The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გარდამავალი ხანა

რცხილაძე გრიგოლ

გარდამავალი ხანა

აზრი, რომ საზოგადოების განვითარება სხვა და სხვა საზოგადოებრივ ძალთა შორის ბრძოლით სწარმოებს, დღეს საყოველთაო მე მმარიტებად ითვლება. არავის აღარა სწამს, ვითომც საზოგადოება ისეთი სხეული ანუ ორგანიზმი იყოს, რომელიც უმტკივნეულოდ და მცონარედ იზრდება თავის საკუთარის შინაგანის ბუნების ანუ სულის თავისუფალ თანდათანობითის გადაშლით, როგორც, მაგალითად, ვარდის კოკორში გამონასკვული ნასახი ყვავილისა წყნარად და ტკბილად იფურჩქნება თვალის დაძატყვევებელ გაბადრულ მშვენიერებად. პირიქით, ეხლა ყველამ კარგად ვიცით, რომ საზოგადოება მუდმივი ასპარეზია ბრძოლისა და რომ იმისი განვითარებაც სწორედ ამ ბრძოლის ნაყოფია. მაგრამ საზოგაოებრივი, განვითარების წარმოძშობელი ბრძოლა ყველას ერთნაირად არა აქვს წარმოდგენილი; ამ მხრივ სხვა და სხვა მიმართულების მიმდევართა შორის ღრმა და თვალსაჩინო განსხვავებაა.

ზოგი იმ აზრისაა, რომ საზოგადოებრივ ძალთა ბრძოლა მუდამ წყნარი და მშვიდობიანი უნდა იყოს, რომ იგი არასოდეს არ უნდა გადაიქცეს სამოქალაქო ომად, რომელიც აუნაზღაურებელ სიცოცხლის მსხვერპლს იწირავსო, ზოგი კი ამ აზრს არ ეთანხმება, ამტკიცებს, რომ ეს მშვიდობიანური ბრძოლა იგივე მცონარეობა და ისტორიზმის წინაშე ქედის მოხრააო. ორთავე მიმართულებას თავისი ფრიად ძლიერი პოზიცია აქვს; სრული ჭეშმარიტებაა, რომ მსხვერპლოდ იდეალების განხორციელება, უმსხვერპლოდ ბრძოლის გაწევა ჭკუაში მოსასვლელი გზა არის, მაგრამ არც ის არის ტყუილი, რომ ვისაც ბრძოლა უნდა, ის არც მსხვერპლს უნდა დაერიდოს. რომელი აზრი, რომელი მიართულება უფრო მეტს სიმართლეს, უფრო მეტს ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ამის გამორკვევა პატარა საგაზეთო წერილში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია; ჩვენ ამას არც ვაპირობთ. ჩვენ გვსურს მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ საზოგადოების ცხოვრებაში ზოგჯერ სხვა და სხვა საზოგადოებრივი ძალა ისე ძლიერ, ისე ძირიანფესვიანად უარჰყოფს ერთმანეთს, რომ აღარავითარი ნიადაგი აღარ რჩება მათ . შორის მშვიდობიანურის ურთიერთობისთვის და, მაშასადამე, ასეთ დროს მათ შორის მშვიდობიანური ბრძოლა შეუძლებელ, ქიმერიულ ფანტაზიად ჰხდება.

მშვიდობიანურ ბრძოლის აზრი ამ ჟამად უმთავრესად საზოგადოების კლასებრივს წყობილებაზეა დამყარებული. კაპიტალისტების და მუშების კლასთა ინტერესი ერთიმეორეს ეწინააღმდეგება, ამის გამო მათ შორის მუდმივი ბრძოლა სწარმოებს. კაპიტალისტიცდილობს რაც შეიძლება იაფად დაიქავოს მუშა და რაც შეიძლება მეტი დრო ამუშავოს, მუშა-კი, პირიქით, იმის ცდაშია, რომ რაც შეიძლება მეტი გასამრჯელო გამოართვას და რაც შეიძლება ნაკლები დრო იმუშაოს. ინტერესების წინააღმდეგობა ცხადია, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მაინც იმ სახისა არ არის, რომ მოწინააღმდეგეთა შორის არავითარი საერთო ნიადაგი არა რჩებოდეს; პირიქით, ეს საერთო ნიადაგი ურთიერთობისა აქ ძალიან დიდია და ძლიერი: კაპიტალისტს უმუშოდ ცხოვრება არ შეუძლიან, მუშას უკაპიტალისტოდ, ამიტომ ისინი აუცილებლად შეეცდილობენ შეთანხმებას და შეკავშირებას. საერთო ნიადაგს აქ ის წარმოადგენს, რომ კაპიტალისტთა კლასს მიზნად მუშათა კლასის მოსპობა არა აქვს და მუშათა კლასს კიდევ — კაპიტალისტთა სამუდამოდ აღგვა დედამიწის პირიდან; ორივენი კერძო საკუთრების ნიადაგზე სდგანად და აი სწორედ ეს კერძო საკუთრებაა, რომელსაც ორივენი ურიგდებიან და რომელიც შესაძლოდ და თან აუცილებლადაც ჰხდის მათ, შორის ბრძოლიასაც და შეთანხმებასაც. სრულიად სხვა სურათი გაჩნდება ჩვენს წინაშე, როდესაც მუშათა კლასი სამუშაო დროსა და ხელფასის რაოდენობაზე-კი არ შეეკამათება კაპიტალისტებს, არამედ პირდაპირ კერძო საკუთრების გაუქმებას მოითხოვს. მაშინ მუშებისა და კაპიტალისტების ურთიერთობისთვის ყოველივე ნიადაგი მოისპობა, გაუქმდება ის ძაფი, რომლითაც ეხლანდელს ბრძოლა მი საკუთრება აკავშირებს მათ, და ამასთანავე მათ შორის მშვიდობიანური, წყნარი ბრძოლაც მოისპობა; მაშინ ან ერთერთმა კლასმა თავისი მიზანი, თავისი კლასსებრივი იდეალი უნდა უარჰყოს, ან და მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა ასტყდეს, ბრძოლა მსხვერპლებით ე. ი, ნამდვილი სამოქალაქო ომი.

ჩვენის აზრის გამოსარკვევად მოვაგონებთ მკითხველებს სხვა და სხვა სახელმწიფოთა |შორის არსებულს, ეგრედ წოდებულს, შეიარაღებულ მშვიდობიანობას. სხვადას ხვა სახელმწიფოს ერთმანეთთან მრავალგვარი დამოკიდებულება აქვს, ყველა სახელმწიფო თავის ინტერესებისათვის სცდილობს, ხშირად ერთის სახელმწიფოს ინტერესი მეორისას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს ინტერესთა წინააღმდეგობა ზოგჯერ ისე ძლიერია, რომ არც ერთს სახელმწიფოს არ შეუძლიან დასთმოს თავისი ინტერესი და მოწინააღმდეგე დააკმაყოფილოს, ინტერესის დაუთმობლობას-კი აუცილებლად მოსდევს ომი, რომლისთვისაც ყოველი სახელმწიფო მუდამ მზათ უნდა იყოს. ზოგჯერ-კი შესაძლოა სახელმწიფოთა შორის ინტერესების დათმობით შეთანხმება და მშვიდობიანურ ურთიერთობის გაგრძელება. გამოიწვევს თუ არა ესა თუ ის წინააღმდეგობა სახელმწიფოთა შორის ომს, ეს ყოველთვის იმ ინტერესების მნიშვნელობაზეა დამოკიდებული, რომელიც წინააღმდეგობის სარჩულად არის გამხდარი. საზოგადოებრივ ძალთა ურთიერთობაშიაც ამ გვარივე მოვლენა ახდება. საფრანგეთის ისტორიამ დაგვანახვა, რომ ბიუროკრატიულისა და დემოკრატიული პრინციპების წინაღმდეგობამ სამოქალაქო ომი გამოიწვია მაშინ, როდედესაც გამოირკვა, რომ ერთი საზოგადოებრივი ძალა ძველის რეჟიმის შეცვლასა და დემოკრატიულ მმართველობის შემო:ღებაზე არაფრის გულისთვის არ თანხმდებოდა, მეორე საზოგადოებრივი ძალა კი აუცილებლად დემოკრატიულ პრინციპების განხორციელებას ესწრაფოდა.

ყოველთვის, როდესაც ორი საზოგადოებრივი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს, როდესაც მათი ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, აუცილებლად იბადება საკითხი, რა გზას უნდა დაადგეს ამ ინტერესების დამცველი საზოგადოებრივი ძალები თავის იდეალების განსახორციელებლად. ასეთი დრო წარმოადგენს გარდამავლობის ხანას. ამ დროს უნდა გამოირკვეს, - შესაძლოა თუ არა მოწინ.:ღმდეგე ძალებმა : ინტერესების დათმობით შეჰქმნან მშვიდო- ბიანად მომავალი წესწყობილება, თუ მათი წინააღმდეგობა იმდენად ღრმა და ძლიერია, რომ არც ერთს მხარეს არაფრის დათმობა, არ შეუძლიან ისე, რომ თავით ბოლომდე არ უარყოს თავისივე თავი. თუ საზოგადოებრივ ძალების დანაწილება და დაყოფა იმგვარს პრინციპებზეა დამყარებული, რომელთაც ერთმანეთთან არაფერი საერთო არა აქვთ, თავის თავად ცხადია, რომ მაშინ შეთანხმების იმედი და მშვიდობიანურ ბრძოლის აზრი სრულიად უნიადაგო აღმოჩნდება. მაშინ ჩვენთვის თეორიული მსჯელობები იმის შესახებ, თუ რა გვარს ბრძოლას უნდა მიეცეს უპირატესობა-უმსხვერპლოს თუ მსხვერპლიანს—სრულიად მეტი და ფუჭი იქნება. ბრძოლის გზას ამ შემთხვევაში თვით აუცილებლობა გვაჩვენებს.

12 დეკემბრის და უფრო ნათლად 18 თებერვლის უმაღლესს აქტებში გამოცხადებულ და აღიარებულ იყო საჭიროება ბიუროკრატიულ მართვა-გამგეობის ძირითადის ცვლილებისა. აქედან დაიწყო ოფიციალურად დანაწილება რუსეთის საზოგადოებრივ ძალებისა მოწინააღმდეგე ბანაკებად და დამყარდა გარდამავლობის ხანა რუსეთში, რომელიც, რაც დღე გადის, უფრო და უფრო ნათლად ჰხდის ხალხის თვალში იმას, არის თუ არა მოსალოდნელი მშვიდობიანურის ბრძოლით ახალის ფორმების დამყარება საზოგადოებრივ და სახელმწიფოები რივს ცხოვრებაში.

გ. რ.