.
ლახტ-ი - გრძელი მათრახი.
ლება, ლებება - ცემით დალურჯება (კანისა): ლებად; მჯიღვითა მკერდსა ილებებდა - მუშტის ცემით მკერდს ილურჯებდა.
ლებ-ი - ცემით დალურჯებული ადგილი (სხეულისა).
ლეგეონ-ი - ლეგიონი, სამხედრო შენაერთი.
ლეობა: ნესტორად მძლეობ, არა თუ ლეობ - ნესტორივით იმარჯვებ, არა თუ ლეონს ჰბაძავ. ლეონი არის ბარბაროზთა მხედარი, რომელიც ნესტორმა მახვილით განგმირა (კ. კეკელიძე, ეტიუდები).
ლესულ-ი - გალესილი.
ლიგვრილიონ-ი - ლურჯი ფერის თვალი (ძვირფასი ქვა).
ლიმო - ლიმონი.
ლირწება - ავხორცობა, ურცხვობა, დედათა სქესისადმი „დაუცადებელი გულისთქმა“ (საბა).
ლიტ-ი - ქვა.
ლიქნა - მლიქვნელობა, პირფერობა, ფარისევლობა, „დაყვავება“ (საბა).
ლმობა - ტკივილი: მათ გულსა ალმით - მათ გულს ასნეულებთ, სატკივარს უჩენთ; ლმობით.
ლმობილ-ი - მტკივნეული.
ლოდნა - 1. ცდა, ლოდინი: ხვდა ლოდნა.
2. ჩაქვავება, ლოდებით ჩაქოლვა: აჯა და ლოდნა.
ლომ-ი - ასტროლოგიური გაგებით ზოდიაქოს მეხუთე ეტლი ანუ სასახლე, რომელშიც მზე შედის 23 ივლისს. ზეცით მონათა ივლისის მზემან ზედ ლომსა ჯდომით - ზეციდან გამოანათა ივლისის მზემ, როდესაც ის ლომის ეტლში შევიდა; აწ ესე ლომი.
ლუსკუმა - წმინდანის ნეშთის ჩასასვენებელი მაღალი საფლავი: ლუსკუმებრ - ლუსკუმასავით.
ლუსმარ-ი - ლურსმანი, სამსჭვალი. ლუსმრიანი.

12 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - მ

▲ზევით დაბრუნება




მაგალით-ი - ეშმაკი, თვალთმაქცი, ცბიერი.
მაგე - გამომგებელი, მეტყველი: ბრგვნილად მაგენი - ენაჩლუნგად (ბლუდ) გამომგებელნი, მოლაპარაკენი, მეტყველნი.
მაგ-ი - „მოგვი, გინა ფილოსოფოსი“ (საბა).
მადლ-მოსიერ-ი - მადლმოსილი.
მაემან-ი - იხ. მოემანი.
მაზარაკ-ი მაზრაკა - ისარი, შუბი.
მაკროტ-ი - ერთგვარი სურნელოვანი მცენარის ქერქისაგან დამზადებული ნივთიერება.
მალამა - მალამო; მალამისაებრ - მალამოსავით.
მალამება: ემალამებოდა - მალამოდ ედებოდა, ესალბუნებოდა; ემალამებოდეს.
მალაღობელ-ი - ლაღობის მოყვარული, მხიარული.
მალ-ი, მალე - სწრაფი, ჩქარი, სწრაფმავალი.
მამა - 1. მამაკაცი: დიაცისა გული ნუ მიენდობის მამათა.
2. მამა ღმერთი: მამისა ნიჭმან; მამისგან ესმათ.
3. მზრუნველი: მამა ობოლთა.
მამაც-ი - მამაკაცი.
მამაცობა - 1. კაცობა, სქესობრივი უნარიანობის ქონა: მამაცობა შეუკარ ჩემზედა - ჯადო გაუკეთე, რომ (მას) კაცობა დაეკარგოს (სქესობრივად უუნარო გახდეს).
2. გმირობა, ვაჟკაცობა: ჭაბუკობა და მამაცობა.
მამბარ-ი - მეჩეთის კათედრა.
მამთოვლებარე - თოვლივით მომფენი წყალობისა.
მანა - საღილე.
მანანა - ფეტვის მაგვარი საჭმელი, „მწულილი, ვითარცა ქინძის თესლი, და სპეტაკი, ვითარცა თოვლი“ ბიბლიური გადმოცემით, ეს საჭმელი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს ზეციდან უცვივოდათ 40 წლის განმავლობაში. იხ. აგრეთვე: მწყერ-მარხილი.
მანაყე - გამიმშვენიერე (ნალი, ე. ი. ლერწმის კალამი).
მანაშურ-ი - რესკრიპტი, სიგელიანი ბრძანება.
მანგალ-ი ნამგალი: მანგლის პირითა მანგლის პირითა... - მანგლისის მისასვლელიდან ნამგლის პირით...
მანტ-ი - „არომატული ნივთიერება“ (ნ. მარი).
მანქანიერ-ი - ეშმაკური ხრიკების მცოდნე, ცბიერი, ვერაგი, მოხერხებული.
მაოცებარე - გამაოცებელი, რაც გაოცებას იწვევს.
მარ - გველი.
მარ-გაკვეთილ-ი - საქორწინო ურვად-მიცემული ქალი, გათხოვილი, ან დანიშნული.
მარზაპან-ი - მოსაზღვრე, ან დაპყრობილი ქვეყნის განმგებელი, მმართველი, მეფის ნაცვალი.
მართალა - მართალი არის; მართალან - მართალი არიან.
მართალ-ი - სწორი; მართლად - სწორად.
მარმარ-ი - მარმარილო. გადატანითი მნიშვნელობით: თეთრი, მარმარილოსებური.
მარტივ-ი მარტივად ბრწყინავს - უტოლოდ, შეუდარებლად ბრწყინავს.
მარცხედ - სახიფათოდ, საზიანოდ.
მარჯვება: თუ გმარჯვია - თუ ხელს გაწყობს, გირჩევნია. რა უფრო გმარჯვია ომიო - როგორი ომი უფრო გირჩევნია, გეხერხება.
მასარ - ზღუდე, „წვრილის ძელით ყეროს მსგავსად შემოვლებული“ (საბა).
მაქს იმედ - მაქვს იმედი.
მაქცე: უბადოდ მაქცე არის - ცუდად მქცეველია, ცუდად იქცევა.
მაღნარ-ი - „მთათა შინა ტევრნალი შამბიანი“ (საბა), ტყე მთაში.
მაღნი - შემსმენი, დამრისხებელნი, მმაღვნი. შდრ. „უმაღვებს შეასმენს, თუ დაარისხებს“ (საბა).
მაღორებელ-ი - მაცდუნებელი, თვალისამხვევი.
მაღორებლობა - მაცდურობა, მატყუარობა, ცბიერება.
მაღრიბ-ი - დასავლეთი.
მაყივნებელ-ი - მარცხვენალი, სახელის გამტეხი.
მაშა - 1. პერიპატეტიკოსი, არისტოტელეანელი, არისტოტელეს მიმდევარი: მაშა, მეხელი - არისტოტელეანელო, მომეახლე (ჩემთან ახლოს იყავ).
2. მაშ, აბა: მაშა, მეჴელი - მაშ, მფარველობა გამიწიე (შენს ხელქვეშ მამყოფე).
მა-შამს-ი - მთვარე და მზე (ნ. მარი).
მაშვნე - სასარგებლო.
მაშრიყ-ი - აღმოსავლეთი.
მაცისკრებარე - ცისკარივით გამანათებელი. მაცისკროვნებად - ცისკარივით გამნათებლად.
მაცხოვარ-ი - იესო ქრისტე, ცხოვრების მომნიჭებელი.
მაძებნიერ-ი - მძებნელი, მაძიებელი.
მაწყენ-ი - ზიანის მომტანი, მაწყინარი.
მაჭლობელ-ი - მახდუნებელი.
მახვა - გამახვა, გალესვა: იმახოსა - გაილესოს.
მახვილ-ი - გალესილი (ხმალი).
მახმურ-ი - ღვინონასვამი, მთვრალი.
მახმურობა - ღვინონასვამობა, მემთვრალეობა.
მაჴსოვარ-მონახულ-ი - ვისაც ახსოვს და უნახავს.
მაჯან-ი - უფასო, მუქთი, უსასყიდლო; მაჯნად ვუბნობ - უქმად ვლაპარაკობ; მაჯნად.
მაჰრ-ი - მეჰარი.
მბორგ-ი - მბორგავი.
მბრძოლ-ი - მებრძოლი, «პირველად ბრძოლის ამშლელი» (საბა), ე. ი. აგრესორი.
მგებელ-ი - მოპასუხე, დიალოგში მონაწილე.
მგებლობა - მოპასუხეობა: ვამგებლობდე - დიალოგში მონაწილეობას ვიღებდე, ვმოპასუხეობდე.
მგზებელ-ი - მნთებელი.
მგმობ-ი - მგმობელი (სარწმუნოებისა): მგმობარი.
მგოდებ-ი - მტირალი, მგოდებელი.
მგოდ-ი - მაგოდებელი, ვინც გოდებას აიძულებს.
მდაღ-ი - დაღის დამსმელი, დამდაღველი.
მდგენ-ი - ფეხზე დამყენებელი (ავადმყოფისა, კოჭლისა).
მდეგ-ი - მდგომი, მოხელე, თანამდებობის პირი: ხვარაზმშა მდეგსა - ხვარაზმის შაჰად (მეფედ) მდგომსა (მყოფსა).
მდედრ-ი - მშიშარა, ლაჩარი, დედაკაცური კაცი.
მეაბჯრე - აბჯაროა (საჭურველთა) მნე.
მებარე - ვისაც რამე აბარია, მფლობელი, პატრონი: დვინის მებარე - დვინის პატრონი, მფლობელი.
მედგარე - მშიშარა, მცონარა, ზარმაცი, ”მარადის ძვირის მზრახველი გულსა შინა აღუჴოცელად” (საბა): არა მედგარე - უშიშარი.
მედგარ-ი - ძლიერი; მედგრად - ძლიერად.
მედგრობა - მზაკვრობა, მოტყუება. შდრ. ”მედგარი მსოფლიოთა ენითა მზაკურად ითქმის, რომელმან ჴერჴითა დააკუეთოს მორკინალი თვისი მიწასა ზედა ძლიერად” (საბა).
მეეჭვ-ი - ეჭვიანი.
მეზვრეობა - ბაღ-ვენახის ყარაულობა, დაცვა: ჩემნი სულნი ვამეზვრენ - ჩემი სული (მიჯნურობას) მეზვრედ (დარაჯად) დავუყენე.
მეზღაპრე - ტყუილი, მოგონილი ამბების მთხრობელი, ზღაპრების გამომთქმელი; მატყუარა.
მეისრე - ისრის მტყორცნელი, მოისარი.
მეკვებე - მჭამელი, მსაზრდოებელი, რასაც ჭამა (საზრდოობა) უნდა, რაც მომაკვდავია.
მეკუბოე - კუბოს (ტახტრევანის, სამგზავრო კიდობნის) მტარებელი: მეკუბოობა... მე მომხვდებოდა - ტახტრევნის მტარებელი მე ვყოფილიყავ, (ტახტრევნის ტარება მე მრგებოდა, მომხვედროდა).
მელიქ-ი - მეფე.
მელნის ტბა - მეტაფორული გამოთქმა შავი თვალების გამოსახატავად.
მემწყობრე: წმიდათ მემწყობრე - წმიდანთა რაზმის, გუნდის წევრი, წმიდანთა მოდასე.
მეოტება, მეოტობა - გაქცევა, გარდახვეწა, გადაკარგვა.
მეოტებარე - მეოტი, მორბენალი.
მეოტ-ი - მორბენალი, გარდახვეწილი.
მეოტ-მპყრობელ-ი - გარდამხვეწელი, გაქცევის, გადაკარგვის მაიძულებელი.
მერემე - მეჯოგე, რემის მომვლელი.
მერემეთა-უხუცეს-ი - მეჯოგეთა უფროსი.
მესა - მცხებელი. მამა ღმერთი.
მესაწოლე - საწოლის მნე.
მესი - მესია, ცხებული ე. ი. ძე ღმერთი: როს მესა მესით, თვით მესამე სით, დაჯდეს განკითხვად... - როდესაც მამა ღმერთი (მესა) თავის ცხებულთან (ძე ღმერთთან) ერთად, აგრეთვე სულიწმიდითურთ (მესამით) დაჯდება განკითხვად (სამართლის საძიებლად).
მესია - უფლისგან ცხებული, მხსნელი (იგულისხმება იესო ქრისტე).
მესტროლაბე - ასტროლოგი, ვარსკვლავთმრიცხველი.
მეტრფე - მოტრფიალე.
მეუნებლე - ურჩი, მორჩილების არ მსურველი, მეფის მოწინააღმდეგე ქვეშევრდომი.
მეღმერთე - ღმრთის მოშიში, ღვთისნიერი. იხ. მოღმრთე.
მეყვის-ი - მეყოფი, ”შეყვარებული, ნათესავი, ახლობელი” (ნ. მარი). შეიძლება იყოს ნატამალის სინონიმი. შდრ. მეყვისი და ნატამალი.
მეშურნეობა: მეშურნეობდეს - შურიანობდეს.
მეცნიერება - ცოდნა.
მეცნიერ-ი - 1. ბრძენი, ჭკვიანი, გონიერი, სწავლული.
2. მცოდნე (გზისა ან რაიმე საქმიანობისა).
3. ნაცნობი, ცნობილი.
მეცხოვრე - მეცხვარე.
მეძიებელ-ი - მაძებარი, მძებნელი: არისტოტელმან მეძიებელმან თავი თვით მისცა საძიებელად - (ჭეშმარიტების) მძებნელმა არისტოტელემ (ვერ შესძლო თამარის შექება და) თავისი თავი თვითონვე მისცა საძიებელს (ე. ი. თამარს) საძიებლად.
მეწდე - მოსურნე, მდომი, მწადებელი.
მეჭურჭლე - განძეულობის განმგებელი, მნე.
მეჭურჭლეთ-უხუცეს-ი - ფინანსთა მინისტრი.
მეხება - დამეხება: ჰმეხი - დაამეხე, ისროლე.
მეხვასტაგე - მენახირე.
მეხელი - მომეახლე, ჩემთან ახლოს მოდი. იხ: მაშა.
მეჴელი - მფარველობა გამიწიე (შენს ხელქვეშ მამყოფე). იხ: მაშა.
მეჴმე - ხმის ამომღები (გამცემი).
მეჰარ-ი - ქებინი (მაჰრი, მარი), საქმროს მიერ საცოლისადმი გაღებული ქირა (მიზდი); მაჰრი გაუკვეთა - საქორწილო მიზდი გაიღო. შდრ.: მარ-გაკვეთილი.
მეჰმან-ი - იხ: მოემანი.
მზაობა - მზადყოფნა, მომზადება.
მზახალ-ი - მოყვარე, ცოლის ან ქმრის ნათესავი.
მზახ-ი: მზახნი ახისა - მთქმელნი ”ახისა”; მზახთა - დამძახებელთა, მომწოდებელთა.
მზახობა - მზახლობა, დამოყვრება; სიყვარულისა პირსა ზედა ვიმზახენით - სიყვარულისა პირობით დავმოყვრდით; ვემზახე - დავემოყვრე.
მზება: გიმზო - მოგიმზევა, მზედ მოგცა (სწორ გზაზე კეთილად სავლელად).
მზე-დანამჭვირ-ი - მზით გაშუქებული, განათებული.
მზერა - თვალთვალი, ზვერვა: გიმზირიან - გითვალთვალებენ, გზვერავენ; გვიმზირიან; უმზირდეს მტერსა.
მზირ-ი - მოთვალთვალე, მზვერავი. მსტოვარი.
მზმელ-ი - დამცველი, შემნახველი (ნ. მარი); მისნობით გამოკითხველ-გამომეძიებელი.
მზრახვალ-ი - მოუბარი.
მთავარ-ი - დიდებულთა მეთაური; მხარის, ადმინისტრაციული ერთეულის განმგებელი, უფროსი.
მთავრობა - მეთაურობა, უფროსობა; მთავრობიერსა - უზენაეს ხელისუფალს, მეუფეს.
მთენ-ი - 1. ციური მნათობი: შენ არე მთენი - შენ (ხარ) მნათობი მარსი; ეთერთა მთენნი - ეთერთა მნათობნი; მზე-მთოვარ მთენი - მნათობი - მზე და მთვარე.
2. მანათობელი, გამთენებელი: შენ არე მთენი - შენ ხარ გარემოს გამნათებელი; ბნელთა მთენოსა; უკუნთა მთენი.
მთენობა - განათება, გათენება.
მთესე - დამთესი, მთესველი: არს გულსა მთესე შიშისა შდრ. ვინ გული ესე სიბრძნითა სთესე.
მთვალავ-ი - მთვლელი.
მთვარევად - მთვარესავით.
მთიებ-ი - მნათობი, ცისკრის ვარსკვლავი.
მთმობელ-ი - მომთმენი, დამთმენი.
მთნე - მნდომელი, მსურველი.
მთქმებულ-ი - ნათქვამი.
მთქმენ-ი - მთქმელი, გამომთქმელი: ფსალმუნთა მთქმენსა - ფსალმუნების მთქმელს, გამომთქმელს (იგულისხმება დავით წინასწარმეტყველი).
მთქნარ-ი - ჩამქრალი, გამქრალი, დაბნელებული.
მთხევ-ი - დამღვრელი.
მთხვევა - შეხვედრა: ემთხვია - შეხვდა, შეეყარა.
მთხზველ-ი - მწვნელი, მქსოველი.
მთხრებლ-ი - ორმო.
მიახლებულ-ი: დანთქმისა მიახლებულად - წყალში ჩასაძირად მიახლოვებული (მისული).
მიდევნება: ყო მიდევნება - მიჰყვა.
მიდ-მოდება - მიდებ-მოდება, აბდა-უბდა საუბარი.
მივის - მყავს.
მიზგით-ი - მეჩეთი, მაჰმადიანთა სამლოცველო.
მილ-ი - ზოდი, ”სოლინარი” (საბა).
მილიონ-ი - მანძილის საზომი ერთეული (კილომეტრნახევარზე ცოტა გრძელია).
მიმადლება - მადლის მიცემა, (რისამე) მინიჭება.
მიმდგომ-ი - გამკეთებელი (საქმისა).
მიმდემ-ი ”დღე ყოველ დაუცადებელი” (საბა), მუდმივი, მარადიული.
მიმყოლ-ი: წადთა მიმყოლო - სურვილთა ამყოლო (მიმდევარო).
მირთვა: მტერთა რად მიერთვი - მტრებს რად შეუერთდი.
მირ-ი - ემირი, ამირა, მბრძანებელი.
მირიდება - მოცილება, მორიდება (რაიმესგან). მზე... მიჰრიდა თვისთა სხივთაგან - მზე... მოარიდა, მოაცლა თავის საკუთარ სხივებს, მზეს სხივები წაართვა, ე. ი. დააბნელა. მირიდებოდა გონება - წართმეოდა (მოსცილებოდა) გონება; შენ გონებასა ვერ მიგრიდებ - შენ გონებიდან ვერ მოგიშორებ, ე. ი. ჩემი საგონებელი მუდამ შენ იქნები.
მისნობა: შენ მისნი ერნი! შენ მისნი ერნი - შენ მოხიბლე (მოაჯადოვე) ხალხი! შენ მისი ჯარი(ლაშქარი)...
მისქინ-ი - ბეჩავი, საწყალი, საბრალო.
მიტრა - მღვდელთმთავრის გვირგვინი.
მიუგებელ-ი - შეუძლებელი.
მიუთხრობელ-ი - სათქმელად შეუძლებელი.
მიუმხვდარ-ი - მიუწვდომელი, მიუღწეველი.
მიუჴდომელ-ი - ვისაც ვერავინ მიუვარდება (მიუხდება), უძლეველი.
მიქცევა: მიიქცევის - სხვა რჯულს მიიღებს, სხვა რჯულზე გადავა, სარწმუნოებას გამოიცვლის.
მიღმართ - უკან.
მიყრა: მიიყარა დღე - მიიწურა დღე.
მიც - მიძს, მაქვს.
მიცემა: მიეც ქადილსა - მიეცი თავი ქადილსა (მუქარა დაიწყე).
მიცილვება - მოცილება, მოშორება; მიჯნურობა მისცილვებია - სიყვარული გაჰქარვებია (მოშორებია).
მიწთომა - მიწვდომა.
მიწურვა - მიახლოება: მივეწურენით - მივუახლოვდით; სულნი ამოსვლად მიმწურვიან - სულის ამოსვლა მომახლოვებია, საცაა სული ამომხდება; სულნი ჴორცთაგან მიმწურვიან გასაყრელად; სიკვდილსა მიმწურა - სიკვდილს დამაახლოვა; მიუწურავს ქალაქი წაღებასა - სადაცაა ქალაქს აიღებს (დაიპყრობს).
მიჭირვება, მიჭირება - შეწუხება, გასაჭირში ჩავარდნა: მისჭირვებოდა - გასაჭირში ჩავარდნილიყო, შეწუხებულიყო, გასჭირვებოდა; მიგვჭირდა - გაგვიჭირდა; მიგჭირდეს - გაგიჭირდეს; მისჭირდის - გაუჭირდებოდა ხოლმე; მიგაჭირვო - შეგაწუხო.
მიხვდომა: მივხვდი ამა ქარავანსა - მივადექი, ამ ქარავანს; მივხვდი მინდორსა; მივხვდით შვენიერსა ქვეყანასა; მიჰხვდეს სიღრმესა - მიადგეს, წაადგეს სიღრმეს.
მიხმა - წართმევა: შუქნი მიუხვამნ - შუქნი წაურთმევია (ელვისათვის).
მიჴდომა - 1. მივარდნა, მიხტომა: მიჰჴდომოდეს ლაშქარნი - ლაშქარნი მიჰხტომოდნენ, მისცვივნოდნენ.
2. (გონების) დაკარგვა: ცნობასა მიჰჴდა - გონება დაეკარგა; ცნობათა მიჰჴდა.
მკამკამებელ-ი - მოელვარე და გამჭვირვალე.
მკლავ-ი ემკლავების - ეწინააღმდეგება, ებრძვის.
მკლებულ-ი - მკლებელი, დამკლებელი.
მკმოლვარე - მკმეველი.
მკრჩხალ-ი - ”ჭანგმახვილი” (საბა)- მკვირცხლი, მარდი. შდრ. ”ვეფხისტყაოსანი”.
მკრძალ-ი - მორიდებული, მოკრძალებული.
მნათე - მნათობი, მანათობელი.
მნთებარე - მგზები, ამნთები (ცეცხლისა, სინათლისა).
მნასებელ-ი - გამაარმებელი, გამამწარებელი.
მო - 1. შემოკლებული ზმნა ”მოდი”: მო, ფილოსოფნო; გულო, აბა, მო; მო, ე კალმითა.
2. ზმნისწინი, გამეორებული ზმნის მნიშვნელობის გასაძლიერებლად: მოკლის, მო ხედვა; მოგყვა, მო ნებად; მომიპყართ, მო გონებანი.
მოარება - სეირნობა: მოარებად ჩამოსრული.
მოახლეობა - ვინმესთან ახლო ყოფნა; მოახლეობითა მისითა - მასთან ახლო ყოფნით.
მოაჯეობა - თხოვნა, ხვეწნა, მუდარა, ვედრება: ზენაარსა მოაჯეობს - ფიცსა თხოულობს.
მობაღდადე - ბაღდადელი.
მობლარდვა - მოხვევა, შემოსვა: თვით მოიბლარდე ნათლითა - თვით შეიმოსე ნათლითა (ე. ი. ნათელმოსილი გახდი).
მოგვ-ი - 1. გრძნეული, მისანი, ჯადოსანი: ანდიბან მოგვმან - ანდიბან ჯადოსანმა. 2. ჩექმა: მოგვისაგან კლიტე ამოიღო; მოგვშიგან; ამოიღო დაშნა მოგვისაგან.
მოგინება: მოიგინებოდა - მოდიოდა და იგინებოდა.
მოგონება - 1. გამოგონება, შექმნა: მათ ქმნეს წერილთა მოგონებანი - მათ (ფინი- კიელებმა) მოიგონეს, შექმნეს დამწერლობა. შდრ. ”წერილნი ფინიკელთა მოიპოვნეს” (გიორგი მონაზონის ხრონოღრაფი).
2. მოგონება, მოჭორვა: ბიწი ვინ ჰპოონ, მოგონებანი - ბიწი რომელმაც იპოვოს, მოგონილია (მონაჭორია).
მოდარბაზე - დიდი სახელმწიფო თანამდებობის მქონე, დარბაზის წევრი.
მოდასე: ზეცისა ძალთა ხარ მოდასეცა - ზეცის ანგელოზთა გუნდის წევრიცა ხარ.
მოდასტურება: მოდასტურებით - დანამდვილებით, დადასტურებით, ჭეშმარიტად.
მოემან-ი მეჰმან-ი მაემან-ი - სტუმარი.
მოვანება - “დიდებით და ბრწყინვალედ გამოჩინება, შემოდგომა (შუქისა), სხივოსნებით მოვლინება, მნათობის დიდებულად აღმობრწყენა, მნათობის დიდებულად სვლა ცაზე” (იუსტ. აბულაძე).
მოვარდნილ-ი: შენდა მოვარდნილ არს ომი - შენდამია მოგდებული ომი, ე. ი. შენ გმართებს ომი (ბრძოლა).
მოვლენა: მოვლენით - ძლევამოსილებით, დიდებით, მორჭმით.
მოვნება - ვნების, ზიანის მიყენება.
მოზავება - სამშვიდობოდ მოსვლა.
მოზარდ-ი: სოგრატ მოზარდი ქებისა - სოკრატე მზრდელი (მომმატებელი) ქებისა.
მოზე - უზენაესი არსება (ნ. მარი).
მოთავს-ი: ყოლ არ მოთავსი - ყოვლად შეუწყნარებელი, შეუთანხმებელი, კომპრომისების წინააღმდეგი.
მოთვალვა - ჩამოთვლა, მოთვლა: რაღასა მოვთვალვიდე - რაღას მოვთვლიდე (ჩამოვთვლიდე).
მოთქმა: მოიტყოდა, ვითა ჭირისუფალი, მოსთქმიდა - დადიოდა და მოთქვამდა, ვითა ჭირისუფალი ტიროდა; გზასა... სიმღერათა მოიტყოდა - გზაში... სიმღერით მოდიოდა, მოიმღეროდა.
მოთხე - პატარა კოლოფი, ”სკივრის კოლოფი” (საბა); ცნობათ მოთხე - ჭკუა-გონების ყუთი, კოლოფი (შდრ. ჭკუის კოლოფი).
მოთხზვა - მოწვნა, მოქსოვა: მოგეთხზვნეს - შემოგეწნა, მოგეფინა, შემოგექსოვა.
მოკამათე - მოცილე, მოპაექრე. გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება იყოს: მოციმციმე, მოთინათინე.
მოკართულ-ი - დაწოლილი, ჩაჩოქილი (ვირი).
მოკერება: სიყვარული არღარას მომეკერების - სიყვარული აღარას შემეფერება (მიშველის?); მე შენად ნაცლად არავინ მომეკერების - მე შენს გარდა (სანაცვლოდ) არავინ შემეფერება.
მოკრვა - ცემა, რტყმა: გულსა მოკრვითა - გულზე ხელის (მჯიღის) ცემით.
მოლი - ჯადოსნური მცენარე და წამალი, რომელსაც იყენებდნენ მოგვები საგრძნეულო საქმეებში თილისმებისა და ჯადოსნური ზემოქმედების საწინააღმდეგოდ. შდრ. ჰომეროსის ”ოდისეა” და რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”.
მომახველობა - გალესილი მახვილით გამოლაშქრება.
მომდოვრება: მყის მოამდოვრებ - უცბად შეანელებ (მტრის) დენას.
მომზე - მზის ორეული (ნ. მარი).
მომზრახ-ი - მოლაპარაკე: თვით მომზრახი - თავისით მოლაპარაკე.
მომორჩილება - ნაწილობრივ დამორჩილება.
მომუშაკება - მუშაობის ანაზღაურება, მოღვაწება: მოიმუშაკენ - მოიღვაწე, გამოიმუშავე.
მომშვიდობება: მოემშვიდობნეს - მიესალმნენ.
მომცემელობა - ძლევა, მოცემა: სხივ-მომცემელობ - სხივებს აფრქვევ, ასხივოსნებ; მომცემელობს - იძლევა, გვაძლევს.
მომცემ-ი - ნაყოფიერი, უხვი.
მომძიმარ-ი - ნაღვლიანი, მწუხარე.
მომხვეტელ-ი - აღმგველი.
მონათება: ზეცით მონათა - ზეციდან მოჰფინა ნათელი.
მონავარდე - “ნავარდის მქნელი” (საბა) იხ. ნავარდი.
მონაკვლევ-ი - მიკვლეული, მოძიებული.
მონამვა: ზეცით მონამა - ზეციდან აწვიმა.
მონახვა - დანახვა, ხილვა, ნახვა: მოინახეს - დაინახეს, იხილეს; მოინახა - დაინახა, იხილა; მოუნახავს ქვეყანა - ქვეყანა დაუთვალიერებია, უნახავს, შემოუვლია და უნახავს.
მონაჴმიერ-ი - მონახმობი, მოწოდებული (ღვთისაგან).
მონდომილობა: მონდომილობით - მონდომებით, სურვილით.
მორფ-ი - სახე, გამოსახულება, ნაკვთი: მორფ-სხეული - ორგანიზმი.
მორჩევა - მორჩება ე. ი. ყლორტების ამოყრა.
მორჩენა: მორჩეს - გადარჩნენ (ცოცხალნი).
მორჩ-ი - შტო, ყლორტი.
მორჩობა - დახრჩობა.
მორჭმა - შვება-განცხრომა, სიმდიდრით, დიდებით და ძლიერებით ცხოერება, მოირჭვამს - შვებას ჰპოვებს, გაიხარებს; მოირჭვნა - გამდიდრდა, გაძლიერდა და დიდება მოიპოვა.
მოსაგრე - ამხანაგი.
მოსათნებარე - მოსაწონი, საამებელი.
მოსამომზღვრე - მოსაზღვრე.
მოსამშიერ-ი - მოსამშიებელი.
მოსარხეველ-ი - დასარხეველი, შესაქანებელი.
მოსაფრქვეველ-ი - მოსაფენელი.
მოსაქცეველ-ი - ახალ სარწმუნოებაზე გადასაყვანი, რჯულგამოსაცვლელი.
მოსაღორებელ-ი - მოსაცთუნებელი, მოსატყუებელი, შესაცდენი.
მოსიეს - აცვია.
მოსპოლვიერ-ი - მოსასპობი, დედამიწის პირიდან აღსაგველი.
მოსრვა - ამოწყეეტა, ამოხოცვა, ამოჟლეტა; მოსრნეს - ამოწყვიტეს, ამოხოცეს ამოჟლიტეს (ისინი); მოსრენ - ამოსწყვიტე, ამოხოცე, ამოჟლიტე (ისინი); მოსრნა - ამოწყვიტა, ამოხოცა, ამოჟლიტა (ისინი).
მოსწრაფე - მოჩქარე.
მოსხლვა - მოსპობა, განადგურება, მოსხვლა: ძირითურთ მოჰსხლავ - ძირიანად მოჰკვეთ (გაანადგურებ,მოსპობ, მოსჭრი).
მოსხმა: გარნისს მოგისხნა - გარნისში მოგიყვანა (ჯარი).
მოსხმულ-ი - მოყვანილი, მორეკილი.
მოტევა - მოდევნება, მოსევა: არცა ქორთა კაკაბთა მოუტეობ - არცა ქორებს მოუსევ (მიადევნებ) კაკბებს.
მოტყინარე - ანთებული, აღგზნებული, გაღვივებული (ცეცხლი).
მოუვალ-ი - შეუძლებელი.
მოფხვრა - მოგლეჯა, მოსპობა.
მოქარვება: სიყვარული მოჰქარდა - სიყვარული წაუვიდა, გაუქრა.
მოქენე - მავედრებელი, მახვეწარი, მთხოვნელი.
მოქცევა - მობრუნება: მოიქცა მეფე - მობრუნდა (შემობრუნდა) მეფე; ოდესცა მოვიქეცით (ცნობად)- როდესაც ცნობა დაგვიბრუნდა. სულად მოიქცა - მოსულიერდა.
მოქცევ-ი ტალღა: მოქცევი ღვარი - ტალღად მოვარდნილი ნიაღვარი.
მოღაფლება - მოცთუნება, მოტყუება, დაღალატება: რად მოვღაფლდი - რად შევცდი, რად მოვტყუვდი, რად დავღალატდი.
მოღაფლებულ-ი - შეცდენილი, მოტყუებული, დაღალატიანებული.
მიღება - 1. მოტანა: მოიღეს - მოიტანეს.
2. წართმევა, მიღება: სიბერითა ძალი მოეღო - სიბერის გამო ძალა წაერთვა.
მოღმა - ჩემის მხრით, პირაქეთ.
მოღმართ: მოღმართ გვიჭვრეტდეს - პირაქეთ, თავმობრუნებულნი გვიყურებდნენ.
მოღმრთე - ღვთისნიერი, ღვთის მორწმუნე (მოშიში); მოღმრთეობა.
მოყივნება - შერცხვენა, სახელის გატეხა; მომაყივნებს; მოვაყივნე; მოვიყივნო.
მოშაით-ი - მსახიობი,ჯამბაზი, აკრობატი.
მოშიშება: მოიშიშობენ - შიშით მოდიან (მოდიან და თან შიშობენ).
მოშლა - დაშლა: მოუშალეთ - დავუშალეთ.
მოჩხიბვა - მოჯადოება: მოუჩხიბავ - მოუჯადოებიხარ. მოჩხიბულობა - მოჯადოება.
მოცალე - მოცლილი.
მოცვა: ქვეყანას მოსცვის - ქვეყანას მოედება, შემოივლის.
მოცთომა: მოვსცეთ - შევცდი.
მოცთუნებულ-ი - შეცდენილი, მოტყუებული.
მოძება - მოძიება, მოძებნა.
მოწესე - ღვთისმსახური, მონაზონი ქალი, წესის დამცველი.
მოწვართა: მოეწვართა - გაეწვრთნა; მოიწვართა - განსწავლულ იქნა.
მოწიფება: მოიწიფა - გაიზარდა, ასაკში შევიდა.
მოწონვა - შემოწმება, გასინჯვა: მოწონეს თავი - შეამოწმეს, გასინჯეს (ნავის) კიჩო.
მოწურვა: მოგვეწურნეს - მოგვიახლოვდნენ.
მოწყალე - მოელვარე, ბრწყინვალე.
მოწყალება - ელვარება, ბრწყინვალება: ითქმი... მოწყალებისა ნაუფსკრულევად - ითქმი ბრწყინვალების უფსკრულად ე. ი. შენ ისეთი ელვარება და ბრწყინვალება გაქვს, რომ უფსკრულსაც კი ანათებ.
მოწყვედა: მოსწყვიდნეს - ამოხოცეს, ამოჟლიტეს (ისინი); მოსწყვიდენ - ამოხოცე, ამოჟლიტე.
მოწყლვა - დაჭრა, დაკოდვა: ორგულთა მოსწყლავ - ორგულებს დაჭრი, დაკოდავ.
მოჭირვება - მოთმენა, გაჭირვების ამტანობა, შეწუხება; მოიჭირვებენ - მოითმენენ, გაჭირვებას იტანენ, წუხდებიან; მოიჭირვე - მოითმინე, გაჭირვებას გაუძელი.
მოხარკე - 1. ხარკის გადამხდელი: სწრაფით მოხარკე - მოსწრაფებით, სწრაფად ხარკის მომტანი (გადამხდელი); გძღვნას მოხარკემან - ხარკის გადამხდელმა საჩუქრად (ძღვნად) მოგიტანოს.
2. მომჭირნე: იქმნეს მოხარკე - გახდეს მომჭირნე.
მოხვეწილ-ი - სალი (კლდე).
მოხვეჭა - შოვნა, მოგროვება რისამე.
მოხმა - მოტანა: მოიხვნეს - მოიტანეს (ჭიქები).
მოჴდა: მოჰჴადა უნაგირთაგან - უნაგირიდან აიყვანა (გადმოიღო, ჩამოიღო); ცხენისაგან მოჰჴადა.
მოჴსენალ-ი - მხსენებელი (მიცვალებულთა).
მოჴსენება - 1. თქმა: მოაჴსენა ჯაზირ.
2. მირთმევა: მოგაჴსენებდი - მოგართმევდი; მოგაჴსენებ - მოგართმევ; სადილი მოგაჴსენოთო - სადილი მოგართვათო; მომიჴსენებია - მომირთმევია.
მოჴშო - შიში: გაქვს მოჴშო.
მოჯდომა: მოიჯდომებდეს - დაჯდებოდეს (ჩამოჯდებოდეს რამეზე) მოგზაურობის დროს.
მრავალწილება: ბრძნობა და გულოვნება ამრავალწილა - ბრძნობისა და გულოვნების მოწილენი გაამრავლა.
მრჩევ-ი: სიტყვითა მრჩევსა - სიტყვით რჩევის მიმცემსა; ელვათა მრჩევსა - ელვარებათა გამომრჩეველსა.
მრჩობლ-ი - წყვილი.
მსაჯულ-ი: დიდსა მსაჯულსა - დიდ მოსამართლეს, ე. ი. ღმერთს.
მსთვად-ი - ადრეული, ნაადრევი; მსთვად - ადრეულად, ნაადრევად.
მსპარაზნობელ-ი - სამხედრო თამაშობებსა და საფალავნო ტურნირებში მოვარჯიშე, მოასპარეზე.
მსრველ-ი - გამჟლეტელი, მხოცველი, ამომწყვეტელი; მსრველად - მოსასრველად, გასაჟლეტად, ამოსახოცად, ამოსაწყვეტად.
მსჯელ-ი - განმსჯელი, მბჭობელი.
მსხემ-ი - მწირი, უბინაო, უცხო.
მტერიან-ი - ბნედიანი, ეპილეფსიით დაავადებული.
მტილ-ი - ბოსტანი.
მულღაზარ-ი - წალკოტი.
მუნაურ-ი - იქაური.
მუნებურ-ი - იქაური.
მუნეჯიმ-ი, მუნეჯიბ-ი - ვარსკვლავთმრიცხველი.
მურავაყიან-ი - დაწმენდილი, სასიამოვნო სასმელი ღვინო.
მურ-ი - ერთგვარი სურნელოვანი ნივთიერება, შტახსის ნაწურის ნარჩენი.
მურტ-ი - კენკროვანი ნაყოფი.
მუტრიბ-ი - მომღერალ-დამკვრელი, მეჩანგე; ფრინველნი მუტრიბობდეს - ფრინველები გალობდნენ, ჭიკჭიკებდნენ.
მუქასარ-ი - ნიფხვის უბე.
მუქაფა - სამაგიერო, სანაცვლო, საზღაური.
მუქფება - სამაგიეროს მიზღვევა, სანაცვლოს გადახდა: სიყვარული უმუქფენ - სიყვარული მიუზღე; ემუქფებიან - სამაგიეროს მიზღვევას ცდილობენ.
მუშა - “ქვეყნის მოქმედი” (საბა). მიწის დამმუშავებელი.
მუშა-ვაზ-ი - ძველი ვაზი.
მუშაითურებ - მოშაითივით, ჯამბაზივით, მსახიობივით. იხ: მოშაითი.
მუშთარ-ი - პლანეტა იუპიტერი.
მუშკ-ი - შავი ფერის სურნელოვანი, საკმეველი ნივთიერება; მუშკ-მოცრილი - მუშკ-მოკმეული, მუშკ-მობნეული.
მუხაერი-ი - ნებივრობა, განცხრომა.
მუჯამრ-ი - საცეცხლური, ან ჭურჭელი დასაკმეველად.
მფენებ-ი - მომფენელი.
მქნარ-ი - ჩქარა მომდინარე: წყალი მქნარი.
მქებარე: გემქებარე - შენი მაქებარი გავხდი.
მქნიარ-ი - მქროლავი (ქარი).
მღერა - 1. სიმღერა: იმღერდეს მგოსანნი - თამაშობდი და იმღერდი; მღერა იყო; მღერა შროშანთა - შროშნების გალობა.
2. თამაში: იმღერდიან მოშაითნი - აკრობატები (ჯამბაზები) თამაშობდნენ; ზოგთა შუბით ამღერებდა; მღერა ოროლთა (ან ოროლისა). მღერა ნარდისა.
მყვრიან-ი - ბაყაყიანი, ბაყაყებით სავსე.
მშვილდოსან-ი. - ზოდიაქოს მეცხრე ეტლი, რომელშიც მზე შედის 22 ნოემბერს.
მჩხიბაობა - ჯადოობა, კუდიანობა.
მცირებულ-ი - დაბალი ფენის წარმომადგენელი, არა დიდებული. შდრ. დიდებულნი და მცირებულნი.
მცრება - ლევა: გული უმცრდებოდა - გული ელეოდა.
მცრობა: გამცრობს ერაკლე - ჰერაკლე კეისარი შენ ”პირველობას გითმობს” (ნ. მარი), ის შენთან შედარებით პატარაა; მცრობსა აქილევს - აქილევსი ეპატარავება.
მცქაფრობა: მცქაფრობს მეხებრ - მეხივით სწრაფად (უცბად) თავს მეცემა (მესხმის).
მცხინვარება - “სინათლის სიცხიანობა” (საბა), ”დიდ-ნათელობა, დიდ-სხივოსნობა” (მ. ჯანაშვილი).
მძივთ-ი - კუპრი.
მძლავრობა: მმძლავრობენ - მძალავენ, მერევიან.
მძლევარ-ი - 1. დამძლეველი, მომრევი: სხვათა მძლევართა - სხვათა მომრევს, მძლეველს.
2. მიმცემი, გადამხდელი: ხარკთა მძლევართა - მოხარკეებს, ხარკის გადამხდელებს.
მძლეობა - გამარჯვება: ნესტორად მძლეობ - ნესტორივით იმარჯვებ (გამარჯვებული, მძლეველი ხარ).
მძლიერ-ი - მძლეველი, მომრევი.
მწადენ-ი - მწადებელი, მოსურნე.
მწდე - ღვინის დამსხმელი, მერიქიფე.
მწდეობა - ღვინის მიწოდება, მერიქიფეობა: შენ მწდეობდი - შენ იყავი ღვინის მიმწოდებელი (მწდე). გული სისხლსა თვალთა უმწდეობდის - გული იყო მერიქიფე, რომელიც თვალებს სისხლის ცრემლებს აწვდიდა.
მწეს-ი - მომხმობი, დამძახებელი.
მწვანვილ-ი - მწვანე ბალახი.
მწთოლვარე - რაც წვეთავს.
მწიკვლ-ი - ჭუჭყი, სიბინძურე.
მწლფებარე - წრფელი, ალალ-მართალი, პირდაპირი.
მწყაზრობა: ღაწვი უმწყაზრობს - ლოყა ალამაზებს, ამშვენებს.
მწყდარ-ი - დაკოდილი, დაჭრილი, მოკლული: მწყდრად-მდებარე.
მწყერ-მარჴილ-ი ზღვის ფრინველი, რომელიც ცხოვრობს არაბეთის ზღვის სანაპიროებზე: (ღმერთმა) ზეცით მონამა მანანა ჩვენთვის მწყერ-მარჴილებით - (ღმერთმა) ზეციდან ჩვენთვის მწყერმარხილების საშუალებით აწვიმა მანანა. შდრ. ”მოჴდა მწყერ-მარჴილი და დაფარა ბანაკი იგი” იხ. აგრეთვე: მანანა.
მწყობელ-ი - დამზავებელი.
მწყობრ-შენასხმევ-ი - მწყობრად შექებული, (ხოტბა-შესხმული).
მჭევრ-ი - მშვენიერი, ლამაზი, მოხდენილი.
მჭელეულობა - ხელეულები.
მჭირსნე - სიძნელის ამტანი.
მჭიშნე - ძლიერ დაგრეხილი, მჭისნე: მჭიშნედ მიჩნს - ძლიერ დაგრეხილად მეჩვენება.
მხარკე - “მომჭირნე და მცდელი” (საბა), საჭირო საქმისათვის მზრუნველი: მბრძოლთა მხარკე - მებრძოლთა მომჭირნე (მცდელი).
მხედ-ი - მხედველი.
მხიბლავ-ი - გრძნეული, ჯადოსანი.
მჴარ-ი - ოთხი წყრთა, (სიგრძის საზომი ერთეული).
მჴდოვნებ-ი - ამხდელი (ბინდისა).
მჴცე-შერეულ-ი - ჭაღარა.
მჯობენ-ი - მჯობი, გამარჯვებული: ყოვლითვე მჯობენ სძლო დიდად მჯობენ - ყოვლით გამარჯვებულმა დასძლია (მოერია, აჯობა) დიდად გამარჯვებულს.

13 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ნ

▲ზევით დაბრუნება



ნაბერწყალ-ი - ნაპერწკალი.
ნაგაშპასევ-ი - სიყვარულით შემომცქერალი (ნ. მარი).
ნაელვებ-ი, ნაელვევ-ი: ნაელვებითა - ელვარებით, ბრწყინვალებით; შუბლ-ნაელევად - შუბლ-აელვარებულად, შუბლგაბრწყინვებულად.
ნავარდ-ი - ფალავანთა მიერ ბრძოლის წინ საასპარეზო მოედნის შემოვლა.
ნავროზ-ი - სპარსელების ახალი წლის დღესასწაული, რომელიც იმართებოდა 21 მარტს ბუნიაობის დღეს, როცა მზე შევიდოდა ვერძის ეტლში. იხ. აგრეთვე: ბაირამ-ნავროზობა.
ნავქ-ი - დიდი სატყორცნი იარაღის ისარი.
ნავღელ-ი - ნაღველი. ნავღლისაებრი სიტყვა ამოყარა - ნაღველივით მწარე სიტყვები წარმოსთქვა.
ნაზ-ი - მოალერსე: წავიღე სიყვარულისა კაკაბი შენისა ნაზისა ქორისა შიშითა.
ნაზუქ-ი - ნატიფი, ლამაზი, კოხტა (ტანი).
ნაზუქობა - ნატიფობა, კოხტაობა.
ნათელიერ-ი - სინათლიანი, ნათელმოსილი.
ნათელ-ღებულ-ი - მონათლული.
ნათლობა: მანათლობს - მანათებს.
ნაკრტენ-ი - ბუმბული.
ნალ-ი - ლერწმის კალამი.
ნამათევ-ი - ღამენათევი.
ნამარხევ-ი - დამარხული, შენახული.
ნამორჩებარე - ყლორტებამონაყარი.
ნამტკიცოვან-ი - მიმაგრებული, მიმყარებული.
ნანვა - სინანული, დანანება.
ნაოტ-ი - გაქცეული, გადახვეწილი.
ნაოხარ-ი - აოხრებული, პარტახი.
ნარბევ-ი - ნარბენი.
ნარგისთა შამბ-ი - წარბ-წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორული გამოთქმა.
ნასახ-ი - დახატული, შესახედავი: ნასახად სად ა - შესახედავად სად არის.
ნასმენალ-ი - გაგონილი, მოსმენილი.
ნასნებავ-ი - ნაავადმყოფარი, სენგადატანილი, სენგამოვლილი.
ნასრან-ი - თეთრი სურნელოვანი ვარდი.
ნატამალ-ი - 1. ჩამომავალი, ნაშიერი.
2. ნათესავი, თვისი.
ნაფუნჩევ-ი - გაფურჩქვნილი, გაშლილი; ნაფურჩი - თაიგულად გაშლილი.
ნაქვს-ი - ნაკვთი, ფორმა, სახე.
ნაქმარ-ი - ტანის მოყვანილობა, გარეგნული შეხედულება.
ნაშენებარე - რაც ხარობს, ცოცხლობს.
ნაცარ-ნასხმევ-ი - ნაცარ-წაყრილი, თავლაფდასხმული, შერცხვენილი.
ნახლ-ი - ძვირფასი ხარისხის ქსოვილი.
ნაჴელოვნებ-ი - ხელით შექმნილი.
ნაჴსოვნებ-ი - მოგონებით წარმოსახული (წარმოდგენილი).
ნაჯომარდ-ი - არა ჯომარდი (არა გმირი). ნაჯომარდობა.
ნაჯუფთევ-ი - ნაწყვილევი, შეუღლებული, შეტოლებული.
ნება - 1. სურვილი, ნების დართვა, უფლება, ნებისყოფა: ინებო - ისურვო, მოინდომო; თუ ნება; არ ჰქონდა ნება - არ ჰქონდა უფლება; მე ცად ვინები - მე ცად ყოფნა მოვინდომე; თქვენად ვქმნა ნებით.
2. ნელა: ნებასა მოიარა - ნელა მოიარა; ნება-ნებასა კვნესოდა. - ნელ-ნელა კვნესოდა.
ნელად-რე - ცოტა უფრო ნელა.
ნეტარ-ი - ყოველგვარი სიკეთის მქონე, სიკეთით სრულყოფილი, ბედნიერი: სამგზის ნეტარი - სამგზის სრულყოფილი ყოველგვარი სიკეთით. (”სამგზის ნეტარს” და ”სამგზის სანატრელს” კლასიკური ხანის მწერლები უწოდებდნენ თამარ მეფეს).
ნეფხვა - ძლიერი ყინვა.
ნივთ-ი - 1. ოთხი ელემენტი - წყალი, მიწა, ჰაერი და ცეცხლი; მატერია: შეყინვა ნივთთა; მხედი ნივთთა; ნივთთ შექსულობით.
2. სქესობრივი სიტკბოება, მამათა სქესი: არცა ნივთი იცი; საწუთროჲსა ნივთთა; რამინს შიგან ნივთი რა ნახე.
ნიშატ-ი - სიხარული, შვება-განცხრომა, მხიარულება. შდრ. ნიშატი და სიხარული.
ნიშ-ი - სასწაული; ნიშობა - სასწაულთმოქმედება.
ნიშტიან-ი - მხიარული, გახარებული, მოლხენილი.
ნიჭ-ი - ძღვენი, საჩუქარი, საბოძვარი.
ნობათ-ი - რიგი, ჯერი, მორიგი სალაშქრო ბანაკი: ნობათ-კარავსა პირი გურგანისაკენ აქნევინა.
ნუკვა - ვედრება, ხვეწნა, თხოვნა: რას მნუკევ - რას მევედრები, მეხვეწები; ნუ მენუკევ - ნუ მთხოვ.
ნუჟრობა - ყლორტების ამოყრა.
ნქრევა - “შეღმა შებნევა რისამე” (საბა), ჰაერში აბნევა, გაფანტვა: ანქრივეთ - ჰაერში გააბნივეთ; ვანქრიეთ იგივე წამალი.

14 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ო

▲ზევით დაბრუნება




ოთაღ-ი - ოთახი, კარავი.
ოთხრაჴს-ი - ამბრი არაბის ცხენის სახელი; შავ-მოწითალო (წაბლისფერი) რაში.
ონავრობა: ვიონავრენით - დავარბიეთ, დავაწიოკეთ და ქონება დავიტაცეთ.
ოროლ-ი - ორპირიანი და გრძელტარიანი შუბი.
ორძალ-ი - ორსიმიანი (ანუ ორძალიანი) საკრავი ინსტრუმენტი.
ოს - როს, როდესაც.
ოსან-ი - მომღერალი, აშუღი.
ოტება - 1. გამოდევნა: ზეცით იოტნა - ზეციდან გამოიდევნა.
2. გარდახვეწა, გადაკარგვა: იოტნა - გარდაიხვეწა, გადაიკარგა; ოტიო - გაიქეცი, გადაიხვეწე, გადაიკარგეო.
ოტებულ-ი - გადახვეწილი, გადაკარგული.
ოფას-ი - წმინდა, ბაჯაღლო.
ოქრო-ნემსულ-ი - ოქროსფერი ძაფით ან სირმით ამოქარგული (მოგვირისტებული).
ოქსინო - ოქროქსოვილი ხავერდი.
ოჴერ-ი - დანგრეული, დაქცეული, უპატრონოდ მიტოვებული.

15 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - პ

▲ზევით დაბრუნება




პავასიკ-ი - ტომარა, ჩანთა;.”ტაცებით, გინა ბოროტად შეკრებული საუნჯე” (საბა).
პაშტა - არა მცირე, ბევრი: პაშტასა საჭურჭლესა უსაქმოდ გაანქრევო - არა მცირე საგანძურს უსაქმოდ (ტყუილუბრალოდ) გაჰფანტავო; მუნემდისი ქვიშათა ზედა პაშტა წყალი დაედინების - მანამდე ქვიშაზე ბევრი წყალი დაედინება.
პატიჟ-ი - სასჯელი, განსაცდელი.
პატრიკულ-ი: - ატიკულისა, პატრიკულისა ხედვის უფალ ხარ სიწლოთსიჴშოსა - შენ საფუძვლიანი მცოდნე ხარ წარმართულ-ელინური (ატიკულისა) და ქრისტიანული, წმიდა მამათა (პატრიკული) ხედვისა, ე. ი. ფილოსოფიისა და მოძღვრებისა (კ. კეკელიძე, ეტიუდები).
პერიპატო: ზინონ, ზენანი, მოგვთა ზენანი მეუფედ გჴმობენ პერიპატოსა - (ფილოსოფოსი) ძენონი, ზეციერნი არსებანი და გრძნეულთა (მისანთა) მოძღვარნი (მოთავენი) პერიპატოს,.ე. ი. პერიპატეტიკული, არისტოტელეანელური სკოლის მეუფეს (მეთაურს) გიწოდებენ. შდრ. ჩახრუხაძე: ”მაშა მეხელი, მაშა, მეჴელი” (არისტოტელეანელო, მომეახლე, ჩემთან ახლოს იყავ, მაშ, მფარველობა გამიწიე). ჩახრუხაძე თამარს უწოდებს ”მაშას” (არისტოტელეანელს), შავთელი კი პერიპატოს (არისტოტელეანელი სკოლის) მეუფეს.
პინაკ-ი - პატარა ჯამი.
პირ-ი - 1. საზღვარი: ინდოეთისა პირისანი ვართ.
2. ნაპირი, კიდე: ლაშქართა პირი.
3. პირობა, პირიანობა: ჭაბუკობისა პირი არ არის; აწ პირიანი არს.
პირის დაყოფა - პირის მოკუმვა, დაჩუმება: პირს დაუყოფდა.
პირის-წყალ-ი - სინდისი, ნამუსი, პატიოსნება.
პირ-მედგრობა - მძვინვარება, მრისხანება.
პირმშო - პირველ შობილი; ისაკებრ პირმშობ - ისაკივით პირველი შვილი ხარ.
პოდირ-ი - ზედა შესამოსელი (верхная риза), ”სამოსელი, მსგავსი წმ. ბასილის პალეკარტისა” (საბა).
პოლოტიკნი რკინან-ი - ფოლადის ჯავშანი, ”რკინის, ფიცარი ბრძოლაში მკერდთა და ღლიათა დასაკრავი” (საბა).
პორფირ-ი - წითელი ფერის სამეფო და სამღვდელო პირთა სამოსელი.

16 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - რ

▲ზევით დაბრუნება




რა: - რებისა - რაებისა.
რაკა - “რტყმა, განწონა” (მ. ჯანაშვილი). შეიძლება ამ სიტყვას რაიმე კავშირი ჰქონდეს ოთხთავის ”რაკა”-სთან, რაც არამეულად სულელს ნიშნავს: ”რომელმან ჰრქვას ძმასა თვისსა: რაკა, რომელ არს საძაგელ, თანმდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად”.(მათე, 5,22).
რამლ-ი ქვიშა: რამლს ჰკრვენ - ქვიშაზე მკითხაობენ (მარჩიელობენ).
რაჴს-ი - შავ-მოწითალო (წაბლისფერი) ცხენი; რაში: რაჴსოსანი - ცხენოსანი.
რება: არე წყალი - გადაავლე წყალი; ვაარებ - ვატარებ; მაარე - მატარე; გზისა უმეცარი მარო - გზის უცოდინარი მატარა; რებული - მოარული, ნასიარულევი.
რევა: საც ერია - სადაც (რომელიმე ბრძოლაში) ერია (გარეული იყო); მეხებრ ერია - მეხსავით სწრაფად დაერია.
რეცა - ვითომ, თითქოს.
რთმევა - წართმევა: საულს მეფობა ართო - საულს მეფობა წაართვა; სიტურფე ართო - სილამაზე, სიმშვენიერე წაართვა.
რიალ-ი - “ბოროტი მთქმელობა” (საბა), ბოროტი განზრახვით აურზაურის შექმნა.
რიდე - ქალის თავსაბურავი. შენ შუქნი ელვა-ეთერთა მზისა მწვერვალთა არიდენ - შენ, - მიმართავს ჩახრუხაძე თამარს, - ელვა-ეთერთა შუქი (ე. ი. შენი სილამაზის სხივოსნობა) მზის მწვერვალებს რიდესავით მოახვიეო.
რიდება - მორიდება, არიდება (თვალის, ყურის): არიდენ.
რინდო - მთვრალი.
რომ: - ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო... - ახალო რომო (იგულისხმება ქ. რომი), შენთვის თქვეს, რომ (ყოველ არსებულზე უფრო დიდი იყოსო). იოანე შავთელი გელათს, რომელიც თამარის დროს ერთ-ერთ ძლიერ კულტურულ კერას წარმოადგენდა, უწოდებს ”ახალ რომს”.
როჭიკ-ი - დაქირავებული პირისადმი, ან სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელისათვის განკუთვნილი ულუფა, გასამრჯელო ”სამეუფოთა გამოსაზრდელო, შჯულიერი მთავრობისა ნიჭი” (საბა).
რუსხა - სინათლე.
რქმა: ერქვას - ეხუროს.
რღვნობა - წყლით დაფარვა, წყალდიდობა, ”წყლით მოცვა” (საბა).
რცხვა - რეცხვა, გარეცხვა: გულსა სისხლითა ვრცხიდი - გულს სისხლითა ვრეცხავდი.

17 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ს

▲ზევით დაბრუნება




საახლო: ფრთხილნი კაცნი საახლოდ უყვარდეს - ფრთხილი ადამიანები უყვარდა თავისთან ახლოს (თავის გარშემო) შემოსაკრებად.
საბასრო - გასაკიცხი.
საბირონ - უბედურების თანამოზიარე მეგობარი.
საბრ-ი - მყრალი სამკურნალო ბალახი.
საბრჴე - ხაფანგი, მახე.
საგან-ი - ნიშანი, სამიზნო: აიღე შენი საგანი, რომელ ვერ ეცეს ისარი. საგნობა - ისრის ნიშანში სროლა.
საგდებელ-ი - ქამანდი, მარყუჟიანი თოკი.
საგრობა - ამხანაგობა.
საგულისო - გულმოსასვლელი, გასაგულისებელი.
სადედო - ქალთა საცხოვრებელი სახლი; სამსმელო
სადოსტაქნო - საღვინე ფიალა.
სავანე: მზეებრ სავანე - მზესავით ბრწყინვალედ საჩინელი, დიდებულად აღმობრწყენილი; სულის სავანე - სულის სადგური, ადგილსამყოფელი.
საზეპურო - ზეციური პურის მოზიარე: ერ საზეპურო ხარ - შენ ხარ საზეპურო ერის წევრთაგანი, ღვთიური პურისა და მადლის მოზიარე.
სათვალე: შეულოცნა სათვალენი სიტყვანი - შეულოცა თვალის ცემის საწინააღმდეგო სიტყვები.
სათ-ი - მარჯანი.
სათნევ-ი - მოსაწონი, საამებელი, გასახარელი.
სათნო - პირფერული, მლიქვნელური, ფარისევლური.
სათხედ-ი - მოკლე შუბი; ზომიერ-ტარიანი და ბრტყელპირიანი შუბი.
საკარგავ-ი - სამფლობელო მამული, ბოძებული მეფისაგან სახელმწიფო (უმთავრესად სამხედრო) სამსახურში მყოფი ერთგული პირისადმი (ალ. ბარამიძე).
საკრამანგ-ი - ტანისამოსი, ”ძვირფასად და ყვავილოვნად ნაკერი ოქროის თმითა და ჩიგინითა” (საბა); ძვირფასი ბეწვიანი ოქროქსოვილი, რომელსაც ხმარობდნენ ცხენზე გადასაფარებლად ან კარვის შესამკობად.
სალარ-ი - მეთაური, უფროსი.
სალარო - ლარის (განძის) შესანახი ადგილი.
სალმობა - ტკივილი, ავადმყოფობა; სალმობიე რი - სნეული, ავადმყოფი.
სამალად: ბრძანონ სამალად, არ თუ სამალად - თქვან (ბრძანონ) სხაპა-სხუპით, არათუ დასამალად.
სამარაგდო - ზურმუხტი.
სამაროვან-ი - სასაფლაო.
სამარხავ-ი - შესანახი, აკლდამა.
სამება - სამი ჰიპოსტასი: მამა, ძე და სულიწმიდა.
სამიზდარ-ი - საქირაო, ქირით ასაღები.
სამ-მზე - სამგზის.მზე.
სამ-ოთხით - სამჯერ და ოთხჯერ, სამოთხგზის: ღმერთმან სამოთხით მოგვცა სამ-ოთხით ეთერ ბრწყინვალე, მზეებრ სადარი - (თამარი) ღმერთმა სამოთხიდან მოგვცა (მოგვივლინა) სამ-ოთხგზის ეთერივით ბრწყინვალე და მზის შესადარი. შდრ. ”ისტორიანი და აზმანი” (ქ. ცხ.): ”თამარ, სამგზის სანატრელი და სამებისაგან ოთხად თანააღზევებული”.
სამსმელო - სადედო; ჰარამხანა.
სამუქფო - სამაგიეროდ, სანაცვლოდ მისაზღველი.
სამფშვინველ-ი - “სამშვინველი - უტყვი სული” (საბა): სამფშვინველისაგან კიდე სხვა ღონე არა იყო - სუნთქვის გარდა სხვა შესაძლებლობა არა გვქონდა.
საპატიჟო - სატანჯველი; სასჯელი.
სარა-ფარდა - “სამეფო კარავი, მორთული ფარდაგებით” (იუსტ. აბულაძე).
სარდა-სარო - კვიპაროზის მაგვარი სურნელოვანი ხე.
სარდიონ-ი - წითელი თვალი, сердолик.
სართულ-ი - თავშესაფარი, ჭერი, სახურავი.
სარჩელ-ი - ყვედრება, ჩივილი.
სასაგნო - სამიზნო, ნიშანში ამოსაღები რამ.
სასალუქო - “ტანის მორთულობათა საწყობი” (იუსტ. აბულაძე), მოსართავ-მოსაკაზმავი; სასალუქად ბრძენი რიტორებს - ბრძენი დარბაისლურად (ზრდილობიანად) მჭევრმეტყველებს.
სასთვლებელ-ი - სართვლოდ მოსაკრეფი.
სასიტყველ-ი - საკამათო, სადავო, სალაპარაკო.
სასტიკ-ი - ძლიერი.
სასუმელ-ი - ნათესავი, თვისი, მოყვარე.
სასძლო - დედათა სახლი, სარძლო ე. ი. რძლისათვის განკუთვნილი სახლი.
სატალაო - სადარაჯო, საყარაულო, საგუშაგო.
სატუხელ-ი - ძლიერ დიდი სამწუხარო რამ, ”რა ფრიად კეთილი ფრიად ბოროტად შეიცვალოს” (საბა).
საუფლო - საბატონო (კაცი).
საფირონ-ი - ფრინველთა გალობა და სტვენა.
საქანელ-ი - სარკმელი (ცისა): ცის საქანელნი - ცის სარკმლები, ცის კარები. შდრ. შესაქმე: ”საქანელნი ცისანი განეხვნეს და იქმნა წვიმა ქვეყანასა ზედა”.
საქიქელ-ი - გამოსამჟღავნებელი, გამოსააშკარავებელი; გასაწბილებელი.
საღორებელ-ი - შესაცდენი, მოსატყუებელი.
საშვებელ-ი - საფუფუნებო, მდიდრული, საუცხოო, ”უზრუნველი ადგილი” (საბა).
საცეცხლე - ცეცხლთაყვანისმცემელთა სამლოცველო სახლი, სადაც ცეცხლი ანთია მუდმივად.
საწაღმართოდ - საკეთილდღეოდ.
საწდე - ღვინის სასმისი.
საწერან-ი - საწერ-კალამი.
საწესიერ-ი - საგანმგებლო: მკვდართა აღმდგენი, ბრმა-კოჭლთა მდგენი სრულად უვნებლად საწესიერს ა - მკვდართა გამაცოცხლებელი და ბრმა-კოჭლთა ფეხზე დამყენებელი (ე. ი. იესო ქრისტე) სრულიად უვნებლადაა საგამგებლოში, ე. ი. იქ, საიდანაც ის წესრიგს ამყარებს ქვეყანაზე.
საწმის-ი - მატყლი: ვინ ჩნდა საწმისად - ვინც გამოჩნდა საწმისად ე. ი. მატყლად. იგულისხმება მარიამ ღვთისმშობელი, რომელიც გედეონმა სიმბოლიურად ანგელოზთა მიერ დანამულ საწმისად წარმოისახა. შდრ. შავთელის ”გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი” სტროფი 25-ე: ”იაკობ კიბედ გიხილა, ხოლო მოსე - მაყულად, დანიელ - მთად, გედეონ - საწმისად, ანგელოზისა მოსლვითა შეცურეულთა”.
საჭვრეტელ-ი - თვალი: მზის საჭვრეტლითა - მზის თვალით.
სახე - 1. შესახედაობა, გამოხატულება, გამოსახულება: დასახა სახებრ; ჰე, ნახე სახე; შექმნა სახესა; სახედ უსწორო.
2. მსგავსი: ედემის სახე; სახედ ელვისა; სახედ; ანგელოზთ სახედ.
3. ნიმუში, მაგალითი: სახედ გსახობდეს.
სახედავ-ი - თვალი.
სახედველ-ი - თვალი.
სახვა: ბრძენმან გასახა - ბრძენმა გიწინასწარმეტყველა; თვალნი ვერ გსახვენ - თვალები ვერ გხედავენ; რასა გასახოს - რას შეგადაროს; გსახობდეს - წარმოგისახავდეს, შეგადაროს.
სახიერ-ი - კეთილი (შდრ. მათე: ერთი არს სახიერი ღმერთი).
სახიობა - “მუსიკა მწყობრი ძალთა და საკრავთანი და ხმოვანება ტკბილი, გალობა თუ სიმღერა” (საბა); მსახიობთა, მომღერალ-დამკვრელთა კონცერტი, გართობა-სანახაობანი.
სახოვან-ი - მიჩნეული.
საჴამსო - მოსაწონი, საკადრისი, შესაბამისი; არცა შენი ბრალობა მესაჴამსების - არც შენი დანაშაულია მოსაწონი.
საჴელ-ი - სახელო (ზედა ჩასაცმელისა).
საჴმილ-ი - საცეცხლე, ღუმელი.
საჴსარ-ი - გამოსახსნელი.
სერ-ი - 1. გორა, 2. ვახშამი, ”მიმწუხრი საზრდელის მიღება” (საბა): ვნახეთ ა სერი: მასზედა სერი - მჴეცნი, მფრინველნი უწყლად მისევნით - ვნახეთ გორა (დახოცილთა გვამებით დაფარული) და ამ გორაზე უწყალოდ მისეულ მხეცთა და ფრინველთა სერობა, ე. ი. ვახშამი.
სეფე ტახტ-ი - სამეფო ტახტი.
სეფისპირობა - დიდებულება, დიდგვარიანობა. წარჩინებულობა.
სეფქა - ”ფრთამაღალი გრძელი კრკალ-შემობმული” ისარი (საბა): ჯაღაცა ჰსეფქევ - ჯაღასაც ისარი სტყორცნე. იხ. ჯაღა.
სთველ-ი - შემოდგომა; ქარსა ჰგვანდა სთვლეულსა - შემოდგომის ქარსა ჰგავდა.
სორექ-ი - ყურძენი, ან კარგი ხარისხის ღვინო.
სპეტაკ-ი - თეთრი, წმინდა.
სრბა - სწრაფი სირბილი, ქროლვა.
სრევა - სროლა, ტყორცნა: ისრვის ისარსა; ფერო ეთერსა ელვათა სრევად - ეთერში ელვისებურ სხივთა ფრქვევის მსგავსო, ცაში გაელვების მსგავსო.
სრვა - ამოხოცვა, ამოჟლეტა, გაწყვეტა: უწყალოდ ისრის - შეუბრალებლად ნადგურდება, ისპობა; ესრო მარ ამით - განადგურდა, მოისპო, მოიკლა გველი (მარ) ამით.
სტავრა - ატლასი.
სტოლა - ჯარი, ამალა.
სტროლაბ-ი - კუთხის საზომი იარაღი, რომელიც იხმარებოდა ასტროლოგიაში ვარსკვლავების სიგრძე-სიგანის გამოსათვლელად.
სულად მოსლვა: მოვედით ჩვენ სულადვე - მოვსულიერდით.
სულდაღებულ-ი - გაჩუმებული, განაბული.
სულ-ი - 1. სული, дух: სულთ აშენებდენ - სულს შენ გაძლევდნენ; სული მწლფებარე - წრფელი სული.
2. თავი, სულიერი არსება: დაუნაყელი სული ვის შერჩა - დაუჩეჩქველი თავი ვის შერჩა; სთნდა ყოვლსა სულსა - მოსწონდა ყოკელ არსებას; სული, არენ ასული; მოწყალე სული.
სულის დაღება - გაჩუმება, გაკმენდა; სული დაიღო - გაჩუმდა, გაინაბა.
სულშეუღებელ-ი - სულმოუთქმელი.
სურმა: - თვალის საოლავი: შენი თქვეს: შამი, ა სურმა ისო - შენზე თქვეს: (მანათობელი) სანთელია, (თვალის საოლავი) სურმააო, (რომელიც თვალს ”მისცემს სინათლესა და გარდაიღებს მანესა” ე. ი. სიბინდეს).
სუფევა - მეფობა; სუფევს - მეფობს.
სძლობა: - ასძლოს - არძლოს, რძლად მიიყვანოს, დასვას როგორც რძალი. იხ. აგრეთვე სასძლო.
სწორება: სწორავს - ეტოლება, ესწორება, შეედრება.
სწრობილ-ი - სრული, ბადრი (მთვარე).
სხივ-მკრთოლვარება - სხივის ცეცხლოვანი ელვარება.
სხივ-შესადგმევ-ი - სხივ-გასაძლები.
სჯა - განსჯა, გასამართლება, სასჯელის დადება, დასჯა: ლხინად ვლი სჯათა - მხიარულად წადი განსასჯელად (მტრისა); ქოლვით ისაჯა - ჩაქოლვით, ჩაქვავებით დაისაჯა; ის სჯის მოსპოლვიერსა - ის ასამართლებს მოსასპობს, დედამიწის პირიდან აღსაგველს.
სიახლე - ახლო ყოფნა.
სიბასრე - სიმაგრე.
სიბიჭე - ეშმაკობა, ცბიერება, მატყუარობა.
სიბორგილე - მშფოთვარება, მოუსვენრობა.
სიდუხჭირე - სიუშნოე.
სიკეთე - სიმშვენიერე.
სიპოხე - სიმსუქნე.
სირ-ი - ჩიტი.
სისრა - ისრის გატყორცნა.
სისხლ-წამებულ-ი - სისხლით დამოწმებული.
სიტყვა-მავნ-ი - ავი სიტყვის მთქმელი, ავად მეტყველი, ავი სული.
სიტყვა-მიუმცდარ-ი - მართლის მთქმელი.
სიტყვა-შეწყობა - ლექსად შეთხზვა, გალექსვა.
სიტყვის მგებლობა - ფილოსოფიური დიალოგი
სიფიცხე - უამინდობა (ჰაერისა); სისწრაფე, სიჩქარე.
სიქადულ-ი - თავის ქება.
სიქსუე - გაველურება, განადირება.
სიცბილ-ი - ვერაგობა.
სიწლო - სიწვრილე, სითხელე, სიზუსტე.
სიწრფოება - გულწრფელობა, ალალ-მართლობა, სიწრფელე.
სიჭრელე - ცბიერება, თვალთმაქცობა.
სიხელე - სიგიჟე (მიჯნურობისაგან).
სიჴშო - სიმკვრივე, სიხშირე.

18 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ტ

▲ზევით დაბრუნება




ტაბარზად-ი - ერთგვარი თეთრი შაქარი.
ტალა - ღამის დარაჯი, ყარაული მოგზაურობის დროს; უტალაოა - უგუშაგოა.
ტალანტ-ი - ”ოქროსა და ვერცხლის ზოდი” (საბა); ფულადი საბოძვარი, საჩუქარი.
ტან: ღვარი მკვდარსა იტანდეს - ნიაღვარი მკვდარს ატივტივებდა.
ტარალ-ი - ქურდი.
ტარიგ-ი - კრავი.
ტენალ-ი - სითხე, სინოტივე.
ტოილო - ჯაჭვი, წვრილი მავთულისაგან დაგრეხილი თოკი.
ტრელობა - მლიქვნელური მოფერება, პირფერობა, ”უწესოდ ყოველთა მიფერება საშოვრისათვის” (საბა).
ტრიონ-ი - მატყლის ქსოვილისაგან შეკერილი ძვირფასი სამოსელი.
ტურფა - იშვიათი და ძვირფასი მოელვარე ნივთი, ახალი და უცხო რამ.
ტყვევა - დატყვევება: მჭვრეტნი ვიტყვითა - მაყურებელნი მის ტყვეობაში ვვარდებით; მეტყვის მით ენოს - ამით (ფილოსოფოსი) ენია ჩემი ტყვე ხდება.
ტყვეურ-ი - დატყვევებული.

19 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - უბ

▲ზევით დაბრუნება




უარე - უფრო ცუდი, უარესი; უარე და უარე ხარ.
უბადო - ცუდი, ავი. უბადოდ - ცუდად, ავად.
უგბილ-ი - თავისნათქვამა, ჯიუტი, კერპი.
უგლიმ-ი - გულქვა.
უგრძნეულოდ - მოულოდნელად, ანაზდეულად.
უზარო - უშიშარი.
უზევს-ი - უზენაესი.
უზენარო - ფიცის გამტეხი, უპირო, უღვთო.
უზვერელ-ი - სურნელოვანი ხე.
უზღო-უმსგავსო - მიუზღვეველ-შეუფერებელი.
უკანასკნელ-ი - ”უკანა ბოლო” (საბა). ასტროლოგთა წარმოდგენით დედამიწის უკანა მხარის უკიდურესი ადგილი.
უკეთურ-ი - ”მჩემებელი კეთილისა და მოქმედი ბოროტისა” (საბა).
უკლ-ი: ყოვლითურთ უკლი, ერთგულთა უკლი - ყველაფრით უნაკლო, ერთგულთათვის არაფრის მომკლები.
უკლებ-ი - აღვსილი, სავსე.
უკუნ-ქცეულ-ი - უკან წასული, უკან გაბრუნებული.
უმაშვნო - ურგები, არმოსახდენი.
უმგბარ-ი - უმი, მოუხარშავი.
უმეცხოვრეო - უმწყემსო.
უმრწემეს-ი - უმცროსი.
უმსგავსო - შეუდარებელი.
უნათლიერ-ი - ნათელის არმქონე ე. ი. ბნელი.
უნას-ი - ფათერაკი, ცუდი საქმე.
უნატამალო - უნათესავო, უმოყვრო, უშვილო.
უნდო - არად სახმარი, გამოუყენებელი, უვარგისი.
უნე - ჰუნე. რაში.
უნებურ-ი - ურჩი,მოწინააღმდეგე.
უნესა - უნდეს, სურდეს.
უნივთო - მოუფიქრებელი, უაზრო,უსაფუძვლო.
უოხჭნო - დაუბოლოვებელი, უსასრულო, მარადიული.
ურ-ი - შავთვალა ლამაზი ქალი, მუსლიმანური მითოლოგიით - სამოთხის ქალწული.
ურჩთ-შემწველობა - ურჩთა მიმართ სასჯელის დადება ცეცხლში დაწვით.
უსაეჭვო - უეჭველი, აუცილებელი.
უსათავნო - თავნის უქონელი.
უსახლ-ი - უბინაო, უსახლკარო.
უსუარ-ი - ბავშვი ხუთიდან ათ წლამდე.
უსწორო - შეუდარებელი.
უტევან-ი - სიგრძის საზომი, ერთეული, ”რომელი 143 ბიჯი იქნების” (საბა).
უტყვ-ქმნა - დადუმება, გაჩუმება.
უფალთ-მთავარ-ი - დიდებულთა შორის ყველაზე წარჩინებული პირი.
უფსკრულ-ი - “სიღრმე მიუწვდომელი, რომლისა სახელი ნივთისა უზომოობასა დაჰნიშნავს” (საბა).
უქ-ი - შეუქებელი, რისი ქებაც არ შეიძლება.
უღერა - უღელა, უღელი: უღერანი - უღლები (მონობისა, მორჩილებისა).
უცად-ი - არა ციური, მიწიერი.
უძლო - დაუძლეველი.
უძოვრიან-ი - უბალახო (ადგილი).
უჴამურ-ი - ფეხშიშველი.
უჴდურ-ი - რძის ნაწარმი.

20 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ფ

▲ზევით დაბრუნება




ფაიქ-ი - შიკრიკი.
ფარანდა - შიკრიკი.
ფარმან-ი - ბრძანება.
ფეროზ-ი - ძვირფასი მწვანე ფერის თვალი.
ფეღამბარ-ი - წინასწარმეტყველი (იგულისხმება მაჰმადი).
ფილაქ-ი ბედისწერა; ცა.
ფის-ი: ეფისა - როგორც ფისი, ისე მიეკრა (მიეწება).
ფლასურ-ი - შაოსანი, ძაძებმოსილი.
ფოლორც-ი - გზა, ქუჩა, შუკა, ორღობე.
ფოცხვერის უპე - ფოცხვერის ”მუცლის ბეწვი”, ე. ი. ფოცხვერის მუცლის ბეწვიანი ტყავი; ჭიპი (ვ. ფუთურიძე).
ფუცება - დაფიცება: დავითს ეფუცა - დავითს მისცა ფიცი; ეფუცა უფალს; ჰფუცე მონამა - (ღვთის) მონამ შეჰფიცე.
ფშვა - სურნელების დენა.

21 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ქ

▲ზევით დაბრუნება




ქალაქობა - ზეიმობა: იქალაქა - იზეიმა.
ქალაქპეტ-ი - ქალაქის თავი.
ქალწულ-ი - ზოდიაქოს მეექვსე ეტლი, რომელშიც მზე შედის 23 აგვისტოს.
ქარქვეტ-ი - კაჭაჭი: ქარქვეტებრ - კაჭაჭსავით.
ქაფარ-ი - ურწმუნო, სარწმუნოებისაგან გამდგარი, გიაური.
ქნარ-ი - 1. სიმებიანი საკრავი ინსტრუმენტი, ებანი.
2. ვარსკვლავი: ქნარი არსით მთქნარი; დღე ბნელ ქნარისთა.
ქორაფ-ი - თეთრი ალვის ხე.
ქოში: ქოშისაებრ - ვაცსავით.
ქრთილ-ი - შემოდგომის ნათესი ქერი.
ქსუ - გაგარეულებული, განადირებული.
ქსულ-ი - მობერილი, მონიჭებული (ზეციდან).

22 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ღ

▲ზევით დაბრუნება




ღად-ი - ბნელი.
ღართ-ი - ნაბადი.
ღარიბ-ი - უცხო.
ღაფალ-ი - ზარმაცი, ზანტი; დაუდევარი.
ღელე გლოვისა - ბიბლიური გადმოცემით ადგილი, სადაც დავით წინასწარმეტყველმა ამოჟლიტა ურჩ ფილისტიმელთა ლაშქარი (მეორე მეფეთა 5,17-25).
ღვარ-ნაფშვენ-ი - ღვართქაფი, დიდი ნიაღვარი, რომელსაც თან ღორღი და სილა მოაქვს.
ღვლარჭვა: ვიღლარჭვნები - ვიგრიხები; იღვლარჭნებოდა - იგრიხებოდა.
ღმერც - ღმერთს.
ღრიანკალ-ი - ზოდიაქოს მერვე ეტლი, რომელშიც მზე შედის 23 ოქტომბერს.
ღრჭენა - კრაჭუნი.

23 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ჟ

▲ზევით დაბრუნება




ყანდ-ი - თეთრი, მაღალი ხარისხის შაქარი.
ყასაბ-ი - ოქრო-ვერცხლით ნაქარგი ტილო.
ყვანჭ-ი, ყვანჯ-ი - ჩოგანი.
ყოლაუზ-ი - ეტიკი, გზის მაჩვენებელი, მეგზური.
ყოლბ-ი - ნაწნავი, დალალი.

24 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - შ

▲ზევით დაბრუნება




შავა - ინტერესი.
შამალ-ი - ჩრდილოეთი.
შამბ-ი - გაუთელავი მაღალი ბალახი. შამბნარი - გაუთელავი მაღალბალახიანი მინდორი.
შამ-ი - სანთელი.
შართქუნ-ი - ქვეშაგები, ლოგინი.
შარ-ი - ბამბეულის წმინდა ქსოვილი.
შარიფა - მექის გამგებელი, მფლობელი.
შარუხ-ი: წავიდა იგი ჟამი და დღე, ოდეს ერთმან კუმან ორი შარუხი დასცეს - წავიდა ის დრო და დღე, როდესაც ერთმა კუმ ორი ეტლი დაამარცხოს. კუ და შარუხი ჭადრაკის ფიგურათა სახელწოდებებია.
შაშარ-ი - ნესტარი.
შეავება: შევაავენით -შევაწუხეთ, გავაცუდეთ.
შეავებულ-ი - შეწუხებული (ვინმესგან); ავადმყოფი, ცუდად გამხდარი.
შეგუილ-ი - შეგუება შეჩვევა, შეთვისება.
შევედრება - მიბარება, ჩაბარება, მიცემა (რისამე): საჭურჭლისა კლიტე მას შეჰვედრე - საგანძურის გასაღები მას ჩააბარე; ეშმაკს ევედრა, სული შეჰვედრა - ეშმაკს შეეხვეწა, სული მას ჩააბარა (მიაბარა).
შეზარება: შეგვეზარა - შეგვეშინდა.
შეკვრა: შემკრეს - ჯადო გამიკეთეს.
შემას-მქენალ-ი - შემას მავედრებელი. ე. ი. მზის თაყვანისმცემელი. შემას ანუ შამმას (შამმაშ) არაბულ-სპარსულში ეწოდება იმ ადამიანს, რომელმაც პირველად შემოიღო ცეცხლთაყვანისმცემლობა. შამმაშ ძველ აღმოსავლეთში ეწოდებოდა მზის ღმერთს.
შემაყენალ-ი - დამპატიმრებელი.
შემოვედრება: ციხესა შენ შემოგვედრებ - ციხეს შენ გაბარებ.
შემთხვევა: შეგვემთხვივნეს კაცნი - კაცები შემოგვეყარნენ, შეგვხვდნენ.
შემოზრახება - დალაპარაკება, ხმის გაცემა: არ შემოგვეზრახნეს - ხმა არ გაგვცეს. არ დაგველაპარაკნენ.
შემოწირვა: წრის დარტყმა: შემოსწირა - გარშემო შემოუარა, წრე დაარტყა.
შემჩემ-ი - მიმსაკუთრებელი; დამმონებელი.
შემცრება: სული შემმცრებია - სული დამლევია.
შემწველ-ი - დამწველი, ცეცხლის მომდები.
შენამართევ-ი - ხელმიყოფილი.
შენაფლობი: არ შენაფლობი - უფლების ქვეშ აუყვანელი, დაუმარცხებელი, ”не знавший над сабою власти” (ნ. მარი). იხ.აგრეთვე: შეუფლობელი.
შენ-ი: გაბედნიერებული, აშენებული: ჩვენ, ერნი შენნი, შენ მიერ შენნი - ჩვენ, შენი ხალხი, შენ მიერ გაბედნიერებული; ნაშობნი შენნი, შენ მიერ შენნი.
შესაპოვარ-ი - მოსარიდებელი; სათხოვარი.
შესაქმე - შექმნა, გაჩენა, დაბადება.
შესხმა: - 1. შემკობა, ქება: უმიროსისგან შესხმანი; ჩემნი შესხმანი.
2. კრებული: დიონოს წიგნთა შესხმანი - დიონისე არეოპაგელის თხზულებათა კრებული.
3. ჩაცმა: ჴამლთა შესხმანი.
შეტაცება: ჴელი შესტაცა - ხელი სწრაფად დაუჭირა; ჴელი შემტაცა - ხელი სწრაფად დამიჭირა.
შეტყვება: შეეტყვების - შეეტყობა; შეატყვებენ - შეატყობენ.
შეტყველვა - ხელების ერთმანეთზე შემორტყმა, ტაშის დაკვრა: ჴელნი შევიტყველვენ; ჴელნი შეიტყველნა.
შეუსახევ-ი - მიუმსგავსებელი, წარმოუსახავი, უბადლო (მშვენიერებით).
შეუფლობელ-ი - დაუმარცხებელი, დამოუკიდებელი.
შეუფრობელ-ი - შეუწუხებელი, დაუძლეველი, მორჭმული.
შეუძლევ-ი - დაუძლეველი, დაუმარცხებელი (ბრძოლაში).
შეუჭირველ-ი - შეუვიწროებელი, შეუწუხებელი; უზრუნველი.
შეფრფინვა - აღტაცებით ცქერა.
შეფრობა: ნუცა ამისთვის შეაფრობ - ნურც ამისთვის შეაწუხებ (შეაჭირვებ).
შეფრობილ-ი - შეწუხებული, ძლეული.
შექცევა - უკან მიბრუნება, შებრუნება, უკან დაბრუნება, უკან წასვლა: იქცა იგი კაცი - ის კაცი უკან წავიდა; შეიქეც - უკან მიბრუნდი (წადი); შემაქციეო - უკან გამაბრუნეო, შემაბრუნეო.
შეწონება: შეაწონენ - შეადარე, დაუპირისპირე.
შეჭირვებულ-ი - შეწუხებული, დადარდიანებული.
შეჭურეა: შეიჭურვა - ჯაჭვ-საჭურველის ასხმა. შეჭურვილი.
შეხვეწა: შემეხვეწა მას სახლსა - იმ სახლში შემასწრო (მოასწრო თავის შეფარება), შევარდა; ქალაქსა შევახვეწენით - ქალაქში შევყარეთ, ვაიძულეთ ქალაქში შესულიყვნენ.
შეჴდომა: გულსა შეუჴდა - გულს ეცა (მწუხარება), შეწუხდა; შეუჴდა ზედა - ზედ მიუხტა; ცხენოსანსა ზედა შეჰჴდა - ცხენოსანს ეცა (მივარდა).
შეჴმობა - შეძახება, ხმის გაცემა: შეუჴმოს.
შეჯერება - დარწმუნება.
შვიდი მნათობ-ი, შვიდი მნათ-ი - შვიდი პლანეტა: მზე,ზუალი (სატურნი), მუშთარი (იუპიტერი), მარიხი (მარსი), ასპიროზი (მერკური), ოტარიდი (ვენერა) და მთვარე. ასტრალური გაგებით თითოეული მათგანი ცის თითო სარტყელში მდებარეობს და მათი განლაგება მოცემულია დედამიწიდან დაშორების მიხედვით.
შვრომა - შრომა, გარჯა: შვრებოდა - შრომობდა, ირჯებოდა; შრომით რებულთა - გარჯით, გაჭირებით მოარულებს.
შთათხზილ-ი - ლამაზად ჩაწყობილი.
შთვილ-ი - დამხრჩვალი.
შთობა - დახრჩობა: ზღვასა შიგან ვიშთვები - ზღვაში ვიხრჩობი.
შიშ-ჰაერ - ბროლივით გამჭვირვალე და ჰაეროვანი (მშვენიერი, ლამაზი, მოხდენილი).
შლუ - რეგვენი, ჭკუათხელი, ბრიყვი.
შობილ-ი (მთვარე)- ახალი მთვარე.
შოებულ-ი: არ დარჩა კაცი არ შოებულად - არც ერთი კაცი არ დარჩა უალაფო (უნადავლო).
შროშან-ი: ყნოსვა შროშანთა, მღერა შროშანთა. - პირველი ”შროშანი” არის ყვავილი ”მრავალფერი და სუნნელი”, რომელსაც ძველად ეწოდებოდა ”კრინი” (лилия), მეორე ”შროშანი” კი ერთგვარი მგალობელი ფრინველის სახელია.
შტახს-ი - ერთგვარი სურნელოვანი ყვავილის გამონაწური.
შუქ-მოსიერ-ი - შუქმოსილი.
შუშპარ-ი - ცეკვა, ”სამაია”.

25 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ჩ

▲ზევით დაბრუნება




ჩაგზება: გულსა ცეცხლი ჩაეგზნა - გულზე ცეცხლი მოეკიდა, გულში ცეცხლი ჩაუნთო (დაუნთო).
ჩამოქცევა: მუნით ჩამოვიქცევ თავსა - იქიდან თავს გადმოვიგდებ.
ჩამოჭრა - ჩამოვარდნა, სწრაფად ჩამოხტომა: ცხენისაგან ჩამოიჭრა - ცხენიდან ჩამოვარდა; ვითა ჩამოიჭრებოდა - სანამ ჩამოვარდებოდა; ჩამოიჭრა.
ჩაუქობა - სისწრაფე, სიმარდე. ”ჩაუქი - ქცვიტი და შემძლე” (საბა).
ჩაუშ-ი - იასაული, ზედამხედველი.
ჩაქ-ი - ჩანახევი, პატარა ნაჭერი.
ჩაშ თუ - ჩანს თუ.
ჩაჩი ზარქაშ-ი მოოქრულ, მოსირმული ძვირფასი ქუდი.
ჩაჭრა - ჩავარდნა: ორმოსა ჩაჭრილ ვარ; ნუ ჩაიჭრები საეჭვსა; ჩაჭრილა ცეცხლსა შიგან.
ჩახვეწა: ჩაეხვეწა - ჩაიკარგა, ჩაიმალა.
ჩაჴდომა: გულსა ჩაუჴდა - გულში ჩაუვარდა.
ჩინება: უჩინა - მიუჩინა, დაუნიშნა; იჩინენით თავნი - თავი გამოიჩინეთ.
ჩუკნა -”ხელით დაცემა” (საბა), ონანიზმი.
ჩურჩვნა: სჩურჩვნიდეს - უჩურჩულებდნენ, ყურში ჩუმად ეუბნებოდნენ.
ჩხიბ-ი - ჯადო.

26 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ც

▲ზევით დაბრუნება




ცება - ციური სინათლით გაშუქება.
ცემა - 1. მიცემა, მოცემა: მეცა - მომეცა;არ ეც - არ მიეცი; გიცნა - მოგცა; სცეს სწავლა.
2. კბენა (გველისა): უცემ; გველი ხარ, ცემისაგან კიდე არა იცი; გველი ორჯერ ვერ უცემს.
3. დაკვრა: ჩანგსა სცეს; უცემდეს ბუკსა.
4. ცემა, დარტყმა: არცა ცემისა გაგვა; ტანსა ყველგან სცა - ტანზე ყველგან დაარტყა (მათრახი); ასპარეზსა სცემდის - ასპარეზობდა.
ცერ-მართალ-ი -”ოთხფრთიანი, შორს და სწორად მავალი ისარი” (იუსტ. აბულაძე).
ცნობა-ვნებულ-ი - ცნობა დაკარგული, ცნობამიხდილი.
ცოტა - პატარა: ცოტა ყმა; შვილი ჩემი ცოტა არს; ქალაქი ერთი ცოტა; სახლსა ცოტასა; ცოტა (კარავი).
ცუდ-მბორგობა - შფოთვა ბოროტი განზრახვის მიზნით.
ცურცვლა -”შეღონებულისაგან ღონისძიება რამე” (საბა).
ცქაფვა -”აჩქარებული ლაპარაკი, როტვა” (იუსტ. აბულაძე).
ცხროიან-ი - ციებ-ცხელებიანი.

27 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ძ

▲ზევით დაბრუნება




ძალ-ი - 1. ზეცისა ძალნი - სამყაროს სხეულები.
2. ზეცისა ძალნი - ანგელოზები.
3. სიმი: ახალი ხმა ძველისა ძალისაგან ჩამოიკვრის.
3. ვაზირთა ძალი - ვეზირთა დასი (გუნდი).
ძალ-შეზღუდულ-ი - გამაგრებული, გაძლიერებული (ვინმესგან).
ძალ-შეუზღუდ-ი - სუსტი, გაუმაგრებელი.
ძელ-ი -”ცხოველ-მყოფელი პატიოსანი ჯვარი”, რომელიც 614 წელს ხვასრო მეფემ იერუსალიმიდან სპარსეთში წაიღო.
ძვირ-ი - ძუნწი (კაცი).
ძირ-ი - ფესვი, ჩამომავალი: ეფრემის ძირთა; იესეს ძირი. ძირით მისისა იესესისა.
ძლევა-შემოყრილ-ი - გამარჯვებული, ძლევამოსილი.
ძმაცვა - ბოროტი განზრახვა, მუხანათობა.
ძნელ-საგებლობა - აპორეტიკა.
ძნობა - შექება, შესხმა გალობით, მკობა.

28 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - წ

▲ზევით დაბრუნება




წალიკა - მყრალი და მწარე ბალახი.
წამალ-ი - წამალი, საწამლავი: წამალნი - სამხატვრო საღებავები; წამლიანი.
წამება - დადასტურება, დამოწმება, რწმუნება: ფიცითა წამა მისგან იწამა - ფიცით დაამოწმა და მისგან (თამარისგან) ირწმუნა.
წამობეზღება - მტრის გამოტყუება სიმაგრიდან: წამობეზღე.
წამოტანება: წამოიტანე - წამოიყვანე.
წამოწყდომა (ხალხიდან)- ერთის ან რამდენიმე კაცის წინ გამოსვლა, გამოხტომა: წამოწყდეს ლაშქართა წინა.
წარმართებულ-ი - სწორ გზაზე დამდგარი, ხელშეწყობილი.
წარმჴმელ-ი - წამღებელი.
წარტყვენვა - დაპყრობა, დაკავება: ქალაქი... წარეტყვენვათ - ქალაქი დაეპყროთ, აეღოთ, დაეკავებიათ.
წარქცევა - გაძღოლა: წარიქცივნა - გაიძღოლა (ისინი).
წარწირულ-ი წარ-თუ-წირულ ვართ, არ განწირულ ვართ თუ შევიწროებული და დაჩაგრული ვართ, (სამაგიეროდ) არა ვართ განწირული (შდრ. II კორ. ებ. 4,8).
წარჴდომა - წასვლა, გაქრობა, ხელიდან გაძვრენა: წარჴდა - წავიდა; წარგვიჴდეს მენავენი - მენავენი ხელიდან გამოგვეცალნენ, გაქრნენ.
წაღება - წართმევა: ძალი წაგვიღო - ღონე წაგვართვა; სული წაუღო; გონება წაუღო; წაუღო სირცხვილი; წაუღებენ ქალაქსა - ქალაქს წაართმევენ (დაიპყრობენ); წაუღე.
წაღმართ-ი - მომავალი; წაღმართ - შემდეგ; დღეისითგან წაღმა - დღეის შემდეგ.
წახმა - წაღება, დაპყრობა: წავიხვენით საჭურჭლენი - საგანძური წავიღეთ; ქალაქნი წაუხმან - ქალაქები დაუპყრია, დაუკავებია.
წახნაგებულ-ი - გათლილი.
წვართა - სწავლება: თვით ბრძენი წვართა - თვითონ ბრძენს ასწავლა.
წვეთა: თვალთა უწთონ - თვალებში უწვეთონ.
წინა-განწყობა - წინასწარ განლაგება (სამყაროს სხეულებისა); წინასწარ მოფიქრება, განსაზღვრა.
წინამგებარე - შემგებებელი, დამხვდური, მოწინააღმდეგე.
წინა-წარმართ-ი - კეთილად წინ მავალი; ხელშეწყობილი.
წინა-წარქცევა: აქლემი წინა წარიქცია - აქლემი წინ წაიძღოლა (წინ გაიდევნა).
წინწილა - ტკბილხმიანი საკრავი ინსტრუმენტი, რომელსაც ლითონის სიმები აქვს.
წონება: ვიწონე - განვსაზღვრე; დავითვალე; ვიწონეთ - განვსაზღვრეთ, დავითვალეთ.
წუხილ-ი - დახუჭვა (თვალისა).
წყალ-ი - ბრწყინვალება, ელვარება (ძვირფასი ქვისა, მნათობისა): სოფლისა წყალთა დამშვენებარე; სოფლისა წყალთა დამაშვენალი - ქვეყნის მარგალიტთა ბრწყინვალებით დამშვენებელი; გაქვს არსთა წყალი - გაქვს მნათობთა ბრწყინვალება; წყალთა არსთასა; წყლად წყალი მრწყველი.
წყალ-ჯავარ-ი - ძვირფასი მოელვარე ქვა, თვალი პატიოსანი.
წყლიან-ი - მშვენიერი.
წყლიანობა: გწყლიანობენ - გშვენიან.
წყლით რღვნა - წაროვნა
წყლის-საქანელ-ი - ზოდიაქოს მეთერთმეტე ეტლი, რომელშიც მზე შედის 20 იანვარს.
წყრთა - სიგრძის საზომი ერთეული, სიგრძე იდაყვიდან თითისწვერებამდე.

29 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ჭ

▲ზევით დაბრუნება




ჭამად-ი - საჭმელი.
ჭანგ-ი ბრჭყალი, კლანჭი.
ჭარმაგ-ი - თეთრი ცხენი.
ჭინო - ერთგვარი ფრინველი, ”პატარა კაკაჩა” (საბა).
ჭრელ-ი - ცბიერი, მატყუარა, გაიძვერა.
ჭურ-ი - აბჯარი, საბრძოლო შეკაზმულობა.
ჭყირტ-ი -”მოუთმენარი მოპასუხე” (საბა), მეტიჩარა მოლაპარაკე; ჭყირტად.

30 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ხ

▲ზევით დაბრუნება




ხათუნ-ი - ქალბატონი.
ხამარ-ი - მეღვინე, ღვინით მოვაჭრე.
ხარა - აბრეშუმის ქსოვილი.
ხარაბათ-ი - სამიკიტნო.
ხარისხ-ი - კიბის საფეხური.
ხასაგიან-ი - დიდებული.
ხას-ი - დიდგბული.
ხატებ-ი ხატიბი ე. ი. მიზგითში ლოცვის (ხოთბეს) წარმომთქმელი. მუსულმანურ ქვეყნებში წესადაა მიღებული, რომ სამეფო ტახტზე ახლად ასული ხელმწიფის სახელზე მიზგითში საკრებულოს წინაშე ხატიბმა წარმოსთქვას ლოცვა (ვ. ფუთურიძე): ხატებისაებრ - ხატიბსავით.
ხელ-ი - გახელებული, გიჟი ხელთაებრ; ხელივით; ხელური.
ხენეშ-ი - ცუდი, ავი.
ხვანჯ-ი - ხრიკი.
ხვასტაგ-ი - საქონელი.
ხვეჭა - უკანონოდ შოვნა, ან მიტაცება რისამე.
ხლდომა - ხტუნვა (სიხარულის გამო).
ხლება: სულიერი ვერა მიეხლების - სულიერი ვერ მიუახლოვდება. შდრ. მეხელი.
ხორშა - გვალვა.
ხორშაკ-ი - გვალვა, დიდი სიცხე.
ხრიზმოს - “წინასწარმოსწავება” (საბა), მკითხაობა, წინასწარმეტყველება.
ხუთათას ხუთასიერ-ი - წელიწადი, გასული ალექსანდრიული წელთაღრიცხვით ადამის გაჩენიდან ქრისტეს დაბადებამდე.

31 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ბ

▲ზევით დაბრუნება



ჴამლ-ი - ფეხსაცმელი.
ჴაფად - უცბად, სწრაფად, მოულოდნელად.
ჴდა - ახდა: მართ ბინდ მჴდოვნებად - ჭეშმარიტად ბინდის ამხდელად.
ჴდად-ყოფა: ჴდად-ჰყოფენ - აცხადებენ.
ჴელ-ი - შენი ჴელია - შენი საქმეა; ჴელად მიჩნდა - საქმედ მიმაჩნდა; ჴელი თქვენი ჭაბუკობა არის - თქვანი საქმე ჭაბუკობაა; არა ჭაბუკთა ჴელია - ჭაბუკთა შესაფერისი არ არის; ანუ ხელი და არას ჴელისა - (იქნება) ან გიჟი და არავითარი საქმის (ხელობის) მცოდნე; მომხვდიან ჴელისად და ჴელისად კარავნი - მხვდებოდა სხვადასხვა სახელოს, სამოხელეოს კარვები.
ჴვებულ-ი - განდევნილი, გამოკლებული.
ჴვივილ-ი - ჭიხვინი (ცხენისა).
ჴმელ-ი - ხმელეთი.
ჴომ-ი - ხომლი, ვარსკვლავთა გუნდი.
ჴრდალ-ი - ფაშატი.
ჴრილ-ი -”წისქვილის გარ მოდებული ფქვილი” (საბა).
ჴსნილ-ი - დახსნილი
ჴსნილ-ყოფა - განთავისუფლება.

32 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ჯ

▲ზევით დაბრუნება



ჯადეგ-ი - გრძნეული, ჯადოსანი.
ჯავარ-ი - 1. ძვირფასი მოელვარე ქვა, თვალი პატიოსანი: ჯავარ მოწყალე - მოელვარე თვალი; მფლობი ჯავართა.
2. მეზობელი, ახლობელი; მექომაგე, მფარველი, დამცველი: ჯავარ მოწყალე - მეზობელთა და ახლობელთა წყალობის მიმნიჭებელი; ხალიფას სვისა ჯავართა მშლელი - ხალიფას ბედის მექომაგეთა დამრღვეველი; ჯავარ მოცალე - ახლობელთა დროის გამტარებელი; სტურფობს ჯავარი - ამშვენებს ახლობელთა კრებული.
ჯავარ-სრულობა - სრულყოფილი ბზინვარება (ელვარება).
ჯამა - ხრდალი ანუ ფაშატი აქლემი.
ჯამაზა - ერთკუზიანი ჩქარმავალი აქლემი.
ჯაღა - ბრილიანტის ფრთა, მიმაგრებული შაჰის (სულთნის) გვირგვინზე: ჯაღაცა ჰსეფქევ - შაჰის (სულთნის) გვირგვინზე მიმაგრებულ ბრილიანტის ფრთასაც მოახვედრე ისარი. იხ: სეფქა.
ჯერკვალ-ი - მავნებელი, საზიანო.
ჯიკ-ი - ლაშქრის მოჯრა.
ჯომარდობა - გმირობა, ქველობა.
ჯუფთ-ი - წყვილი, ტოლი.

33 ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2) - ჰ

▲ზევით დაბრუნება



ჰაეროვან-ი - ლამაზი, მშვენიერი.
ჰავარ-ი - მუსლიმანი, ურწმუნო.
ჰარირ-ი - აბრეშუმი.
ჰელა, ჰელოი - ლელო.
ჰეტრატიკონ-ი - თხელი და სუფთა ეტრატი.
ჰვირმამენდმეხ-ი - საბედისწერო მეხი (?). ეს სიტყვა ხელნაწერებში დამახინჯებით იკითხება. ნ. მარი კითხულობს როგორც ”ვპირ მამენდ მეხი” და გაუგებარ გამოთქმად მიაჩნია.
ჰუქუმათ-ი - შეგონება.