ხმა კატამონთან
კატამონი –
ადგილი სამხრეთ–ცენტრალურ იერუსალიმში.
ო, ენავ ჩემო,
სრბოლა
– სირბილი, რბენა; აქ: აღმაფრენა.
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
კირი – კირქვის გამოწვით მიღებული თეთრი ნივთიერება, რომელსაც
ფართოდ
იყენებენ მშენებლობაში ნაგებობის სიმტკიცისთვის.
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
მრუდე –
გაღუნული, გახრილი, არასწორი; აქ: მტყუანი, არასწორი.
მტერთა და ძმათა
მოკვდავი –
ცოცხალი არსება; ის, ვისაც, რასაც სიკვდილი არ ასცდება.
მხოლოდ შენ უკვდავს,
საჭრეთელი – ხის ამოსაჭრელი სადურგლო იარაღი.
ჰიმნი – აქ: სადიდებელი, საგალობელი.
იბერი – იბერიის (ძველი აღმოსავლეთ საქართველოს) ძირითადი მოსახლეობა.
ენავ თამარის...
დედაო ენავ,
შენ, ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ
და ფრენავ,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და
კირთა,
ნათესავს ათასს,
მეგობარს ათასს,
მრუდსა
და მართალს,
დავშორდი.
მორჩა,
ყველა მოთავდა;
მშვიდობა ვუთხარ ყველა
მოკვდავთა,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ – ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა,
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოვლის მთქმელო,
ყოვლის არმთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო,
ხან – ფუნჯო ჩემო, ხან –
საჭრეთელო,
შენ, აკვნისჰიმნო,
ცრემლო სამარის...
იბერის,
ენავ,
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას
იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას,
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ, უჭკნობს,
შენ, ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს, შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.