ჩიქოვანი სიმონ
თბილისის თოვლი
თოვლში თბილისი
უტურფესია, მთებზე მფრინავი ფანტელებია, ისანში ღვინო არ მითხოვია,
მაინც თბილია შენი კალთები, ჩემი სისხლია თოვლში ჩაღვრილი,
საკმელი - საკმეველი; სურნელოვანი ფისი, რომელსაც აკმევენ
მღვდელმსახურების დროს.
ყლორტზე ნაზია თოვლის ფიფქები,
მთებზე ვარდები დამითესია,
თუმცა მკრეფელი მე არ ვიქნები.
მე კი მგონია - ჰყვავის ტყემლები,
ხევში გალობით გამთენებია
და მთებს კვამლივით თავზე ვევლები.
მეწვის ვერაზე სულის
საკმელი,
შენი მშვენების გავხდი მოწამე.
შენი ფიქრი და შენი საქმენი
გულის სასწორზე ბევრჯერ ავწონე.
მწუხრით სავსეა ღვინის ჭიქები.
თბილისის მთებზე დაუთოვია,
თოვლს დაუფარავს ჩემი ფიქრები.
საგზლით ივსება გულის კალათი,
შენი მშვენებით ბევრჯერ დავთვრები
და ვერ მივაღწევ სახლის კარამდი.
მაინც თეთრია თოვლის ფიფქები.
შენი ყელი ვარ, შენი საყვირი
და შენი ფესვიც მალე ვიქნები.