The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერილი რედაქციის მიმართ (ივერია. - 1891.-29 ოქტ.. - N229. - გვ.3)
წერილი რედაქციის მიმართ (ივერია. - 1891.-29 ოქტ.. - N229. - გვ.3)

თაყაიშვილი ექვთიმე


წერილი რედაქციის მიმართ (ივერია. - 1891.-29 ოქტ.. - N229. - გვ.3)

პატივცემულის თავადის გრიგოლ დავითის ძის გურიელისაგან მე მივიღე „წერა-კითხვის საზოგადოებისათვის“ გადასაცემად შემდეგი წიგნები და საახელოგიო ნივთები:

I, დიდი მეტაფრასი, ანუ სიტყვანი და მოძღვრებანი გრიგოლი ღვთის-მეტყველისანი, in folio, დიდის ფორმატისა, დაწერილი მშვენიერს ეტრატზე ლამაზის ნუსხა- ხუცურის ხელით. თავში მიმატაბული აქვს ექვსი ფურცელი ქაღალდისა. სულ ყოფილა 54 რვა-იკურილიანი რვეული, მაგრამ ჩვენამდე მოუღწევია მსოლოდ 35 რვეულს და აკლია თაკში 19 რვეული. უდა მაგარი აქვს ხისა, ტყავ გადაკრული. დრო გადაწერისა არა სჩანს, მაგრამ პალეოგრაფიის მიხედვით ხელ-ნაწერი უნდა ეკუთვნოდეს მე —XI-XII საუკუნეს. კრთს ადგილას ტექსტისავე ხელით მინაწერი იხსენაებს რომელსამე პეტრეს: „ქრისტე, ადიდენ ორთავე შინა სუვევათა პეტრე ) და ძმანი მისნი.“ ხელნაწერი #გუთნებია გრიგოლ ზურაბის ძეს წერეთელს. ეს ღირს- შესანიშნავი წიგნი ძვირად უღირს შემომწირველს.

II. მეტაფრასი, რომელშიაც მოთავსბულია: 1) ცხოვრება და მიცვალება ღვთის-მშობლისა, 2) ცხოვრება და ქადაგებანი იოანე ღვთის მეტყველისა და 3) ცხოვრება წმიდისა ოქროპირისა. დაწერილია ქაღალდზე ნუსხა ხუცურის ხელით. თავი და ბოლო აკლია. ყდა აქვს, დრო გადაწერისა არა სჩანს.

III, თარგმანებანი სახარებისა, ნაწყვეტები, დაწერილია ეტრატზე ნუხსა ხუცურის ხელით და შეიცავს 28 ფურცელს.

IV, ნაწყვეტები პარაკლიტინისა, დაწერილია ეტრატზე ნუსხა ხუცურის ხელით, შეიცავს 34 ფურცელს.

V, კვინკლოსი ჟამნიდგან ამოღებული, შეიცავს ოთხს ფურცელს, დაწერილია ქაღალდზე ნუსხა სუხურის ხელით.

VI, ამბაკი როსტომისა და ზურა ბისა, ერთი რჩეული მხედრული ხელნაწერი.

VII, ხმები თქმული გიორგი თავდგირიძის მიერ გურიელის მამის სადილზე ყველიერში, მცირე რვეული.

VIII, ოცდა-ცხრა სიგელ-გუჯარი მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებინა. ამათში რვა თათულია და დანარჩენი ქართული.

IX, კონდაკი, დაბეჭდილი 1783 წელს.

X, დაუჯდომელი და პარაკლისი, დაბეჭდილი მხედრულად 1790 წ.

XI, ძველი ფულები: 1) ექვსი ჯერცხლისა, მათ ში ერთია კოლოიდური შატარა ფული, სვასტაგად წოდებული, ერთი ბიზანტიური, ერთი პოლონური და სხვა გერმანული, 2) სხვა-და-სხვა ჟეტონი, 3) ოც-და- შვიდი სხვა-და-სხვა შავი ფული. ამათში ერთი ქართული ბაქრისა, ერთი პოლონური, ერთი ინგლისური, რვა რუსული მეთვრამეტე საუკუნისა, ერთი" ბერძნული და დანარჩენი მუსულმანთ სახელმწიფოებისა.

XII, პატარა საომარი ცული ბრინჯაოსი, ნაპოვნი მ. წაში მდინარე კინტრიშის პირზე, ხუცუბნის მახლობლად. აქ გასულ ომიანობის დროს ბევრი ამგვარი ნივთი აღმოჩენილიყო. ნივთე|ბი გულა კაკაჩოღლის ბ-ნ კამაროვისთვის მიეტანა. მერმე ბ-ნს. კირუბოვს გაეთხარა ეს ადგილი დი მასაც ბევრი ნივთი ეპოვნა. ამ ადგილას, როგორც ეტყობა, სასაფლაო ყოფილა.

XIII, ერთი კარიანოსანი იმავე სასაფლაო ში ნაპოვნი მძივებისა.

XIV ისრის ორპირიანი წვერი.

XV, პატარა თიხის ჭურჭელი, საცრემლე (CJX13XVIIIa), ნაპოვნი მიწა ში ერთის არ მინის სიმაღლეზე.

ყველა ზემოხსენებული ნივთი გადაეცა „წერა-კითხვის საზოგადოებას“.