The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ქ

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი -  ქ

ქაბ იბნ ზუჰაირ- არაბი პოეტი (. 662).

ქაბირ- ინდოელი პოეტი და მოაზროვნე (დაახლ. 1440 – დაახლ. 1518).

ალ-ქავაქიბი აბდ ალ-რაჰმან არაბი მწერალი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე (სირია) (1849–1902).

ქაზემი მორთეზა მოშფეყ ირანელი მწერალი (1887-1978).

ქათებ- იასინ ალჟირელი მწერალი (. 1929-).

ქათიფ ჩელები (Kâtip Çelebi) მუსტაფა იბნ აბდულაჰ თურქი ისტორიკოსი (1609-1657).

ქამალ ალ-მულქ- ირანელი ფერმწერი (XIX . დასასრ. –1941).

ქამალ ხოჯენდი (ქამალ ალ-დინ მასუდ) – სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (XIV . დასაწყ. – დაახლ. 1400).

ქამილ-, მუსტაფა ეგვიპტის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი და ორატორი (1874–1908).

ქანოლკარ- ვასანტ რამჯი ინდოელი პათოლოგი (1895-1978).

ქარამე რაშიდ აბდულჰამიდ ლიბანის სახელმწ. მოღვაწე (1921–1987).

ქარი აბდულა ავღანელი განმანათლებელი, ფილოლოგი, პოეტი (1871–1943).

ქარიტონ (Chariton) აფროდისიელი ძვ. ბერძენი მწერალი (ვარაუდით, I ან II .).

ქაუქაბი გურჯი ყობად-ბეგ ირანელი პოეტი; წარმოშობით ქართველი (. 1623).

ქაში ჯემშიდ იბნ მასუდ მათემატიკოსი და ასტრონომი, მოღვაწეობდა ულუღ-ბეგის ობსერვატორიაში (სამარყანდი) (. დაახლ. 1436/37).

ქემალ-ბეი, ქემალი (Qemali) ისმაილ ალბანეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1844–1918).

ქემალ თაჰირ- (Kemal Tahir) - თურქი მწერალი (1910-1973).

ქენთერ- (Kenter) ინდიზ თურქი მსახიობი ქალი, რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე (. 1928-).

ქერიმ-ხან- მოჰამედ ზენდების დინასტიის დამაარსებელი ირანში (1704 ან 1705–1779).

ქესრავი თებრიზი აჰმედ ირანელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1890–1946).

ალ-ქინდი აბუ იუსუფ იაკუბ იბნ ისჰაკ არაბი ფილოსოფოსი და სწავლული (VIII . დასასრ. – 860-სა და 879- შორის).

ქისაქურექ- (Kisakürek) ნეჯიფ ფაზილ (ნამდვ. სახელი და გვარი აჰმედ ნეჯიფი) – თურქი პოეტი (1905-1983).

ქორაი (Koray) ქენან ჰულუსი თურქი მწერალი (1908–1943).

ქოფრულუ (Köprülü) მეჰმედ ფუად თურქი ფილოლოგი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი (1890–1966).

ქოჯათურქ- (Kocatürk) ვასფი მაჰირ თურქი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე (1907–1961).

ქრისტოპულოს- (Christopulos) ათანასიოს ბერძენი მწერალი და მეცნიერი (1772–1847).

ქრისტოფორე მიტილენელი (Christophoros Mytilēnaios) – ბიზანტიელი პოეტი (დაახლ. 1000– დაახლ. 1050).

ქსენაკის- (Xenakēs) იანის ბერძენი კომპოზიტორი (1922-2001).

ქსენოპოლ- (Xenopol) ალექსანდრუ - რუმინელი ისტორიკოსი (1847–1920).

ქსენოპულოს- (Xenopulos) გრიგორიოს - ბერძენი მწერალი (1867–1951).

ქსენოფანე (Xenophanēs) კოლოფონელი ძვ. ბერძენი პოეტი და ფილოსოფოსი (ძვ. . VI–V სს.).

ქსენოფონტ- (Xenophon, ōntos) – ძვ. ბერძენი ისტორიკოსი (დაახლ. ძვ. . 435-სა და 431- შორის –355/354).

ქსერქსე (ბერძნ. Xerxēs) – ძვ. სპარსეთის მეფე აქემენიდთა დინასტიისა (. ძვ. . 465).

ქსირგუ (Xirgu) მარგარიტა ესპანელი მსახიობი ქალი (1888-1969).

ქტესიბიოს- (Ktēsibios) – ბერძენი (ალექსანდრიელი) მექანიკოს-გამომგონებელი (დაახლ. ძვ. . II–I სს.).

ქუდრეთ ჯევდეთ- (Kudret Gevdet) – თურქი მწერალი (1907-1991).

ქუთბ-შაჰ- მუჰამად ყული ინდოელი პოეტი, გოლკონდის ქუთბ-შაჰების დინასტიის მეფე; წერდა ურდუ, სპარსულ და ტელუგუ ენებზე (XVI-XVII სს.).

ქურდ ალი მუჰამად ფარიდ არაბი მეცნიერი, განმანათლებელი (სირია) (1876-1953).

ქუჩექ-ხან-, მირზა ქუჩექ-ხანი ჯენგელიელთა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირანში (1880/81–1921).

ქუჰზად- აჰმად ალი ავღანელი ისტორიკოსი (1908-1998).

ქშენეკ- ერნსტ, იხ. კრშენეკი .

ქშივიცკი (Krzywicki) ლუდვიკ პოლონელი მეცნიერი და პუბლიცისტი (1859-1941).