The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დიმიტრი ყიფინს
დუტუ მეგრელი

დიმიტრი ყიფიანს
(მის საფლავზე ძეგლის კურთხევის გამო)

როცა ჩვენი მწარე ხვედრი
გულს მიწუხებს და მიწყლავს სულს,
ეჭვით ვუმზერ მომავალსა
და ვიგონებ შურით წარსულს, -

მაშინ თვალწინ მეხატება
სახე შენი, მადლიანი;
შენგან სიმხნით განვლილი გზა,
სახიფათო, ეკლიანი,

და ვიძახი: "იგი ერი
არ მომკვდარა, არც მოკვდება,
ვისაც შვილი ამისთანა
ჰყოლია და ეყოლება!